Melanoრა გაცინებს, გეტირებოდეს უნდა და მაგის დამწერი გეცოდებოდეს. კომუნისტებს ქონდათ ანალოგური შარჟი მამა ჩვენოზე და როგორ დაამთავრეს არ გახსოვს?
ასეთი რამ უკვალოდ არ ჩაივლის და უფლის რისხვას იწვევს...
ვავაააა ვავააააა
* * *
დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ,
რამეთუ იგინი იღÕძებენ სულთა თქუენთათÕს, ვითარცა-იგი
სიტყუაÎ მისცენ; რაÎთა სიხარულით ამას ჰყოფდენ და არა
სულთითქუმიდენ, რამეთუ არა ადვილ არს ესე თქუენდა”
(ებრაელთა მიმართ 13.17)
წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა
უფალო შეგვიწყალენ! ამ მრავლის მომცველი ლოცვით ვიწყებთ მუშაკობას წიგნისათვის, გაბრიელ ბერის ღვთივგანბრძნობილ საქმეთა გახსენებას რომ ემსახურება. “ვინაÎდგან უკუე მრავალთა âელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათÕს გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის” (ლუკა 1.1).
ლოცვით, რადგან გვაშინებს საქმის სირთულე და, ამასთან ერთად, ამგვარი საქმისადმი ჩვენი უძლურობა და გამოუცდელობა. გვსურს, შევევედროთ და ვთხოვოთ უფალს, ინებოს და შეგვაძლებინოს კეთილად და გონიერებით მოთხრობა ბერზე, რომელიც ამ ქვეყნად საოცარი ნიშანსვეტი იყო ღმრთისა და მოყვასის სიყვარულისა, ქრისტეს სახოვანი სრულქმნილობისა.
ძალიან ძნელია, ცოდვებით აღსავსე ადამიანებმა შევძლოთ გადმოცემა არქიმანდრიტი გაბრიელის წმიდა ცხოვრების შინაარსისა, განვმარტოთ მისი სწავლანი, დანატოვარ აზრთა და შეგონებათა არსი _ ეს ისევ წმიდად მცხოვრებთა, ან მღვდელმსახურთა ხვედრია. ამიტომაც, წიგნი სტრუქტურულად იმგვარადაა შედგენილი, რომ (გაბრიელ ბერის ცხოვრების ამსახველი ფაქტის მიმართ იქნება ეს, თუ მისი მხრიდან მომდინარე სწავლა-განმარტებისა) ავტორთა მიერ შეძლებისდაგვარად დაცულია თხრობის უშუალო, ცხოვრებისეული სტილი. მამა გაბრიელის თითოეულ გამონათქვამში შენარჩუნებულია მისთვის დამახასიათებელი თხრობის სინტაქსური წყობა, რათა მკითხველი გამხდარიყო უშუალო მონაწილე წიგნში აღწერილი ყოველი მოვლენისა.
გაბრიელ ბერი _ დღეს მრავალი ადამიანი მუხლს იყრის მის წინაშე. მისი გარდაცვალებიდან სულ ხუთიოდე წლის შემდეგ იგი თავისებურ ლეგენდად იქცა დღევანდელი საზოგადოებისათვის. ისმის კითხვა – ვინ იყო იგი და რითი მოიპოვა ესოდენი პატივი და აღიარება? როგორი ცხოვრება-მოღვაწეობით განლია წუთისოფელი, რით სათნოეყო იმგვარად ღმერთს, რომ დღეს ასე ამაღლებული და პატივდებულია მისი სახელი?
დღეს მას მრავალი ადამიანი ისე ევედრება, როგორც დიდ წმინდანს და მეოხს ქრისტეს წინაშე. მრავალი სნეული და უძლური, მათ შორის ისეთიც, რომელიც უკურნებელ დაავადებას შეუპყრია, სასოებით მიდის მის საფლავზე და, არც თუ უშედეგოდ, მისი საფლავის კანდელიდან აღებული ზეთისცხებით სასწაულებრივად იკურნება.
ამა სოფლისთვის საუკუნეობრივად ნაცნობი სურათია _ ადამიანი, რომელსაც ზოგიერთთაგან დიდი ლანძღვა-გინება, დაცინვა და ეჭვიანობის ქვეშ ყოფნა ერგო წილად, დღეს სერიოზული მოგონების საგნად ქცეულა. კაცი, რომელიც სიცოცხლეში ხშირად სულელად და ავადმყოფ პიროვნებად სახელ-იდებოდა, დღეს ქრისტიანული სიყვარულის მწვერვალად, დიდად ძალმოსილ და სიბრძნით აღსავსე მამად მოიხსენიება.
უცხო აქ არაფერია. ეს არის ის მუდმივი გაორება ადამიანისა, რაც მის დაცემულ ბუნებას ახასიათებს და მრავლად ასახულა კაცობრიობის ისტორიაში. თუნდაც, გახსენება იმისა, რომ სულ ერთი კვირით ადრე მაცხოვარი დიდებით მიიღეს იერუსალიმში და ღაღადებდნენ: “ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაÎთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა” (მათ.21;9), ხოლო შემდგომ კი, პილატეს წინაშე იძახდნენ: “აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე!” (იოანე.19;15), არის შემაძრწუნებელი რეალობა ჩვენი დაცემული ბუნებისა.
