მაინტერესებს, ელისაშვილთან გულაშვილი საბელაშვილის მიერ ამ "ნაწარმოების" შექმნამდე იყო, თუ მერე?
წაიკითხეთ, საინტერესოა

მარტის დღის სიზმარი – „მე ყველაფერი ვიცი“
მარტი 29, 2010 ავტორი პაატა საბელაშვილი
ვზივარ მთაწმინდის პანთეონში ზვიად გამსახურდიას საფლავთან. ვიხსენებ, ზუსტად როდის გადმოასვენეს მისი ცხედარი რუსეთის ფედერაციიდან. თან ვფიქრობ სტალინის ცხედარი რატომ არ გადმოასვენეს ის ხომ უფრო დიდი მასშტაბის გენია იყო. მან ხომ ხორცი შეასხა იდეებს, რომელთაც ზვიადი ჰბადებდა. ამ სიზმარში მე ვერ ვაცნობიერებდი, რომ სტალინი ზვიადის თანამედროვე არ იყო.
მზეზე თბილოდა, მე ჩრდილში ჯდომა მერჩივნა. აი ისეთი სიმშვიდე იყო მხოლოდ სასაფლაოზე რომ დაისადგურებს ხოლმე. უცებ, სად იყო და სად არა მამაკაცის ნაბიჯების ხმა შემომესმა. მამაკაცის იმიტომ, რომ ქუსლების პაკა–პუკი არ ისმოდა. თუმცა, როდესაც ამ მამაკაცს გავხედე და მივხვდი, რომ ნამდვილად კაცი იყო ჯერ მისმა მაღალმა უსლებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. მას „პლატფორმები ეცვა, რომელიც პაკა–პუკის ხმას არ გამოსცემდა. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მთავარია, რომ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე გავრცელებულმა სტერეოტიპმა შეცდომაში მაინც ვერ შემიყვანა. ლატექსის შარვალი შემოტმასნილი ჰქონდა და ბარძაყებზე ისე ასკდებოდა, როგორც ოქტომრის ბროწეული ფიროსმანის სახლ–მუზეუმში.
მივხვდი, რომ ჩემსკენ მოდიოდა, რადგან ჩვენს მეტი იქ არავინ იყო. ყოველთვის მეწვევა ხოლმე პატარა კუპიდონი და ზურგს უკან ჩამოჯდება, ისე, რომ ვერც კი გავხედო და მის მზერაში ვერ ამოვიკითხო თუ რას მიქადის იგი. ეს შეგრძნება სასაფლაოზე ხშირად განმიცდია. უცნობი მამაკაცი მომიახლოვდა და გვერდით ჩამომიჯდა. რამდენიმე წუთი ვისხედით ასე და ველოდით ვინ დაარღვევდა სიჩუმეს. მე ვფიქრობდი, რომ ეს მას უნდა გაეკეთებინა, რადგან მე უკვე იქ ვიყავი, როდესაც ის მოვიდა და გვერდით დამიჯდა.
– აქტიური ხარ თუ პასიური? მკითხა უცნობმა.
– რას გულისმიბთ ჩემო ბატონო – გაუბედავად დავუბრუნე კითხვა.
– სექსში.
– რომელ სექსში?
– რომელიც ახლა გვექნება?
– რას გულისხმობთ ჩემო ბატონო? გავუმეორე მე.
– ერთსქესიან სექსს.
– ანუ?
– ანუ მე დომინირება მიყვარს და შენ სუბორდინირებული იქნები.
– ბატონო?
– დიახ, დიახ ასე იქნება. მე მიყვარს, როდესაც ვსჯი.
– დასჯაში რას გულისხმობთ ბატონო?
– „ბატონო“ უკვე მომწონს, მომიგო უცნობმა.
– როლურ თამაშები მოგწონთ? თვითონაც არ ვიცი რატომ, ვკითხე მე.
– როლური თამაში თამაშია – მე როლური ცხოვრება მომწონს.
