ამერიკაში რამდენადაც ვიცი ID-ზე არის მითითებული
თანახმა არის თუ არა ადამიანი მისი სიკვდილის შემთხვევაში ორგანოები (გამოსადეგი)
გადაენერგოს სხვას.
კარგი იქნებოდა ასეთი რამ საქართველოშიც რომ არსებობდეს,
მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე გაჩნდება ინფორმაციის დაცულობის მომენტი,
ანუ სიტყვაზე მე განვაცხადე თანხმობა რომ ჩემი ორგანოები სიკვდილის შემდეგ მოხმარდეს
ვინმეს, აუცილებლად გამიჩნდება შიში რომ ვინმემ არ მოქექოს ეს ინფორმაცია და ნაადრევად
არ გამომასალმოს სიცოცხლეს

რაც შეეხება სიცოცხლეში ორგანოების გადანერგვას, ვთვლი რომ ცუდი ამაში არაფერი არ არის,
თუ საუბარი იქნება ოჯახის წევრებზე ან ნათესავებზე, რა უნდა დაგაშინოს ვინმემ ისეთი
რომ ძალით დაგაწვინოს საოპერაციო მაგიდაზე, მით უმეტეს ნათესავმა?
რა ვიცი, შესაძლოა ვცდები.