რწმენის პრობლემას წინ ჩვენი არაჯანსაღი აზროვნება, შერყვნილი გრძნობადობა და ხორციელი სურვილები ეღობებიან. გამოსავალი მხოლოდ ერთია, მძლავრი შინაგანი მოღვაწეობა სახარებისეული მცნებებითა და ცხოველი მყოფობა ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიაში, სადაც ვეხებით და ვიღებთ მაკურნებელ და მაცხოვნებელ მადლს ჩვენი დაცემული ბუნებისას.
ეს წიგნი შორს დგას ყოველგვარი განკითხვისაგან. არანაირი სურვილი _ ვინმეს განსჯისა. ყოველგვარი განკითხვა ადამიანისა, მოყვასისა გაბრიელ ბერისთვის უცხო იყო. ვითარცა ჭეშმარიტ მონაზონსა და ქრისტესმიერ მამას _ განკითხვის საგნად მხოლოდ საკუთარი თავი მიაჩნდა. იყო მხილება და არა _ განკითხვა. იყო განრისხება, მაგრამ არა მოძულება. მისი გული მუდამ უძრავად სუფევდა სიყვარულში. ერთხელ, უხუცესი ჩვენ მიერ ჩადენილ უჯერო საქციელზე განგვირისხდა. მცირე ხნის გასვლის შემდეგ შეწყალება ვთხოვეთ და მორიდებით ვკითხეთ: _ შეგვინდე მამაო, მაგრამ ნუთუ მართლა განგვირისხდი? მან ოდნავი ღიმილით გადმოგვხედა და მოგვიგო: _ ნუ გეშინიათ, ჩემს გულს მრისხანება არა აქვს. _ შემდეგ თავი დაბლა დახარა და სევდიანად წარმოთქვა _ ეჰ, ნეტავ სულ ცოტათი მაინც გესმოდეთ ჩემი....
ჩვენ მას, სიცოცხლეში, რა თქმა უნდა, დიდ პატივს ვცემდით და გვწამდა მისი, მაგრამ ეს მხოლოდ აჩრდილი ყოფილა იმისა, რაც სინამდვილეში ეკუთვნოდა. გარდაცვალების შემდგომ, როდესაც ის ჩვენ შორის აღარ იყო, დავინახეთ და ვიგრძენით, თუ რა ბედნიერნი ვიყავით მასთან ყოფნით, რა ადვილი იყო ცხოვრება იმ დროს, როდესაც ის ჩვენთან იმყოფებოდა. გვეგონა ვაფასებდით მას, გვეგონა ვხვდებოდით მის მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ, თურმე, იმდენად უმნიშვნელოდ, რომ სულ მცირედიც კი არ გვესმოდა მისი. არ გვესმოდა! და დღეს, როდესაც ის ჩვენ შორის აღარ არის, მივხვდით, თუ რა დიდებულ მამასთან გვქონდა საქმე. ვარსებობდით ბერთან, რომელიც სიცოცხლეში თავისი უბრალოებისა და, შეიძლება ითქვას, შემაძრწუნებელი სიმდაბლის გამო, გონების თვალთაგან გვეკარგებოდა.
_ ადამიანი დიდებული ქმნილებაა და თუკი მასში ვერ ხედავ სიკეთეს ან სიკეთის მარცვლებს, რომელსაც აღმოცენება სჭირდება, ვეჭვობ, რომ სრულიად დაბრმობილი ხარ _ იტყოდა ხოლმე ბერი. ამიტომ ჩვენც შორს ვართ ყოველგვარი განკითხვისაგან, რადგან მართლაცდა ღვთის დიდებული ქმნილებაა ადამიანი _ თუმც დღეს დაცემული, ანუ თავდაპირველ სრულყოფილებას მოკლებული, მაგრამ მაინც დიდებული და საღმრთო ქმნილება. იმდენად დიდებული, რომ ღმრთის მიერ ქმნილ მშვენიერებას მაინც ვერ ფარავს ჩვენი ბუნების ესრეთ შემაძრწუნებელი დაცემულობა.
ადამიანი არა დემონური, არამედ დაცემული ბუნების მქონეა, რომელიც ცხოვრების განმავლობაში გამოსწორებას ექვემდებარება, ანუ ყოველ წამს შეიძლება გაღვივდეს მასში თესლი კეთილი და აღმოცენდეს. მას შეიძლება რაღაც ეშლებოდეს, მაგრამ ოდესმე, ადრე თუ გვიან, თესლმა კეთილმა უნდა იმძლავროს და გამოსწორდეს. ის შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ გავიდეს დრო და მისმა ღმრთის ქმნილებითმა მშვენიერებამ _ გონიერმა სულმა, შეცდომა დაინახოს და მოექცეს.
ამგვარი ფაქტი დღეს მრავალია. ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეში ხუცესს ეჭვით უყურებდნენ, დღეს მის საფლავთან თუ პირად საუბრებში შენდობა-პატიებას ითხოვენ და ინანიებენ სიტყვით თუ საქმით ჩადენილ შეცდომებს.