– დასჯაში რა იგულისხმეთ მაინც ვერ გავიგე?
– კარგი, აგიხსნი (რატომღაც სულ შენობით მომმართავდა). მოკლედ ასეთი ამბავია: ჩვენ ვითამაშებთ წმინდა ინკვიზიციობანას. მე ვიქნები ინკვიზიტორი. შენ კი ფაგოტი.
– ფაგოტი?
– ფაგოტი ძველი ფრანგული სიტყვაა და ფიჩხს ნიშნავს.
– ეგ საერთოდ რა შუაშია ჩემო ბატონო?
– მომწონს ხშირად რომ იმეორებ ბატონოს.
– და მაინც?
– კარგი რა მოგივიდა დამშვიდდი. ფაგოტი ნიშნავს ფიჩხს. ფაგოტს ეძახდნენ პიდარასტებს, რომლებითაც კუდიანების დასაწვავად გამზადებულ კოცონს ააგიზგიზებდნენ ხოლმე იმ ხანად.
– ვერ ვხვდები...
– რას ვერ ხვდები კაცო, პიდარასტის ინგლისური შესატყვისი არასოდეს გსმენია? Faggot, შემოკლებით Fag.
– ნუთუ ამას ნიშნავს?
– აბა შენ რა საქსაფონის და კლარნეტის სერიიდან გეგონა? თქვა მან და ისე გადაიხარხარა ვარლამ არაბიძე რომ იცინოდა „მონანიებაში“
– მე არ მსურს თქვენ თამაშში მონაწილეობა, თავდაჯერებულად შევუძახე.
– უკვე გვიანაა.
– რატომ არის გვიან? მემუქრებით?
– არა, უბრალოდ გსჯი. დასჯა კი, როგორც საყოველთაოდ მიღებულია უმჯობესია გვიან ვიდრე არასდროს, თვალმოჭუტულმა და ზარდაცემულმა მომიგო.
– კი მაგრამ რამე დაგიშავეთ, რატომ გინდათ ჩემი დასჯა.
– ჰეჰ, რა სულელი ხარ. შენი ბედი, რომ ანტიკურ ხანაში არ დაიბადე – მონა ხარ ზედგამოჭრილი. იმასაც ვერ ხვდები, რომ ჩემ თამაშში უკვე მონაწილეობ. თან ეს ძალიან ბუნებრივად გამოგდის და მე ეს მაგზნებს.
– გთხოვთ მითხარით რას გადამეკიდეთ, ყველაფერს აქვს საზღვარი.
– ნუ ცხარობ შენ ეს მოგეწონება. როგორ შეგიძლია უარი თქვა იმაზე, რაც არ გაგისინჯავს?
დავიზაფრე. ჩიხში მოვექეცი და არ ვიცოდი რა მექნა. ეს იმ შეგრძნებას ჰგავდა ვინმე ხეპრე რომ მოგადგება და ისეთ რამეს გკითხავს რაზეც არასოდეს გიფიქრია და არც ის იცი რა უპასუხო. თითქოს დაბრმავდი...
– მოკლედ ახლავე გადაწყვიტე აქტიური იქნები თუ პასიური – ისე მითხრა, რომ მივხვდი, რომ სულ არ ხუმრობდა.
– ძალიან გთხოვთ ნუ ძალადობთ. მე ჰეტეროსექსუალი ვარ და მამაკაცთან სექსზე არასოდეს მიფიქრია.
– ეგ დროის ამბავია. ამდენ რამეს რომ მოისმენ შენც გაპიდარასტდები აბა რას იზამ?
– სექსუალური ორიენტაცია ხომ დაბადების მომენტში უკვე აქვს ადამიანს? ვკითხე გაუბედავად – წყარო არ მახსოვდა...
– ეგ ყველაფერი სისულელეა. შეძახილმა ხე გაახმოო – არ გსმენია შე მონა? ხარი ხართან დააბიო? არც ეგ?
