fx-brokerშენ რაც გაინტერესებდა, მგონი სწორედ ისაა.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/130565.html“არ მიმაჩნია, რომ პანაცეა, მაინცდამაინც, მერის ერთიანი კანდიდატი უნდა იყოს. არსებობს კანდიდატი, რომელსაც ძალიან კარგი შანსი აქვს - ირაკლი ალასანია და მე მას ვუჭერ მხარს. არ ვიცი, შეიძლება სასწაულიც მოხდეს და ვიღაც უკეთესი გამოჩნდეს. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ დღეს ასეთი მოცემულობაა. ვინც დღეს ბევრს ლაპარაკობს ერთიანობაზე, გამცეს პასუხი კითხვაზე - წინ იმას რა უდგას, რომ მათ მხარი ალასანიას დაუჭირონ? თუ ეს მხოლოდ ვაჭრობის მიზნით თავშეკავებაა? მაშინ ნუღარ მელაპარაკებიან ერთიანობაზე”, - აცხადებს პარტია “საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს ვაჭრობა მე არ მჭირდება” / რატომ გადაწყვიტა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა და რას უთვლის საზოგადოებაში “დაბნეულობისა და უიმედობის” შემტან ოპოზიციონერებს?
გამოცემის კორესპონდენტის შეკითხვას - “რისთვის დაიწყეს სუბარმა და გაჩეჩილაძემ ოპოზიციაში კონსულტაციები, მათ შორის ნოღაიდელთანაც, რომელსაც ალიანსი მანამდე ახლოსაც არ იკარებდა? რეალურად, რა ხდება, რას ემსახურება ეს მოლაპარაკებები და როგორია თქვენი პოზიცია?” - სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:
“ვერავინ ვერაფერი რომ ვერ გაიგო, ამიტომ ვამბობ - არაა საჭირო, გაუთავებელი კონსულტაციებით ხალხის დაბნევა. ჩემი პოზიცია არის ის, რომ მყავს კანდიდატი, რომელსაც მხარს ვუჭერ და ჩემი პარტია არჩევნებში მთელი თავისი შესაძლებლობებით ჩაერთვება! ამ არჩევნებში გამარჯვება, მერის ერთი ან თუნდაც ხუთი კანდიდატით, შესაძლებელია, თუ საზოგადოებაში დაბნეულობას არ შევიტანთ და იმედს არ ჩავკლავთ”.
“სოზარმა გადადგა ნაბიჯი და, გარკვეულწილად, ეს ყველაფერი შეთანხმებულია ალიანსთან. თუმცა შესაძლებელია, სოზარის გადაწყვეტილებას ყველა არ ეთანხმებოდეს. ვუშვებ იმ ფაქტს, რომ ალიანსში ყველას დასაშვებად არ მიაჩნდეს ასეთი ტიპის კონსულტაციები. ეს კონსულტაციები, ჩემი აზრით, უშედეგო იქნება”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “ახალი თაობითვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნოღაიდელმა ანაბრების გამო პარლამენტს დედა აგინა / მასთან პოლიტიკური ურთიერთობა არ შეიძლება.
გამოცემის კორესპონდენტის შენიშვნას - “ზოგიერთი ფიქრობს, რომ “ალიანსს საქართველოსთვის” იმდენად გაუჭირდა, რეიტინგული სოზარ სუბარი ჩართო ალიანსისთვის მნიშნველოვანი კონსულტაციების პროცესში” - ექსპერტი პასუხობს:
“ასე არ ვფიქრობ. ეს კონსულტაციები არაფერს მატებს არც ალიანსს და არც ოპოზიციას. მე რომ ვხედავდე, ეს კონსულტაციები საზოგადოებაში დადებითად არის აღქმული ან საზოგადოება ამას პოზიტიურად უყურებს, კი ბატონო, მაგრამ ასე არ ჩანს. პირიქით, ასეთი კონსულტაციები საზოგადოებაში უფრო მეტ დაბნეულობას იწვევს, მით უმეტეს, ძალიან სერიოზული რისკია ეს, თუ შედეგი არ იქნა მიღწეული და ალიანსის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, აქ რაღაც პოლიტიკურ ტექნოლოგიასთან არ უნდა გვქონდეს საქმე”.
“დაძალებით არც ერთიანობა გამოდის და არც არაფერი. არც კრიტიკაა რამის მომცემი. ყველას აქვს თავისი გზა. ის ფაქტი, რომ ოპოზიცია დაქსაქსულია, მის შანსებს ამცირებს. დაძალება იმ კუთხით, რომ გინდათ თუ არა გაერთიანდით, ანდა რომელიმე პოლიტიკური ლიდერი სირცხვილის ბოძთან დააყენო იმის გამო, რომ ის ვინმესთან არ ერთიანდება, ეს არ არის კონსტრუქციული გზა. ამასთან, არაფრის მომცემი არ არის. აქედან გამომდინარე, ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ყველას აქვს თავისი პოლიტიკური გზა. ამ ადგილობრივი არჩევნების მიმართ არც მაქვს რაღაც აპოკალიფსური განწყობა და არავის ვურჩევ, ასე უყურებდეს ამ არჩევნებს. ეს არ არის მორიგი სამამულო ომი. ჩემი აზრით, საერთოდ არ არის ომი. მიუხედავად იმისა, რომ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ქვეყანა კატასტროფის ზღვარზეა... დაძალებით ისევ მივდივართ რევოლუციის განვითარებამდე, რაც კარგს არაფერს მოიტანს... რაც მოსახდენია არჩევნებზე, მოხდება. პოლიტიკური პროცესი ამით არ სრულდება. უფრო მეტსაც გეტყვით, ვფიქრობ, რეალური პოლიტიკური პროცესი რეალური ფიგურანტებით, უკვე კრისტალიზებული, დაიწყება მაისის შემდეგ და არა მანამდე. ახლა რაღაც ისევ მორიგი ჭეშმარიტების გამოცხადება ისევ ილუზორული იმედების შემქმნელია, რაც კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუებით დამთავრდება ქართული საზოგადოებისთვის... ორ თვეში რამის რადიკალურად შეცვლა შეუძლებელია და ყველა უნდა შეეგუოს ამას”, - ამბობს გია ხუხაშვილი და და შეკითხვას - “რაზე მიანიშნებთ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვებული მაინც ხელისუფლება დარჩება?” - პასუხობს:
“არა, ამაზე არ მივანიშნებ, პირიქით, სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავ. ვფიქრობ, ხელისუფლების ყველაზე დიდი ოპოზიციონერი თვითონ ხელისუფლებაა. თუ ვინმე დაამარცხებს ხელისუფლებას ამ არჩევნებში, ეს თვითონ ხელისუფლება, მისი შეცდომებია...”
სალომე ზურაბიშვილი: “ამ არჩევნებში გამარჯვება შესაძლებელია, თუ საზოგადოებაში დაბნეულობას არ შევიტანთ და იმედს არ ჩავკლავთ”