მისი სახის ხან ბერული, ხან სალოსური ცვალებადობა ბევრს აბნევდა. ძნელი იყო სულ ცოტათი მაინც გაგეგო მისი იმ სიმდაბლისათვის, რომელიც გაოცების ზღვარს სცილდებოდა და ჩვენთვის შემაძრწუნებელიც კი იყო.
მამა სიმდაბლისა, სიკეთისა და სიყვარულისა _ მასზე მოკლედ შეიძლება ასე ვთქვათ. თუმცა, ესაც თქმულა: “ესოდენი სიყვარული ადამიანში თუ არ ნახე _ შეუძლებელია წარმოიდგინო”. ის “განივთებული” სიყვარულივით იყო.
სიყვარული მასში, მართლაცდა, ყველაფერს აღემატებოდა. ის გახლდათ ბერის არსების უპირველესი საზრდო, რომელიც სხვა მის სულიერ ფასეულობებს შორის ყველაზე დიდებული და ღვთაებრივი იყო. ასევე, გვინდა დავამატოთ, რომ სიყვარული არ იყო მისი სულის მხოლო ღირებულება. როგორც თავად, საერთოდ, სიყვარულის შესახებ ამბობდა:
_ ეს არის “გვირგვინი”, რომელიც სათნოებათა დიდ კრებულს ადგას და მისი ყველაზე მაღალი მშვენიერებითა და ხარისხით ყოველივეს ფარავს და მოიცავს!
წიგნის დაწერის ეს იდეა, მრავალთა თხოვნამ და, ამასთან ერთად, იმ საყოველთაო ღრმა პატივისცემამ, რწმენამ და ინტერესმა გამოიწვია, რომელიც დღეს ხალხში მამა გაბრიელის მიმართ სუფევს. დიდია ყრმობიდან გარდაცვალებამდე მისი ცხოვრების საფუძვლიანად გაცნობის ინტერესი. მრავალი ნატრულობს იმგვარ წიგნს, სადაც, შეძლებისდაგვარად, იქნება სრულად აღწერილი მამა გაბრიელის ცხოვრება, რათა მასზედ მეტის გაგებით უფრო მეტად გაიცნოს ადამიანი, რომელიც ასე ძლიერ შეჰყვარებია მის სულს.
აქვე გვინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ იმ სასულიერო თუ საერო პირთ, რომელთაც გაიგეს რა, რომ იწერებოდა მამა გაბრიელის ცხოვრების ამსახველი წიგნი, არ დაიზარეს და წერილობითი თუ ზეპირი თხრობის სახით მოგვაწოდეს ცნობები იმ შეწევნათა და მაღალ საქმეთა შესახებ, რომელიც უშუალოდ მათ გარდახდენიათ ან უნახავთ მამა გაბრიელისაგან. გვინდა დიდი მადლობა ვუთხრათ მამა გაბრიელის დებს, რომელნიც დიდად შეგვეწიენ მრავალი საკითხის გარკვევაში.
წიგნის დასაწყისშივე ასე ერთბაშად ითქვას, თუ როგორი იყო მამა გაბრიელი, მართლაც, ძნელია, რადგან თითქმის მთლიანად ამ მიზანს ემსახურება წიგნის დაწერის სურვილი. ძნელია, ერთ-ორ სიტყვაში ნათლად და საღად გამოხატო მისი სულის ის ძალმოსილება, რომელიც მთლიანად უნდა იტვირთოს და გადმოსცეს ამ წიგნმა. ძნელია, ერთ-ორ ფურცელზე, თუნდაც მეტზე, დაატიო თხრობა იმ სათნოებათა შესახებ, რომლებიც მრავლად და მძლავრად იხილვებოდა მასში, რამეთუ სულის უკვდავებაში ასახული ჭეშმარიტების შემეცნება და, მითუმეტეს გადმოცემა, წმინდანთა ხვედრია.
ნება მოგვეცით, ღვთის შეწევნითა და გაბრიელ ბერის მეოხებით, წინასიტყვაობაში მაინც გადმოვცეთ და გაგიზიაროთ ის გულის სიღრმეში გავლებული ნააზრევი, რაც ასრერიგად გვაწუხებს ყოველ ჩვენგანს, რა თქმა უნდა უშუალოდ გამომდინარეობს წიგნის შინაარსიდან და ეთანხმება მის მორალს. თუმცა, რაღა უნდა იყოსო _ იკითხავთ თქვენ, ძვირფასო მკითხველო იმაზე აღმატებული, რასაც ჭეშმარიტება და სულის უკვდავება მოიცავს? _ ფილოსოფიურ ტერმინს თუ მოვიშველიებთ ამ შემთხვევაში, ჩვენს მიზანს წარმოადგენს არა აღნიშნულ ე.წ. “კატეგორიათა” განმარტება, არამედ იმ მოვლენის გაშიშვლება, რომელიც აბრკოლებს ყოველ ჩვენგანს ჭეშმარიტების აღქმასა თუ შეცნობის პროცესში და სიცრუის, ანუ უღმერთოების საბურველში გვახვევს და, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მიგვაქანებს ჯოჯოხეთისაკენ.