– მე არ ვიცი რამდენად ვალიდურია ანდაზებით მანიპულირება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სექსუალური ორიენტაცია გადამდები არ არის. რატომ ცდილობთ, რომ მომაჩვენოთ ვითომ ეს თქვენი კლინიკური მდგომარეობა იყოს?
– მე რას ვცდილობ ეგ შენი საქმე არ არის – მე ვარ „დომ“ და შენ ხარ „სუბ“ ნუ გადიხარ როლიდან.
– თქვენ ძალიან ზედმეტი მოგდით. მე არ ვაპირებ თქვენი სიგიჟის მოსმენას. თვალშისაცემად აგრესიულად მივუგე თან მის ლატექსის ბარძაყებსაც ზიზღით გაჯერებული მზერა არ ავაცილე.
ის უცებ მოტყდა. მის თვალებში შიში ამოვიკითხე.
– რა იყო ავადმყოფ ადამიანს როგორ ეუბნები უარს – ეგ არის შენი ქრისტიანობა? არ გრცხვენია?
– ბატონო, თქვენ არ ხართ ავადმყოფი. თქვენი მდგომარეობა არ არის კლინიკური. თქვენ ჩვეულებრივი ადამიანი ხართ, უბრალოდ ჩემგან განსხვავებით მამაკაცები მოგწონთ და ამაში ცუდი არაფერია.
– რა არ ვარ აბა მე მინდა, რომ ასეთი ვიყო?
– აბა მე მინდა?
– დიახ თქვენ გინდათ (თქვენობით თუ კოლექტიურ სიდიდეებთან გაიგივებით დამიწყო ლაპარაკი), თქვენ თამაშობთ, თქვენ მონაწილეობთ კარნავალში, რომელშიც მე როლი მივიღე. როდესაც მე გადავწყვეტ ჩემი როლის შესრულებას აღმოჩნდება ხოლმე, რომ უკვე გვიანაა. ამიტომაც მგონია, რომ უნდა დაისაჯოთ – სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.
– გულწრფელად გეტყვით, აზრი ვერ გავიგე.
– აბა რა, არ გაწყობთ და ვერ გაიგეთ. ავადმყოფი ადამიანის აზრი რაში გაინტერესებთ.
– არ ხართ თქვენ ავადმყოფი. ეს დიდი ხანია ცნობილია და არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის და შესაბამისად არც მკურნალობას ექვემდებარება ან საჭიროებს.
– ეგ საკენკი შენ ქათმებს დაუყარე.
– როგორ გეკადრებათ, მე არ ვხუმრობ. ეს სახუმარო თემა არ არის.
– როგორ, მაშ რატომ ჩამაგონებდნენ ბავშვობიდან, რომ ეს ჩემი როლი იყო. მე ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი სანამ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა. 1991 წლიდან მაცვია ეს ლატექსის შარვალი. ჩემ როლს პატიოსნად ვასრულებ და ახლა მეუბებით, რომ მომატყუეთ? ნუთუ მქონდა არჩევანი?
– საქმეც მაგაშია – სექსუალური ორიენტაცია არჩევანი არ არის.
– არჩევანია, რადგან მე ის ავირჩიე. თქვენ კი მეუბნებით, რომ სხვა არჩევანის უფლება მქონდა. მე ის იმიტომ ავირჩიე, რომ ასეთი იყო ჩემი არჩევანი – მე სხვა არჩევანს ვერ გავაკეთებდი. დაიწყო ამ უმსგავსობის პროპაგანდა. მე კი ახალგაზრდა ვიყავი, ვერ ვაცნობიერებდი რას ვაკეთებდი. ბრმად ვენდე ერის ნებას და ეს როლი, რომელიც განგებამ განმიჩინა მე „ავირჩიე“.
– თქვენ ცდებით.
– მე არასოდეს ვცდები, მე ყველაფერი ვიცი.
