რა სარგებლობა მოაქვს მწვანე ეკოლოგიურ კომპიუტერს, რომელიც წყალში არ იძირება და დაგდებით არ ტყდება?გაზიარება
დიდი ხანია ასეთი ენითგამოუთქმელი სიამოვნება საქართველოს მთავრობის სხდომიდან მე არ მიმიღია. ამისთვის ღირდა, არამცთუ ქუთაისში, არამედ სტოუნჰედჯშიც მისი ჩატარება... და მინისტრებმაც როგორ ამოიღეს ხმა, როგორ ჟღურტულებდნენ?! გაუხარდათ ბავშვებს კომპიუტერის ნახვა! ბარამიძემ ფულიც კი მოწვა ევროჰორიზონტზე...
კომპიუტერს რას ვერჩი...
ამ კომპიუტერით მართლაც შეიძლება საკმაოდ დიდი სარგებლის მიღება და ნამდვილად ბევრი განვითარებული ქვეყანა ვერ დაიკვეხნის, რომ იგი თავის მოსწავლეებს ასეთი კომპიუტერებით უზრუნველყოფს.
დავწერე ეს და დავფიქრდი, - და განა საერთოდ რომელი დაიკვეხნის?
აშშ? გერმანია? იაპონია? შვეიცარია?
- ვერც ერთი!
ე.ი." - მსოფლიოში პირველად!..."
და აი, სწორედ აქ მარხია ძაღლის თავიც და დაბოლების გენერატორიც!
- ეს დაპირება (sic!) ისეთივე ლამაზი ვარდისფერი დაბოლებაა, როგორც მრავალი გვინახავს უკვე...
"საქართველო სიღარიბის გარეშე!" (გამახსენეთ, ერთი იმ, ჩემს მიერ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, რომელმა გააკეთა ეგეთი დაპირება? - არც ერთმა! ეგ დაპირება ბატონი პრეზიდენტის პირადი პიარ-კომპანიის, შეუდარებელი „გრინბერგ-ქვინლან-როსნერის“ მოგონილია და პირველად საქართველოსთვის კი არ მოიგონეს ... არამედ, - ჰონდურასისთვის! ჰონდურასმა კიდევ როგორ "დაამარცხა" სიღარიბე, მაგას გაეროს განვითარების ინდექსი უჩვენებს!
ასე რომ, საქმე იმაში კი არაა, რომ ეს კომპიუტერი არც ისე მაგარია და XP-ს ან W7-ს ვერ ქაჩავს!
საქმე იმაშია, რომ სინამდვილეში არც არავინ აპირებს საქართველოში ყველა მოსწავლის ასეთი კომპიუტერით უზრუნველყოფას!
დაწყნარდით, ბატონებო... ეს ხომ წინასაარჩევნო პიარია და მეტი არაფერი!
რატომ არ დათვალეთ, რამდენი დაჯდება საქართველოს დაახლოებით 200,000 მოწაფეზე 100 დოლარიანი კომპიუტერი? - 20 მილიონი დოლარი. და რამდენი დაჯდება 1000 უცხოელი ინგლისური მასწავლებელი? - თქვეში მინიმუმ 3000 დოლარი თითოეული (სულ ცოტა!), ანუ წელიწადში - 36 მილიონი დოლარი... ჩვენი მთავრობა, რომელსაც დეფოლტამდე ნახევარი წელი-ღა უკლია და რომელიც იმ დონემდეა დასული, რომ თვეში 10000-ლარიანი ბრუნვის ობიექტებს მასიურად შეუსია საგადასახადო პოლიცია... მთავრობა, რომელიც ახლო წარსულში თავის მთავარ მეწველ ძროხას და სარეკლამო ბამპერსტიკერს - „ტელია სონერას“ შვილობილ "ჯეოსელს" - დასაკლავად იმეტებს - თქვენ გჯერათ, რომ ეს მთავრობა 50 მილიონ დოლარს ჩადებს განათლებაში? აი, ის კი მჯერა, რომ თუ მართლა ჩამოიყვანენ უცხოელ მასწავლებლებს, მაშინ თითო ჩამოყვანილ მასწავლებელზე დაახლოებოთ 5-10 სამსახურიდან გაშვებული ადგილობრივი კადრი მოვა... ასე, პრინციპში შეიძლება კიდეც მოახერხონ ხარჯ-ეფექტური დაპროექტება - ჩვენი უმუშევრად დარჩენილი პედაგოგების და მათი ოჯახების ხარჯზე... ისე, საინტერესოა, ის უცხოელი პედაგოგები როგორ აუხსნიან, რომელი სიტყვა რაა პირველკლასელებს? კასპ-სპერანტო ეცოდინებათ თუ - სოსოიას რუსივით? არაა გამორიცხული 1 წელიწადში კაი გურული კილოკავით დაბრუნდნენ ჩოხატაურიდან მშობლიურ ჩიკაგოსა და ლივერპულში, უფასოდ ქართულნასწავლი ნიუ-ვორდროფები...