ნეტარ ავგუსტინეს ეკუთვნის ცნობილი განმარტება სასწაულის არსის შესახებ: _ “სასწაული არის ის, რაც ჩვენს წარმოდგენებს ეწინააღმდეგება მასზე”! დიახ, მორწმუნისთვის არ უნდა არსებობდეს სასწაული, რამეთუ თვით ჭეშმარიტებას შეიძლება ვუწოდოთ სასწაული! მამა გაბრიელის ცხოვრება აღსავსე იყო სასწაულებით, რომელთა ნაწილს თქვენ წიგნის წაკითხვისას გაეცნობით. _ რატომ არ გჯერა ჩემი? _ მიმართავს მორწმუნეს მამა გაბრიელი _ ეს ჩემთვის არაფერია, ღმერთს რომ ვთხოვო, შემისრულებს! ღმერთს არა აქვს დაბრკოლება, იცოდე! სასწაული ის კი არ არის მთა გადაადგილდება თუ არა, არამედ სასწაული ისაა, როცა ძროხა მწვანე ბალახს ძოვს, რძე კი თეთრია. ნუთუ არ გიკვირს, ამოდენა დედამიწა რას უკავია? ეს ხომ საოცრებათა საოცრებაა! _ ასე უბრალოდ განგვიმარტავს ბერი გაბრიელი სასწაულის არსს.
ძვირფასო მკითხველო! უკანასკნელ ჟამს, როგორც მამა გაბრიელი იტყოდა _ გაფრთხილდით, შვილებო, ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე დედამიწაზეა. ბოროტმა ძალებმა “უძლიერესი” შეტევა მიიტანეს ჭეშმარიტებაზე. ისევე, როგორც დასაბამიდან, უფრო გააფთრებით ცდილობენ დაამახინჯონ მისი არსი, რამეთუ გრძნობენ საკუთარი “მოღვაწეობის” დასასრულის მოახლოებას. მსგავსი პროცესები მიმდინარეობს თითქმის ყველა სფეროში _ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იქნება ეს თუ ჰუმანიტარული. ობივატელისთვის, ე.წ. დაბალი ფენისთვის, კი დემონთა ხელშეწყობით კარგად დამუშავებული სცენარით გათამაშებული ჰაერში ფრენის, სხვადასხვა ნივთთა გაქრობის პროცესებისა და მიწისქვეშა “სასუფევლის” არსებობის ყოვლად აბსურდული თეორიების დამუშავება ხდება. რატომ, რისთვის იღვწიან ისინი? რას გვერჩიან, რა დავუშავეთ? ბევრმა ჩვენგანმა სრულყოფილად არც კი ვიცით, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ეშმაკი _ დაუძინებელი მტერი. წარმოვიდგინოთ სულ ერთი წუთით, რომ მომავალში საუკუნო ტანჯვა გველოდება. არ იქნება ხსნა არსაიდან და არც დასასრული ექნება ამას. აი, სწორედ ეს გახლავთ ეშმაკის და მთელი მისი ლეგიონის ხვედრი და ამიტომაც ცდილობენ ისინი ჩვენს შეცდენას, რათა შეგვიტყუონ ქვესკნელში და იქ იბატონონ ჩვენზე. მათ არ გააჩნიათ მონანიების უნარი, რადგან ციდან გადმოგდებისას, როცა ჰქონდათ ამის საშუალება, არ გააკეთეს ეს და სამუდამოდ დაკარგეს სიკეთე, გაემიჯნენ მას. რაც შეეხება ადამიანს, მოდით, მამა გაბრიელს მოვუსმინოთ:
_ ბოროტება ღმერთს არ შეუქმნია, რადგან ბოროტებას არსი არ გააჩნია. ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა. სატანა, რომელიც ადრე სინათლის მატარებელი ანგელოზი იყო, სიკეთით იყო შექმნილი, მაგრამ როცა მოაკლდა ამ სიკეთეს, გარდაისახა ბოროტად. ბოროტი იმიტომ გადმოაგდო უფალმა ციდან, რომ სინანული აღძვროდა, ადამს და ევას რომ შეენანათ, უფალიც დატოვებდა მათ ედემის ბაღში. უფალმა იმიტომ დაუძახა ადამს _ “ადამ სადა ხარ”? _ რომ უნდოდა შეენანა ადამს და სინანულის შემთხვევაში სამოთხეში დაეტოვებინა. უფალმა იმიტომ დაუშვა ბოროტება, რომ დაცემიდან ჩანს ღმერთის სიდიადე. სამაგიეროდ, დაცემულებს ყოველთვის შეუძლიათ შეინანონ, სანამ დროა.
ამქვეყნად დრო ყველაზე დიდი წყალობაა. დროში შეიძლება კაცი ცხონდეს და შეიძლება წარწყმდეს. ადამიანი დაუღალავად უნდა მიისწრაფოდეს ღვთისკენ და უფალი როცა ამას ხედავს, მაშინ იწყალებს ადამიანს და ყოველივეს აძლევს, რაც საჭიროა მისთვის.