– უკაცრავად რა გქვიათ? უცნაურია, რომ ამდენ ხანს ვსაუბრობთ და თქვენი სახელი არ ვიცი.
– მალხაზი.
– რას საქმიანობთ მალხაზ?
– გარდა იმისა, რომ ლატექსის ბარძაყები მაქვს?
– დიახ, მე ეგ თქვენ საქმიანობად არ ჩამითვლია.
– მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვწერ, მოსკოვში დავდივარ ხოლმე. კარგ ფულს იხდიან.
– რაში, წერაში?
– არა, ლატექსის ბარძაყებში.
– მალხაზ, ძალიან გთხოვთ წაბრძანდით სახლში და ამ წმინდა ადგილას საუბარი დავასრულოთ.
– მე წმინდა ადგილები მიზიდავს ძირითადად.
– რისთვის წერისთვის?
– არა, ლატექსის ბარძაყების დასასვენებლად.
– მალხაზ, მითხარით რით შემიძლია დაგეხმაროთ. ფსიქოლოგთან მიგიყვანოთ.
– არა, გმადლობ. უკვე ვიყავი ფსიქიატრთან და ენდოკრინოლოგთან.
– მერე?
– მერე ის რომ ენდოკრინოლოგის მიმღებში მდივანმა გამომკითხა კონსულტაცია რა თემაზე მსურდა და როდესაც ვუთხარი მირჩია ეკლესიაში წავსულიყავი და მოძღვარი მენახა.
– რისთვის?
– არ ვიცი მაგრამ, როდესაც მივედი ნამდვილად დავაფასე მდივანის რჩევა.
– რას გულისხმობთ?
– არ აქვს ამას მნიშვნელობა. შენ ის მითხარი აქ რატომ ზიხარ? (ისევ შენობით დამიწყო საუბარი)
– არც კი ვიცი, უბრალოდ ხშირად აგინებენ ამ საფლავის პატრონს, ხან ამოთხრას უპირებენ...
– მართლა? ნეკროფილებს იცნობ?
– არა, ეგ არ მიგულისხმია.
– კარგი, გაჩერდი, შენც კაი ჩათლახი ჩანხარ. ამ სიმაღლეს ტყუილად არ ამოხვიდოდი.
– არა, მართლა. კონკრეტულ მიზანს არ ამოვუყვანივარ აქ.
– არ მჯერა.
– ეგ თქვენი პრობლემაა.
– როგორ გინდა დავიჯერო, რომ რუსეთის ფედერაციიდან გადმოსვენებული ადამიანის საფლავზე ისე ამოხვედი, რომ კონკრეტული ინტერესი არ გქონია?
– არა.
– არ მჯერა, ფარისეველი ხარ.
– რატომ გადაწვიტეთ?
– იმიტომ, რომ მე რუსეთში არასოდეს ვყოფილვარ კონკრეტული მიზნის გარეშე – რისი თქმა გინდა, რომ ჩემი ლატექსის ბარძაყი რომ არ ფასობდეს ტყუილად წავიდოდი იქ?
– აქ რატომ მოხვედით.
– ვიცოდი, რომ აქ იქნებოდი და მაგიტომ.
– კი მაგრამ – რა იცოდით?
– რა ვიცოდი რა... ვინმე ხო იქნებოდა, ვინც რუსეთის ფედერაციიდან გადმოსვენებული ადამიანის საფლავზე დამხვდებოდა.
– რატომ ხართ ამაში დარწმუნებული?
– დამიჯერე, ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, ვინც რუსეთის ფედერაციის ნოსტალგიას განიცდის. ისე შენ რა გქვია?
– პაატა.
საკუთარი სახელის ხსენებაზე გამეღვიძა. ტელევიზორი ჩართული დამრჩენოდა. მალხაზ გულაშვილს ჩემი ჟურნალი ეჭირა ხელში და ამბობდა – ეს ავადმყოფები მეცოდებიანო. ძალიან გავბრაზდი...
როგორ მოგეწონათ?