[quote]ჰა, დაიწყო ბიშკეკიზაციისათვის "ინტელექტუალური" სარჩულის შეკერვა?
უკვე მაგრად გვერხევა ვატყობ.........................
სიმართლის სიძულვილი გვჭირს მასობრივად ქლიავ-პიარულ-დამცინავ-ცინიკურ-კურდღლური............
ოცი წლის წინანდელი მედიტაციის ,,ახლებური" განმეორება:
----------------------------------------------------------
არის მეფე.
კარისკაცნი.
მაკურთხებელნი.
მოსარგებლენი.
მსახურნი.
მონანი.
დარეხვილ-დაქლიავებულნი.
მედროვე-ნაბოზარნი.
და გარედან მოჩათლახენი.
ესაა რეალ-პალიტრა საზოგადოებისა --- დიდი ქვეყნიერი ,,ოჯახისა".
ამ ოჯახს ყველა თავისებურად ,,უდგება" პირადი სარგებლიანობის ჭუჭრუტანიდან.
---------------------------------------------------------------
ერისკაცთა მასობრივი ,,ჩაძაღლება" ედიკამ დაიწყო 1972 წლიდან სატან-ტრიუმფალურად.
სამშობლო ,,ძროხის მოსაწველი ცურებია!" --- ბალახი კი მოსახლეობა.
მეფობს ანტიქრისტე საქართველოში უკვე 40 წელია.
მეთოდურად ანადგურებს 500 წლიან ოკუპაციას გადარჩენილ ცნობიერებას.
ერთხელ ილია ეცადა აღორძინებას....--- მოჰკლეს.
მეორედ დამოუკიდებლობის აღდგენისას ---კვლავ.......
მესამედ მერაბი და ზვიადი.....---ისინიც მოჰკლეს!
მკვლელთა შთამომავლობის ხელშია კვლავ ქვეყანა უღირსებოდ.
სასჯელიც ბოროტისაგან ზურგშექცევის არგამო ზეობს.
უღირსებოს კი ვერ ეღირსება ღირსება.......
ასეა განგება სამყაროს კანონიზმიერებისა.
-------------------------------------------------------------
როდესაც:
ზურგს შეაქცევ სიმართლეს.
კაცობას და ქალობას.
პატიოსნებას.
ზნეობას და მორალს.
შრომის კულტურას.
ზრდილობას.
ერთგულებას.
ურთიერთგატანის კაცურ ღირსებას.
ისტორიას.
სამშობლოს.
მოყვასს.
სიყვარულს.
და მტერს დაეყრდნობი მოსყიდულ-სულგაყიდული:
რატომღა მოგხედავს უფალი მისივე განგებულებების ღალატის ჭაობში ყურებამდე დაძირულს?
------------------------------------------------------------
ქვეყანას კრავს და აძლიერებს ,,ჩვენიას" სიძლიერე --- საიდანაც იღებს სათავეს ,,ჩემის" დაცულობა და არსებობაც.
როდესაც იყიდება ჩვენი --- სხვისია უკვე და იშლება ქვეყანა სეპარატისტ-უქონელთაგან.
დათითოებული მოქალაქე ქვეყნისა უკვე სეპარატისტია და პოტენციური გამქცევ-წამსვლელი ერთიანიდან.
ესაა ყველაზე ვერაგული სცენარი ერის გენოციდისა.
ვისაც ჰკიდია --- დაკიდებულიც იქმნების ბუმერანგის კანონით და მთესველის შედეგით.
ზუსტი ინდიკატორი კი პროცესისა --- ზიზღის და სიძულვილის მატებაა ზოგადად ცოფიანისა წამლეკავისა ეშმისა.
არჩევანს კი უმრავლესობა აკეთებს.
უმცირესობაც.......უმრავლესობის ყალბი ,,მანდატით" და სახელით.
ჩავიდენთ ცნობიერ რევოლუციას სამართლიანობის მხარეზე უეჭვო გადასვლით? --- გვეშველება.
---------------------------------------------------------------
არა?
,,საფლავნი და მესაფლავენი ელიან უეჭველსა უხვსა მოსავალსა ალაფისას სატანისას.
გვითხრეს --- იფხიზლეთ მუდამჟამსო!........
რადგან არ სძინავს ბოროტს არასდროს.
ძილშიც გეწვევა ჯოჯოხეთური სიზმრითა და წარწყმედის შიშითა........ ცხადში ხილვითაც.
მხოლოდ გზასა მავალი უფლისაა მოიმედე გამარჯვებისა --- შემომქმედის უმტკიცეს ნებაზე დანდობილი!
შეიცანითო და არა შეეცითო პირში სატანასა ლუკმადაო...........
-------------------------------------------------------------
გამგები გაიგებს ამა ნაწერსა ისევე --- როგორადაცაა მისი ,,მხარე" მიმართული ნებელობითი........ უსასყიდლოდ ბოძებული დასაბამიდან.
ძალა ერთობაშია!
კი.
სამნაირად:
ღმერთშიც, უღმერთობაშიც და სატანაშიც.
შედეგებია უბრალოდ სხვადასხვა.
გავიღვიძოთ მწარე სიმართლეში --- რომ დატკბეს კურთხევით!
----------------------------------------------------------------
ნუ ვიქნებით თეთრი და შავი მაგიის მიმდევარნი
თვითმკვლელებივით...............
რატომ დგას რიგი იუდას თოკებისთვის მომავალში?
ცოდონი ვართ.
----------------------------------------------------------------
აწი ვეცდები აღარ შეგაწუხოთ საერთოდ.............