მსგავსი შეგონებების წაკითხვის შემდეგ, რა თქმა უნდა ყოველ ჩვენგანს აღეძვრება სურვილი, შეიცნოს და განემარტოს, თუ რა ურთიერთმიმართება არსებობს ღვთის მიერ სამყაროს შექმნის პროცესის არსის მართლმადიდებლურ კანონიკურ მოძღვრებასა და მეცნიერულ ჭეშმარიტებას შორის _ გამოხატულს ადამიანთა მიერ დროისა და სივრცის განზომილებათა აღქმასა და მატერიის ურთიერთქმედების ფორმების არსის შემეცნებაში.
თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა, ანგელოსთა დასი და ეს ყოველივე არსებობდა მნათობთა გარეშე, ანუ არსებობდა მატერია არაამჟამინდელი სახით. მაგრამ დრო უკვე არსებობდა, რამეთუ ქმნილება გულისხმობს შემოქმედისგან განსხვავებულობას, რაც მხოლოდ დროის არსებობის დაშვებით აიხსნება. ღმერთთან დრო არ არსებობს, არამედ არსებობს ერთი დიდი “ახლა”, რისთვისაც დავით წინასწარმეტყველი გვეუბნება: “ათასი წელი, ვითარცა ერთი დღეა, ხოლო ერთი დღე, ვითარცა ათასი წელი”. აქ ლაპარაკია, სწორედ, დაბადებაში მოხსენიებულ ბიბლიურ დღეებზე, რომელსაც იმოწმებს აგრეთვე სულმნათი ბერი იოანე-ზოსიმე და, მაშასადამე, შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ღვთის მიერ ხილული სამყარო შეიქმნა ამჟამინდელი დროის ათვლის სისტემის მიხედვით, რომლის ათვლაც მნათობთა ერთმანეთის მიმართ ბრუნვით განისაზღვრება ექვსი ათასი წლის განმავლობაში. თავდაპირველად მიწა იყო უსახური და უდაბური, ბნელი იდო უფსრკულზე და სული ღვთისა იძვროდა წ###ბსა ზედა... თქვა ღმერთმა: “იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი”... პირველი დღე. რომელ ნათელზეა საუბარი, როდესაც მნათობები და, მათ შორის მზე, რომლებიც მესამე დღეს შექმნა წმიდა სამებამ, არ არსებობდნენ? რა თქმა უნდა, ეს ის ნათელია, რომელიც მეცნიერებაში სინათლის ანუ ელექტრომაგნიტური ველის სახით არის ცნობილი და რომელიც შემდგომში ღვთის მიერ გარკვეული სახით დაგროვდა მნათობებში და რისი საშუალებითაც ჩვენ შეიარაღებული ან შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ ხილულ სამყაროს. მაშასადამე თავდაპირველად ცაში, ანგელოზთა დასის სამყოფელში, ხილული სამყაროს შექმნამდე და მანამ, სანამ წარმოიშვებოდა ბოროტება, ყოველივე არსებობდა მნათობთა გარეშე. შემდგომ მოხდა გაყოფა... მოვუსმინოთ მამა გაბრიელს:
_ ჩვენ რასაც ვხედავთ და იმის იქით რა გალაქტიკებიცაა, ეს სულ პირველი ცაა, ადგილი, სადაც გადმოიყარნენ ბოროტი სულები. არ ვიცი, როგორ, სხეულში თუ სულში (უნებლიე შემთხვევა მქონდა) მეცხრე ცაზე ვიყავი ატაცებული! უფლის ტახტი მეცხრე ცაზეა. საიდან მოიტანეს, როცა ამბობენ, რომ ახალი სასუფეველი უნდა შეიქმნასო! სასუფეველი როგორიც იყო, ისეთი იქნება მუდამ. ცა და მიწა შეიცვლება და არა _ სასუფეველი! და კიდევ: _ უჩინო არის ის უხილავი, სულიერი სამყარო, რომელიც სახიერმა და ყოვლადძლიერმა ღმერთმა მისი მიუწვდომელი სიბრძნითი განგებულებით _ უწინარეს ხილული სამყაროსა და კაცის დაბადებისა შეჰქმნა და მოიმოქმედა. ორივე ეს სამყარო ერთობით _ არის სავსება ღმრთის შესაქმისა, ხოლო ადამიანი სრულყოფილი სარკეა ამ სავსებისა, რომელშიც ღმერთმა ორივე ბუნება _ სულიერი (უმაღლესი) და ფიზიკური (სულიერთან შედარებით უმდაბლესი) მისი მიუწვდომელი სიბრძნით ერთ პირში, ზოგადად, ადამიანის ხატში შეჰკრა და გააერთიანა. ორივე სამყაროს, ფიზიკურთან ერთად _ სულიერსაც, დაუბრკოლებლად ხედავდა ადამი დაცემამდე.
