joaoPragmaticმეორე სერია მოვიდა.
ირაკლი ალასანია - “სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობა რეალურად აღდგეს”http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/131804.html“მე ვერ ვხედავ, რომ ოპოზიციის ვიზიტებს რუსეთში ჰქონდეს რამე წარმატება. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ პირებზე. არ მგონია, რომ ამ მხრივ ოპოზიციას ჰქონდეს რამე შესაძლებლობა, ორმხრივ ურთირთობებში შეიტანოს რამე ცვლილება. სახელმწიფოთა შორის საერთაშორისო ურთიერთობების ყველა პრაქტიკა და გამოცდილება სწორედ იმას მიანიშნებს, რომ მოლაპარაკებები სწორედ ხელისუფლებების შორის უნდა მიმდინარეობდეს და ამიტომაც მე გამართლებულად არ მიმაჩნია ამგვარი ნაბიჯები. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, მოვიდეთ ხელისუფლებაში, მოვიპოვოთ საზოგადოების მხარდაჭერა და საზოგადოების მანდატით დაველაპარაკოთ რუსეთის ხელისუფლებას”, - აცხადებს “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ “მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს ხელისუფლება არის წარსულის ხელისუფლება” / ირაკლი ალასანია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში რადიკალური ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს.
“უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა იქნება გრძელვადიანი პროცესი. მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად. ჩემთვის დღეს ეს ურთიერთობები არის სავაჭრო-ეკონომიკური, საკომუნიკაციო და თუნდაც ინფრასტრუქტურული პროექტების გახსნით რუსეთის ფედერაციასთან იმ დიდი რესურსის გამოყენებით, რომელიც არსებობს რუსეთის ფედერაციაში დიდი ქართული დიასპორის სახით. კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები, დაპირისპირებული მედიის მოხსნა გახდება საფუძველი ნდობის აღდგენისთვის. ამის შემდეგ კი ჩვენ შევძლებთ პოლიტიკური დიალოგის აღდგენას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პოლიტიკა. მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ საფუძველი, რომ დაიწყოს გულწრფელი დიალოგი და მოლაპარაკებების პროცესი რუსეთის ფედერაციასთან. ამის საშუალებას დღეს რუსეთის ხელისუფლება არ იძლევა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.
“ასევე მნიშვნელოვანია, გვქონდეს ნათლად ჩამოყალიბებული პოზიცია ჩრდილოეთ კავკასიასთან. ჩვენთვის ჩრდილოეთკავკასიელი ერების ბედი არ არის სულერთი. გვინდა, ისინი სტაბილურ გარემოში ცხოვრობდნენ. იმიტომ, რომ მათი სტაბილურობა არის სამხრეთი კავკასიის სტაბილურობის განმსაზღვრელი და აქედან გამომდინარე, პოლიტიკაც უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი. ამიტომაც მე პირდაპირ ვიტყვი, რომ
თავიდანვე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და არ მომწონდა პირველი კავკასიური არხის შექმნა საეჭვო წარმოშობის დაფინანსებით. ეს ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების დაძაბვას და ეს არც ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის. იმედი მაქვს, ჩვენს ხელისუფლებაში იმდენი გონება აქვთ, რომ ეს არ გააკეთონ და მოხდეს ყველა შესაძლებელი ფორმით ამის არდაშვება. მაგრამ თავისთავად ის განცხადებები, რაც კეთდება და იგივე ვანო მერაბიშვილის განცხადება ამ ტელევიზიის არსებობის მიმართ, მსოფლიოშიცა და რუსეთშიც იძლევა შეშფოთების საფუძველს და ამიტომ საჭიროა, უკიდურესი სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ნათლად განვაცხადოთ, რომ ჩვენს პოლიტიკურ და ეროვნულ ინტერესებში შედის იმ შეთანხმების დაცვა, რომელიც ხელმოწერილი იყო ამ ტრაგიკული ომის შემდეგ”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.
“ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ... მეტყველებს, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირს ვერ აქვს კარგად გააზრებული ახალი უსაფრთხოების გარემოს შექმნა ჩვენს ირგვლივ და ვერ აფასებს არსებულ რისკებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთი ადამიანები ქვეყნის სათავეში არ უნდა იყვნენ. ეს არის მთავარი დასკვნა, რომელიც ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ. ეს ჯგუფი ქვეყანას არ მართავს ინსტიტუტებით. არ არსებობს გადაწყვეტილებების მიღების ინსტიტუციური ფორმები, რაც არის ყველა ნორმალურ ქვეყანაში. ეს ჯგუფი ქვეყანას მართავს მენტალიტეტით, რომლის შედარება შეიძლება კრიმინალურ მენტალიტეტთან. ინტერვიუს მიზანი, ალბათ იგივე იყო, რაც დაიწყო 13 მარტს - რომ საზოგადოებაში დანერგონ შიში ისევ რუსეთის ფედერაციიდან მოსალოდნელი საფრთხისა. დანერგონ შიში, რათა ადამიანებს გაუჩნდეთ განცდა, რომ მხოლოდ ამ ხელისუფლებას შეუძლია სტაბილურობის შენარჩუნება. არადა, პირიქით, სწორედ ეს არის იმ პროპაგანდისტული ჩანაფიქრის გაგრძელება, რაც 13 მარტს “იმედის” ეთერში გასული სიუჟეტით დაიწყო და სწორედ ეს ხელისუფლება ქმნის ქვეყნაში დესტაბილიზაციის გაჩენის საფრთხეს”, - დასძენს ირაკლი ალასანია.
“საქართველოს ეს ვალდებულება აღებული აქვს არაერთხელ და მათ შორის, აღებული გვაქვს ომის შემდგომ დადებული დოკუმენტის ხელმოწერით.
თავდაუსხმელობის კიდევ ერთხელ დადასტურება აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი იქნებოდა. მე ვეთანხმები იმას, რომ რუსეთის ფედერაციასაც აქვს ვალდებულებები, რომელიც უნდა შესრულდეს და ეს მუდმივად უნდა იყოს განხლივის საგანი ნებისმიერ ფორმატში. მაგრამ
თავად სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობა რეალურად აღდგეს და დავიწყოთ საუბარი არა წინაპირობით, რომ ჯერ გაიყვანოს ჯარები და მერე დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს არ არის სწორი”, - მიიჩნევს გამოცემის რესპონდენტი.
“სწორი არის ის, რომ ჯერ დავიწყოთ ურთიერთობების აღდგენა, გავაჩინოთ ნდობა და შემდეგ გადავიდეთ ისეთ მწვავე პოლიტიკურ საკითხებზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ტაქტიკაც არასწორია. ანტაგონიზმის გაზრდა და გაძლიერება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ევროპულ სტრუქტურებში ბევრად უფრო ართულებს და აზიანებს. ქვეყანამ დაკარგა საინვესტიციო გარემო და ეს ვითარება უარესობისკენ დღითიდღე იცვლება იმიტომ, რომ ჩვენ ტერიტორიაზე ასეთი ნაღმებია ჩადებული და არ არსებობს პოლიტიკური მოლაპარაკებების ნება. ჩვენ ვერ განვვითარდებით ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად, თუკი არ დავიწყეთ რუსეთთან მოლაპარაკება”, - განმარტავს ირაკლი ალასანია.
“აქედან გამომდინარე, მართლაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ დავიწყოთ მოლაპარაკება. მაგრამ ეს მოლაპარაკება უნდა ხდებოდეს ხელისუფლებებს შორის. ხალხის მანდატით აღჭურვილ ხელისუფლებების შორის და როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, ამ მოლაპარაკებებს დავიწყებთ”, - აცხადებს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - “თავდაუსხმელობის დოკუმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების არგუმენტია, რომ ეს დოკუმენტი უკვე გაფორმებულია, საქართველო არანაირ თავდასხმას არ აპირებს და თუკი ახლა ამას გავაფორმებთ, იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას ვაღიარებთ. ეს არგუმენტი არ არის საფუძვლიანი?” - პასუხობს:
“არანაირად. მე ვმუშაობდი დოკუმენტზე, რომელზეც ხელი უნდა მოგვეწერა აფხაზურ და ქართულ მხარეებს
ეს იქნებოდა ორი მხარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც სამართლებრივად, საერთაშორისო ნორმების თვალსაზრისით სტატუსს საფრთხისა და კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. ჩვენ ეს ნაბიჯი რომ გადაგვედგა 2005 წელს, როცა ეს დოკუმენტი მოვამზადეთ, ან თუნდაც 2008 წელს, როცა ამ დოკუმენტს დავუბრუნდით, ჩემი აზრით, მოგვცემდა შესაძლებლობას, თავიდან აგვეცილებინა სამხედრო კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან.... (
ეჰ, ირაკლი, ირაკლი) ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, როგორ უნდა უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოება და როგორ უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური განვითარება. ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, განახორციელოს დემოკრატიული ინსტიტუციური რეფორმები ჩვენს ქვეყანაში. ეს ხელისუფლება არის წარსულის ხელისუფლება და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ არჩევნების გზით შევცვალოთ სააკაშვილის ხელისუფლება და გავაგრძელოთ აღმშენებლობა”.