2018 წელი "იმედმა" მარიხუანის "სარგებლიანობის" პროპაგანდას მიუძღვნა.
2019 კი უზნეობასა და გარყვნილების პროპაგანდას დაეთმობა, ეტყობა.
კვირა დილიდან ვასიკო იბილწსიტყვავებს "ვასმედიაში"(https://www.imedi.ge/ge/video/33286/vasmedia--2-tebervali-2019-tseli ), შემდეგ კი "სიცრუის დეტექტორში" ბომონდის მორიგი წარმომადგენელი დაადასტურებს საკუთარ უზნეობას და ორგიების მოყვარულობას ტაშის ფონზე და 5 000 ლარით დაჯილდოვდება ამისთვის.
სულ რაღაც 30 წლის წინ კვირა დილაობით ძირითადად "წუნას და წრუწუნას" და "ცისკარას" აჩვენებდნენ.
"იმედი" მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს და ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ბავშვებს დილიდანვე უნერგავენ უზნეობას.
2 თებერვლის "სიცრუის დეტექტორში" არასრულწლოვანიც დასვეს ეთერში და ასმენინეს, როგორ უნდა უღალატონ მეუღლეს, ჰყვარობდნენ სხვის ცოლს, იძალადონ ქალზე, შემდეგ კი ამაში 5000 ლარიც მიიღონ.
https://www.imedi.ge/ge/video/33271/sitsrui...adatsema-srulad3 თებერვალს ეს გადაცემაც გაიმეორეს კვირა დილას
ასე იცის ქვეყანაში მორალის უარყოფამ