ამ სტრიქონების წაკითხვისთანავე უალტერნატივოდ გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა: მთელი ხილული სამყარო _ გალაქტიკები, ვარსკვლავთა სისტემები, პლანეტები არის ადგილსამყოფელი ბოროტთა, ანუ როგორც ამჟამად იწოდებიან _ უცხოპლანეტელთა, ჰუმანოიდთა და ისინი გახლავთ სწორედ ის სულიერი ქმნილებები _ დაცემული ანგელოზები, დემონები, რომლებიც მთავარანგელოზ მიქაელთან და მის ანგელოზთა დასთან შებრძოლების შემდეგ, ჭექა-ქუხილის გაელვებით იქნენ გადმოყრილნი ამ ადგილას, რომელსაც პირველი ცა ეწოდება. დედამიწა კი, ერთადერთი პლანეტაა სადაც არსებობენ ორბუნებოვანი _ სულიერი (უმაღლესი) და ფიზიკური (სულიერთან შედარებით უმდაბლესი) ბუნების მქონე ქმნილებები _ ადამიანები. დიახ, დედამიწა ხილულ სამყაროში ერთადერთი ადგილია, სადაც არსებობს ცივილიზაცია! აი, ასეთია დასკვნა და უკვე ნათელი ხდება, თუ რატომ აქვთ ასეთი გაშმაგებული სურვილი ბოროტების მოციქულებს, რათა დაეუფლონ ჩვენს სულებს, სამუდამოდ დაგვღუპონ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოროტი სულიერი არსებები იყენებენ ყოველგვარ საშუალებას, რათა დაეუფლონ ადამიანთა სულებს და ეს პროცესი “დაგვირგვინდება” ანტიქრისტეს გამეფებით დედამიწაზე.
გავიხსენებთ გაბრიელ ბერის მიერ ნათქვამს:
_ საქართველოს ეკლესიას მადლი არასოდეს განშორდება! როდესაც ანტიქრისტე მოვა, ეკლესიაში ხატებს ჩამოჰყრის და თავის “ხატს“ დაჰკიდებს. აი, მხოლოდ მაშინ გავა ეკლესიებიდან მადლი.
ამ სიტყვების თქმის შემდეგ, გაბრიელ ბერმა ეკუმენიზმის საშინელებაზე იქადაგა. ამბობდა, რომ ჯერ იქნება ერესი (აღრევა), მაშინვე ეკუმენიზმი შემოვა და მალე ანტიქრისტეც მოჰყვებაო.
თანამედროვე პერიოდში ხშირად გაისმის აგრეთვე მოწოდება იმის შესახებ, რომ ღმერთი ერთია და რა საჭიროა ამდენი რელიგიური განშტოება, თვალი დავხუჭოთ ერთმანეთის გამომრიცხავ განსხვავებებზე, დოგმატური იქნება ეს თუ სიმბოლიკური და გავერთიანდეთო. ამ საკითხის შესახებ ბევრი კომპეტენტური ნაშრომი გამოქვეყნდა, მაგრამ ნახეთ, რა მარტივია აქ სიცრუის დანახვა: კი მაგრამ, ერთი ღმერთი რომ არის, იგი თავისი არსის შესახებ შენ ერთს გეუბნება, იმას _ მეორეს, სრულიად საწინააღმდეგოს და მე _ მესამეს, ისევ ორივეს საწინააღმდეგოს, სხვებს _ საერთოდ განსხვავებულს და ა. შ.. აქედან რა გამომდინარეობს? ის, რომ ე.წ. “ახალი მსოფლიო წესრიგის” მქადაგებელთა შემეცნების მიხედვით ბიბლია ყველაზე დიდი “მატყუარა” წიგნი ყოფილა! მაგრამ, რამდენადაც ასეთ აშკარა მკრეხელობის განცხადებას ვერ კადრულობენ, იძულებული არიან აღიარონ, რომ ან ყოველი განშტოება მცდარია, ან მხოლოდ ერთთან იქნება სიმართლე!
მამა გაბრიელი პირველად პირჯვარს გამოისახავდა და მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე შემდეგს ქადაგებდა:
_ ღმერთი ერთია, მაგრამ სამპიროვანი: მამა, ძე და სულიწმიდა, რომელიც ნათლისღების დროს გამოჩნდა. თვითონ სიტყვა მართლმადიდებელი მიგანიშნებს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება მხოლოდ ეს არის. იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლაც ამას ადასტურებს. უფალი რომ ბრძანებს _ გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსად _ ეს ხომ სამება ბაასობს ერთმანეთში. აბა, ანგელოზს არ შეუძლია შექმნა. გავაჩინოთ _ თქვა ქრისტემ და ამიტომაც სიტყვა ღმრთისა მოევლინა და არა მამა, ან სულიწმიდა, თან იშვა, რადგან იქაც, ცაში, ძე იყო, რომ პიროვნება არ დარღვეულიყო.
