#18544217 · 17 Mar 2010, 23:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Geronti
QUOTE | მას შემდეგ, რაც ე.წ. სამხრეთი ოსეთის აღდგენის პროექტები "წარმატებით" დასრულდა, ცხინვალს, მოსკოვსა და მშენებელ ფირმებს შორის ბრალდებების პინგ-პონგით არაფერი გარკვეულა.
უკმაყოფილო მოსახლეობის გულის მოსაგებად, მრავალშვილიან და "სამშობლოს დამცველების" ოჯახებს ქართველების კუთვნილი სახლების პრივატიზება შესათავაზეს. იქაურმა "პარლამენტმა" კანონიც მიიღო "მიწის ზოგიერთი საკითხის დარეგულირების შესახებ".
10 მარტის სხდომაზე "პარლამენტის" ვიცე-სპიკერმა კანონის რაც შეიძლება სწრაფად შესრულება და ქართველების ქონების ოსური მოსახლეობისთვის გადაცემა მოითხოვა. როგორც ჩანს, რამდენიმე სახლი ნგრევას ნაწილობრივ მაინც გადაურჩა. სხვა მხრივ, საკითხი მართლაც მიწის მითვისებამდეა დასული. |
სეპარატისტების ბოდვაა ეგ ყველაფერი გერონტი. 1. ქალაქ ცხინვალში ქართველების სახლებში დიდი ხანია ისედაც ოსები ცხოვრობენ 2, შარშანწინდელი ომის შემდეგ, დიდი ლიახვის ზემო წელისა და პატარა ლიახვის ხეობის აღმოსავლეთით მდებარე ნასოფლარებში ფაქტობრივად 1 ნორმალურ, ანუ დაუნგრეველ სახლს ვერ ნახავთ. სად უნდა შეასახლონ? თამარაშენის ნანგრევებში თუ აჩაბეთის ადგილზე არსებულ კანიონში? 3. დარჩა ახალგორის რაიონი, სადაც ცხინვალელი ოსების გადმოსახლება მთელი რიგი მიზეზებისდა გამო, პირადად მე შეუძლებელი მგონია.
This post has been edited by PROLETARIATI on 17 Mar 2010, 23:15
--------------------
გიორგი შემოაგინებს დედისა და მამის ყელსა, - ვა, შე საწყალო არსენა, რათა ხარ ჭკუა თხელია? მე დღეს ღვინოს როგორ დავლევ, წითელი პარასკევია.
|