ნატო - ასაკოვანი და ცოტა შეუხედავი გათხოვილი ქალბატონია,მაგრამ ძალიან მდიდარი.არ იძლევა გურჯებზე არცერთი დირკიდან.
ნატაშა - ახალგაზრდა და მომხიბვლელი გაუთხოვარი გოგონაა,არც ისე შეძლებული.ადრე გურჯი ხმარობდა მას შორეულ წარსულში ყველა დირკიდან.ნატაშას სიგიჟემდე უყვარდა გურჯი.ახლა მარტო წინიდან იძლევა გურჯზე,უკნიდან აღარ - ახალი რეალობააო.ისეც აღარ უყვარს გურჯი,როგორც ადრე,თუმცა,სადაც ცეცხლი იყო,იქ ყოველთვის რჩება ნაკვერჩხალი.გურჯს კი უკნიდანაც უნდა და ინტერესთა კონფლიქტი იქმნება.
გურჯი - ნატაშას ჯინაზე გალოთდება და ნატოს უმღერის სერენადებს ყოველ საღამოს მის ფეშენებელურ და ულტრათანამედროვე საძინებელთან,მაგრამ ნატო დეიდა ისევ უარზეა,გურჯებზე უფრო დახვეწილი მანერების მქონე მამრები მოსწონს.ოდესმე მოგცემო,მაგრამ all you have to change is everything you are-ო.შანსი გაქვსო და ჩემი დირკების კარი შენთვის ღიაა,ოღონდ ჯერ ვერაო.
ამასობაში, გურჯი ბერდება,პირველ რიგში - მორალურად.მისი პოტენცია(ლი) იკლებს დღითიდღე ნატოს მოლოდინში.მას ამპარტავნობა არ აძლევს იმის საშუალებას,რომ ნატაშასთან მივიდეს და მხოლოდ წინიდან ხმარებას დაკმაყოფილდეს,ადრე ხომ უკნიდანაც ხმარობდა და...
ამ დროს ნატო დეიდა ძალიან ბერდება,ეკონომიკურადაც ერხევა მის ქმარს(და,შესაბამისად,მას),მორალურადაც მოძველდება გურჯის თვალში ნატო დეიდას კულტი.გურჯს მობეზრდება ლოდინი და ნატაშას ნომერს დაუწყებს ძებნას პირწიგნაკში,უკაცრავად,"თანაკლასელებში".
სულ მალე აღმოაჩენს,რომ ნატაშა გათხოვილა და ეკონომიკურადაც აღარ უჭირს,სულ უფრო გალამაზებულა,მაგრამ მის გევრდით ახლა სხვაა,ბომჟი და "მოტეხილი"გურჯის ადგილი აღარ რჩება მის გვერდით;ნატაშა ყაბულს იქნება მხოლოდ გურჯის მიერ მის დაქერვაზე და ისიც ახალი წლის დღეებში "თბილისოს" თანხლებით.
გურჯსაც რაღა უნდა ექნა,დანძრევის თავიც აღარ ჰქონდა,ისე იყო მომტყდარი და დათანხმდება ნატაშას წინადადებას,მაგრამ მალევე მიხვდება,რომ ეს ის ნატაშა აღარ იყო,ნატაშა მისდამი ისე ვნებიანი აღარ იყო,როგორც ჭაბუკობის დროს.გურჯი ამას ვერ გადაიტანს,ის თავს შეურაცხყოფილად და მიტოვებულად იგრძნობს.
სულ მალე ცხოვრებას სუიციდით დაასრულებს.თავს ჩამოიხრჩობს მშობლიურ ვენახში.
მის დასაფლავებაზე ნატო და ნატაშა გვერდიგვერდ დგანან ხელჩაკიდებულები.ნატო დეიდა ღრმად შეშფოთებული ჩანს.ნატო სიტყვას წარმოთქვამს და ამცნობს იქ შეკრებილ ჭირისუფალს,საგანგებოდ ჩამოყვანილსლ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სპეციალურად ამ დღისათვის,რომ ის მუდამ აღიარებს გურჯის სხეულის მთლიანობას.სიტყვა გურჯს ნატო დეიდა ორჯერ მოიხსენიებს თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში;
ნატაშა კი დამჭკნარ ვარდს დააგდებს გურჯს სხეულზე და ჩურჩულით ეტყვის: "მე შენ ახაგაზრდობაში ბავშვი გაჩუქე.მოულოდნელად დავფეხმძიმდი,მაგრამ შენთვის არაფერი მითქვამს,რადგან მე ვერ გპატიობდი ნატო დეიდას გამო ჩემს მიტოვებასაბიჭი გვეყოლა.მე მას მალე შევატყობინებ,ვინ იყო მამამისი.ჩვენ ჩვენი ბავშვი გვაკავშირებს ხორციელადაც და სულიერადაც,ამას ვერავინ და ვერაფერი წაშლის.ეს ჩვენი სულიერი მისია იყო ამ ქვეყანაზე.ნათლობაზე მე მას ის ჯვარი ვაჩუქე,რომელიც შენ ოდესღაც ჩემს ლოგინში დაკარგე ერთ-ერთი "ცხელი" ღამის დროს.მისი,ჩვენი ბავშვის დროც მოვა,გპირდები,ჩემო პირველო სიყვარულო".
მოკიდა ნატაშამ ხელი თავის სომეხ მეუღლეს და გაემგზავრნენ სოლნეჩნაია აფხაზიაში დასასვენებლად.
გაგრძელება იქნება.