მიუხედავად ამდენი ჭეშმარიტი ფაქტებისა და ლოგიკური დასკვნებისა, ისინი სულაც არ წუხან ამ გარემოებების გამო და მათ არა ჭეშმარიტება, არამედ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, მომავალი ანტიქრისტეს საამებლად, მხოლოდ გაერთიანება აინტერესებთ. რომ სთქვან ისე, როგორც წარმართობის ეპოქაში _ სხვადასხვა ღმერთი არსებობსო _ არ შეუძლიათ, რადგან მაშინ თვით ღმერთის განმარტებას _ რომ ღრმა ერთს ნიშნავს, ეწინააღმდეგებიან და, გარდა ამისა, იმ ცრუ რელიგიურ მოძღვრებასაც ვეღარ იქადაგებენ, რამაც ანტიქრისტეს მოსვლისას მის კაცღმერთად გაბატონებას უნდა შეუწყოს ხელი. აი, ასეთ ცრუ საფუძველს ეყრდნობა ეს ე. წ. საყოველთაო მოძრაობა და კაცობრიობის საკმაოდ განათლებული ნაწილიც კი რატომღაც მშვიდად იხლართება ამ საკმაოდ მარტივ, კოსმოპოლიტურ, სულიერი ბაბილონის შენებისთვის განკუთვნილ მახეში. რამდენი ასეთი მახეა ჩვენს გარშემო? უპრიანი იქნება, აქ ვახსენოთ იოანე ოქროპირისა და მის მეგობარ მღვდელმთავარ ბასილის ცნობილი საუბარი, სადაც იოანე ოქროპირმა სამწყსო მრევლი შეადარა ხმლებითა და ფარებით შეიარაღებულ პირტიტველა ჭაბუკებს, რომლებსაც ბრძოლის ველზე უხილავი მტერი (ამ შემთხვევაში ეშმაკი) თავებს პანტაპუნტით აყრევინებდა. ასეთ პირობებში, წარმოგიდგენიათ, როგორი უნდა გახლდეთ მღვდელი, რომელიც ამ უსამართლო ბრძოლაში წინ გაუძღვება სამწყსოს?
მონაზონი პარასკევა იხსენებს:
_ მამა გაბრიელი, მასთან ლოცვა-კურთხევაზე მოსულთ, მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდში _ ტირილით ევედრებოდა:
_ სიკეთე ჰქმენით, რათა თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. ჯოჯოხეთის ნახევარი უკვე დედამიწაზეა, ანტიქრისტე კარებთან დგას და შემოგლეჯას ცდილობს. თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს. ანტიქრისტე მთელ დედამიწაზე გამეფდება და დევნა ყველგან იქნება. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ღვთისმშობელი დაიფარავს მას და აქ ნაკლები დევნა იქნება ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათ-ათნი ან მეტნი იყავით, რათა დევნის დროს ერთმანეთს შეეშველოთ.
როდესაც გაგიჭირდებათ _ ნუ შეშინდებით, მე მოვალ და მოგეხმარებით. ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ. ადრეც ეგონათ, რომ თითქოს ანტიქრისტე მოვიდა, მაგრამ ადრე არ იყო ნიშნები. ომები რომ იყო, ეს არ იყო ნიშანი. მაშინ არ იყო ციური სასწაულები და საყოველთაო განდგომილება. განდგომილება მწვალებლობის ტოლფასია. მალე მთელი მსოფლიო გაერთიანდება ანტიქრისტეს რიცხვით. ბოლო დროს ცაში ნუ დაიწყებთ ყურებას, რადგან ისეთი სასწაულები მოხდება, შეცდებით და დაიღუპებით. ძვირფასო მკითხველო, რა ვიღონოთ, როგორ დავაღწიოთ თავი ამ უბედურებას? მითუმეტეს, რომ, ნებსით თუ უნებლიედ, ჩვენ თვითონვე ვუწყობთ ხელს ბოროტების დასადგურებას? სწორედ ამ მიზნით დაგვჭირდა ზემოთ მოყვანილი გარკვეული სახის ანალიტიკური შესავლის მოშველიება, რამეთუ წიგნი _ “ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია” გვასწავლის, გვმოძღვრავს, შეგვაგონებს, გვიხსნის და გვანუგეშებს. სულიერი ხედვით გვახილვებინებს სასუფევლის გზას და აღძრავს ყოველ ადამიანში _ სიყვარულს!
სიყვარული! აი, რა არის ის, რაც უნდა ვისწავლოთ და რასაც უნდა ველტვოდეთ, რითაც უნდა შევიმოსოთ. _ ზოგი იტყვის სიყვარული მაქვსო. იციან კი რა არის სიყვარული? ვინ ჩასწვდება სიყვარულს? მითხარით აბა რა არის სიყვარული? _ შეგვეკითხა მამა გაბრიელი და ცოტა ხნის შემდეგ სახარებისეულად თვითონ განმარტა: _ სიყვარული სულგრძელი და ტკბილია, მას არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ამპარტანვობს, არ ჩაიდენს უწესობას, არ ეძიებს თავისას, არ განრისხდება, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტებისაკენ ისწრაფვის, ყველაფერს იტანს, ყველას უჯერებს, ყველას იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. ესაა ნამდვილი სიყვარული, ამაშია ადამიანის ბედნიერება. მთავარია სიყვარული, მაგრამ ამაზე უფრო მთავარია თუ როგორ ვისწავლოთ ჩვენ ეს სიყვარული! _ ამ დროს ის წამოიწია პირჯვარი გამოისახა და სახარების სიტყვები წარმოთქვა: _ “ხოლო მე გეტყÕ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ, რაÎთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაÎსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წÕმს მართალთა ზედა და ცრუთა”. (მათე 5, 44, 45.) მე უკვე მესმის კითხვა, თუ ბოროტი კაცი როგორ შევიყვაროთ? ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმან უწყის, იქნებ ის, ვინც ჩვენ დღეს გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვითა და სინანულით განიწმინდოს და ანგელოზის მსგავსი გახდეს. ბევრი ყოფილა ასეთი ადამიანი....