კომპიუტერებით საქართველოს უზრუნველყოფა რომ ნდომებოდათ ჩვენს "ერიშვილებს", რა, აქამდე არ შეეძლოთ?
სად გაქრა დიდი პროექტების - „ირმის ნახტომის“, „ილია ჭავჭავაძის“ მრავალმილიონიანი ბიუჯეტი?
აბა, კარგად ჩახედეთ დიდრექტორ გიგი თევზაძეს და მის საძმოს, ჩიჩია ხომ არ აქვთ კბილებშუა? მერე და რა ჩიჩია!!
სადაა სკოლების 2004-ში ნაქები კომპიუტერიზაცია? სადაა ფართოდრეკლამირებული საინფორმაციო ქსელი? მე გეტყვით, ბატონებო - სადაა და მათ ჯიბეებში დაილექა...
ხოლო ნაწილი ილიაუნის რემონტს და გაწყობას დაეხარჯა, რომ მერე ისევ მათ ჯიბეებში დაილექოს... და სხვა უნივერსიტეტებიდან იმ პროფესიონალების გადმოსაბირებელ/დასაქირავებლადაც, რომელთა პატიოსან ცოდნას ეს „პატიოსანი“ოსტაპ ბენდერები ქირაობენ...
ასე, რომ, კომპიუტერს და მის შემქნელებს ნუ განიკითხავთ მკაცრად, ბატონებო... კომპიუტერები შეიძლება „აიფადისგან“ შორს იყოს, მაგრამ მისაღებია... ხოლო მთავრობა, რომელიც დაბოლებაში გინესის რეკორდების წიგნს ბოლი აუდინა, შეუდარებელია!
აბა, ვინ მოიფიქრებდა ეკოლოგიურად მწვანე და წყალში ჩაუძირავი კომპიუტერის გულისშემძვრელ ძირს დაგდებას??
"ვალიკო კატორი მიმინო..."
- დაი პასმატრეტ... ანი ანტიუდარნიე?
- ანტიუდარნიე ი ანტიმაგნიტნიე... ვოტ პასმატრი...
ასეა, გაჭირვება მაჩვენე და დაგდებას გაჩვენებო...
კიდევ ერთი კარგი იდეა უკავშირდება ამ მწვანე კომპიუტერებს, რომელიც თურმე ყველა ოჯახში შევა - პოტენციურად მათში შეიძლება რაიმე სპეც. პროგრამა ჩაიწეროს, რომელიც თქვენს ყველა ფაილს სადმე გადაქაჩავს. პატარა მწვანე შპიონი ყოველ ოჯახში, ანტიუდარნი და ანიმაგნიტნი...
ვიცი, ახლა ატყდება აჟიოტაჟი, რა საშინელი აზრები მაქვს, როგორ ვაბრალებ ცუდ რაღაცეებს ჩვენ კარგ მთავრობას...
ეს მხოლოდ მოდელირება იყო, ძვირფასო მთავრობაზეშეყვარებულებო... მოდელირება... მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას თვალი აეხილოს და ფხიზლად იყოს!... მივბაძეთ - არა გოგიტა კვერნაძეს, არამედ - ნათია კობერიძეს... იმას მაინც ვერავინ იტყვით, რომ ამ მოდელირებით ვინმე შოკში ჩავარდა, ან მუცელი მოეშალა...
და რადგანაც არც შოკი იყო და არც არავის შეშინებია ამჯერად, ამიტომ პრემიასაც არავინ მაღირსებს...
http://www.facebook.com/?ref=home#!/no...a-/378041677598დავასწარი მე მგონი ლიციმერს?!