ozzy_ka10მე არ მაქვს ბინა თბილისში, თვითონაც სოფლიდან ვარ ჩამოსული, მაგრამ არ ვითხოვ რომ ვინმემ აქ რამე მიყიდოს, ვშრომობ დღეში 16 საათი (იმ დროის გამოკლებით, როცა ფორუმზე ვპოსტავ

) რომ სესხი ავიღო ოდესმე და ჩემს მცირე დანაზოგს დავამატო. დევნილებს კიდევ უსაფუძვლო და დიდი პრეტენზიები გაუჩნდათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სახელმწიფომ მათზე უნდა იზრუნოს, მაგრამ ზრუნვა არ ნიშნავს ყველას თბილისსში ჩასახლებას. თუ სახელმწიფოსგან ზრუნვა უნდათ მაშინ დაემორჩილონ იმას რასაც სთავაზობენ და პრეტენზიები ნუ აქვთ. სამწუხაროდ უმეტესობის პრეტენზია სწორედ "სოფელში ცხოვრება როგორ მეკადრებაა". მე მესმის რომ ამ ხალხმა ბევრი დაკარგა და იმედი მაქვს რომ ოდესმე დაიბრუნებენ, მაგრამ სხვა ადამიანებსაც აქვთ კანონიერი უფლებები. მაშინ ასე გავაკეთოთ: რაც მთელს საქართველოში დევნილები არიან, მათ შორის ბევრი დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს კომპაქტურად, ყველა თბილისში ჩამოვიყვანოთ, ხო სამართლიანი იქნება მათ მიმართ ვინც ზუგდიდში, სენაკში და ხობში ცხოვრობს? არ მეთანხმებით?
GioMacზემოთაც აღვნიშნე, სოფელში გავიზარდე და ვიცი რაც არის სოფელში ცხოვრება, მაგრამ არის რამდენიმე კონკრეტული მაგალითი, როდესაც დიდი შრომის ფასად, მაგრამ ძალიან კარგად ცხოვრობენ სოფელში. რაც შეეხება იმას თუ ვინ რას არის შეჩვეული, ეგ მგონი მთლად გამართლება არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში.
აქ მთავარი ფსიქოლოგიაა: რატომღაც მიაჩნიათ, არა ყველას, მაგრამ უმრავლესობას, და არა მარტო დევნილებს, რომ მათ ყველამ ყველაფერი უნდა მიართვას მზა-მზარეული. არგუმენტი: "აბა იმას რომ აქვს?" "ის" ან მართლა 16 საათი მუშაობს ან თაღლითობს ან იპარავს, თუ არც ერთი არ შეგიძლია, მაშინ არასოდეს არ გექნება. მგონი ამაშიც უნდა დამეთანხმოთ.
ვიცი რა მეგრელი კაცის ფსიქოლოგია (რომელსაც, არაცნობიერად, ურჩევნია ცოლმა იმუშავოს, ოღონდ თვითონ კარგად იყოს) არ უნდათ მუშაობა, ბირჟაზე დგომა და მარჩენალი ორი ქათმის კვერცხის გაყიდვის შედეგად ნაყიდი სიგარეტის მოწევა ან ტელევიზორის ყურება ურჩევნიათ. ჩემს სოფელშიც უმეტესობა, იმის მაგიერ რომ ოჯახს მიხედონ და რამე იშოვონ, მთელი დღეები უსაქმურობენს. ასე რომ სოფელი თავისთავად დაპურების გარანტია არ არის, შრომა იქაც საჭიორა. ხოდა თუ აქ ვერ რეალიზდებიან, იქნებ იქ შეუძლიათ?! რა ვიცი აბა, უკვე ცოტა აბსურდული მგონია მათი პრეტენზიები, მე მაპატიეთ და ნურავინ მიიღებთ შეურაცხყოფად.