გრძელდება წელვა და გრეხვა
ჯერ კიდევ როდის დავწერე რომ ახალ საბაჟო პროგრამას ნერგავენ და იქნება დროებითი შეფერხებები, აგერ დაადასტურეს კიდეც
ამანათებს რაც შეეხება, მე პირადად რაც გამომიგზავნია, უპრობლემოდ განმიბაჟებია და მიმიღია კიდეც იმავე დღეს. მითუმეტეს რომ არც მიხსენებია, რომ მათივე სისტემაში ვმუშაობ. წარვადგინე ყველა საჭირო საბუთი თავის ინვოისით და ამანათები მივიღე მაქს 1 საათში.
მომაბეზრებელი ის არის რომ, თუ საქონელი უნდა განაბაჟო, მაშინ გიწევს ადგე, სამუშაო მიატოვო, გახვიდე აეროპორტში (გზა აქეთ-იქით 40-50 ლარი ტაქსით), საბუთები ჩააბარო ბროკერებს, გავარდე აეროპორტში, გადაიხადო, მოვარდე უკან ბროკერებთან, მერე გავარდე საბაჟოზე, მერე გამოიტანო ამანათი. ტყუილად იკარგება დრო და ფული, მაშინ როცა შესაძლებელია რომ სატრანსპორტო ფირმამ ასევე ჩვენი წარმომადგენლის როლი იკისროს და განაბაჟოს თვითონ (რა თქმა უნდა წინასწარ ხელშეკრულების გაფორმება და დამტკიცება ნოტარიულად დასჭირდება)