იქნებ, დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ განვახორციელოთ ყოველივე უშუალოდ სიცოცხლეშივე ისე, რომ სიტყვას საქმე მოჰყვეს და დავიმსახუროთ ღვთის მადლი, გავახაროთ წინაპრები, გვეყოლოს ღვთის მადლით განათლებული შთამომავლობა და ღირს ვიყოთ, ვიწოდებოდეთ იმ ერად, როგორც თავად უფალმა იესო ქრისტემ გვიწოდა: “ჰოი, დედაო ჩემო, არა უგულებელვყო ერი იგი საზეპურო უფროÎს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის” (“ქართლის ცხოვრება”, I გვ. 37-38) და შევძლოთ წინ აღვუდგეთ ახალი, თანამედროვე “სულიერი” ბაბილონის შენების პროცესს, ვითარცა ჩვენი და აბრაამის წინაპარი სემის მოდგმიდან _ მართალი ებერი, რომელიც უშიშრად მოუწოდებდა სემიტებსა და იაფეტელებს, წილი არ დაედოთ წყევასმიცემულ ქამიტთა უკეთურ წამოწყებაში _ ბაბილონის გოდოლის შენებაში. ქალდეველი ებერი თავისი საგვარეულოთი განერიდა ბოროტებას და გოდლის შენებაში არ მიუღია მონაწილეობა. ამის გამო მის მოდგმაში შენარჩუნდა ის პირვანდელი დასაბამისეული ენა, რომელზედაც ენათა აღრევამდე მეტყველებდა მთელი კაცობრიობა. და ეს გახლდათ სწორედ ღვთის ის წინასწარმეტყველური მადლი, რომელიც აღწერილია ბერი იოანე-ზოსიმეს ესქატოლოგიური ხასიათის ნაწარმოებში “ქებაÎ და დიდებაÎ ქართულისა ენისაΔ, საიდანაც ვიგებთ, რომ ქართველი ერი, და მასთან შესისხლხორცებული ყოველი სხვა ეროვნების მართლმადიდებელი ადამიანი, ოთხი დღის ანუ ოთხი ათასი წლის განმავლობაში მიძინებულ-დაწუნებული და მსოფლიო ბოროტ ძალთა მიერ უგულებელყოფილი, მისტიური სიკვდილის გზას განლევს, რათა აღსდგეს, ვითარცა ქრისტეს მეგობარი ლაზარე და ღვთის შემწეობით აღასრულოს თვისი მისია _ მან უნდა სწამოს და იქადაგოს ჭეშმარიტება უფლის მეორედ მოსვლის წინ, რამეთუ კაცობრიობის უმრავლესობა მოტყუვდება და მაცხოვრად მიიჩნევს ანტიქრისტეს. ღმერთმა ქართველი ერის საშუალებით უნდა ამხილოს უკანასკნელი წინააღმდგომი თვისი _ ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების შემდეგ მსოფლიო ტირანად მოვლენილი ანტიქრისტე და მისი მოთაყვანე ერები... მაგრამ საქართველოს მეისტორიე გადმოგვცემს, რომ ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს ერთ-ერთი შინაური ომის შემდეგ სთხოვეს უფალს შენდობა და პასუხი მათს მოქმედებაზე. ღვთის სიტყვა ასეთი იყო: ”რომ არა წმიდა ნინოს ლოცვა და ღვთისმშობლის მეოხება, ამ წუთას აღვგვიდი საქართველოს პირისაგან მიწისა”!
საკმარისია, გვეყოფა, დროა გავაცნობიეროთ, რომ სახელმწიფო, სამშობლო, საზოგადოება და თვით ერიც მხოლოდ მცნებებია და ისინი თავისი არსით ადამიანების ერთობას, დიახ, ყოველი ჩვენგანის გაერთიანებულ, გვერდიგვერდ ცხოვრების პროცესს გამოხატავენ. ასე რომ, სამშობლოს კეთილდღეობა იქნება ეს თუ სახელმწიფოსი, რითაც ასე მარჯვედ მანიპულირებენ თანამედროვე საზოგადოებაში ძლიერნი ამა ქვეყნისანი, გახლავთ თითოეული ადამიანის _ მოყვასის კეთილდღეობა და თუნდაც ერთი ადამიანის უბედურების გულცივად გადატანა უკვე ღვთის უპირველესი მცნების დარღვევის ტოლფასია. აქედან გამომდინარე, რა შეიძლება იყოს ამქ
This post has been edited by angelw7 on 5 Apr 2010, 21:17