benito-ხო.... ძაან ეტყობა ეკლესიას ნასამართლევი მღვდლების სინანული
------
მონანიება ყველას შეუძლია მაგრამ, მე წინააღდეგი ვარ ნასამართლევი ადამიანების ბერებად და მღვდლებად კურთხევისა მანამ, სანამ ეგ ადამიანები სასულიერო სემიანიას არ დაასრულებენ... ან თეოლოგიაში კურსს არ გაივლიან... განსაკუთრებით კი მართლმადიდებლობაში...
ყოვლად უცოდინარი ადამიანი, რომელსაც ძველ ბიჭობის მეტი არაფერი უკეთებია... მიდის ეკლესიაში.. რამოდენიმე წელი ატარებს მორჩილებაში... მერე უცებ მოძღვარი ხდება და ქადაგებას იწყებს.... რა უფლებით? მე შენ გეტყვი და ყველანი პავლე მოციქულები არიან.. ღვთაებრივმა მადლმა თვალები აუხილა ისე რომ მათი ბაგეებიდან ჭეშმარიტება მათდა დაუკითხავად გადმოეფრქვევა..... მე ამის არ მჯერა და დაგისაბუთებთ კიდევაც რატომ...
რელიგიასა [უფრო კონკრეტულად კი ეკლესიას] და ქურდულ ცხოვრების სტრუქტურას შორის ძალიან ბევრი რამ არის საერთო....[ მიაქციეთ ყურადღება მე არ ვაიგივებ ამ 2 ურთიერთ გამომრიცხავი სფეროს შინაარსა და ღირებულებას. მე უბრალოდ ამ 2 სისტემისადმი ადამიანების მორჩIლების სიტემას ვადარებ. იმას თუ როგორი დამოკიდებულება ჩნდება ინდივიდსა და სისტემას შორის]
2ვე სისტემის მთავარი ელემენტებია"
1: ავტორიტეტი
2: დოგმატიკა
3: მოჩილების უნივერსალობა
ავტორიტეტის მიერ ნათქვამი სიტყვა ან ავტორიტეტულ ტექსტებში მოცემული ცოდნა იმთავითვე ჭეშმარიტია და შეპასუხებას არ ითვალისწინებს
დოგმატიკის შესრულება სავალდებულოა ისჯება შესაბამის სფეროში მიღებული სასჯელით...
ნებისმიერი მოტივით წინააღმდეგობა გაწევა ან დოგმატიკის განსხვავებული ინტერპრეტაცია ჩვეულებრივი ადამიანისათვის იმთავითვე მცდარი გადაწყვეტილებაა და ასევე ისჯება...
ასე რომ ქუჩაში ნაგდები კაცებისათვის, რომელა უმეტესობამ თვითრეალიზება ვერ მოხდინა ვერაფერში, და განსაკუთრებით შავსამყაროში უჩნდებას რაღაც აზრები ცხოვრების შეცვლასთან დაკავშირებით... ბუნებრივია ასეთ დროს ასეთი ადამიანები ბოლომდე თავისუფალნი არ არიან ქურდული " სირობებისაგან" და უტყდებათ ვაჭრობა ან რამე მსგავსი ქმედება. მუშაობასაც ვერ იწყებენ ვერსად რადგან შესაბამისი ცოდნის მიღება ქუჩაში ვერ მოახერხეს თავის დროზე. სხვაც რომ არაფერი მათ მენტალიტეტს უჭირს სოციალიზაცია მოახდინოს სრულიად სხვა ღირებულების სამყაროში. იმ სამყაროში სადაც საკუთარი ქმედება შენ თვითონ უნდა განსაზღვრო და პასუხისმგებლობა აიღო.. იმ სამყაროშI სადაც უმაღლეს ღIრებულებას შენთვითონ ირჩევ და გადაწყვეთ დაეთანხმო თუ არა იმას რასაც სხვაბი გთავაზობენ.. ქურდულში არავინ არ გეკითხება ქურდული კანონები შენთვის მისაღებია თუ არა.. და არც რელიგიაში.... ბუნებრივია ასეთი ადამიანებისათვის ყველაზე მარტივი გამოსავალი ეკლესიააა....
1 თან მანდ წასვლა "არ ტეხავს ძმაოოოო"
2 გონება საკუთარი მე-სადმი როგორც "მორჩილისადმი" დამოკიდებულებას არ ცვლის...
რასაც წმინდა წიგნები გეუბნებიან იმეორებ და აკეთებ ავომატურად, "რადგან შენ არ ხარ ისეთი ჭკვიანი რომ ჩასწვდე ამ ჭეშმარიტებას და შენთვის აჯობებს რომ ენდო"
ეს მოსაზრება არ ეხება ყველა სასულიერო პირებს, არამედ მხოლოდ იმათ, რომლებიც თავისი უუნარობითა და "არარეალიზებულობით" შეშინებულნი გაექცნენ ცხოვრებას და შეეკედლნენ ეკლესიას ლუკმა პურის საჭმელად...
შესაძლოა მათ გულწრფელად სწამთ ღმერთის და მოინანიეს კიდეც თავისი ცხოვრება..
მაგრამ მღდელი რომელიც მისდაგაუცნობიერებლად არ-შემდგარი პიროვნებაა ვერასოდეს ვერ მისცემს აღსარებაზე მოსულ ადამიანიას საჭირო რჩევას.... [მაგ: "ეს ფანჯარა რომ ჩავამტვრიო რამდენია სროკი?"- ეგ მამაო, კიდევ დავით ისაკაძე [2ჯერ ნასამართლევი]]
ასეთი მამაო უბრალოდ გაიმეროებს რაც უთხრეს და თუთუყუშივით ჩამოუთვლის მრევლს:
"ჩუკენობა"- 6 მამო ჩვენო..
"მრუშობა" - 138 მეტანია + 3 მამაო ჩვენო
"სიგარეტის მოწევა" - "მოიტა ეგ პაჩკა, მე მომეცი და მეტი აღარ იყიდო + 60 მამაო ჩვენო"
----------------------------
ყველა ასეთ ადამაინს უნდა დაევალოს სასულიერო სემინარიის კურსების გავლა... 40 წლის ასაკშიც რომ მივიდეს ადამიანი მაინც... სწავლა არასოდეს არის გვიან.. მამაოებისათვის კი პირიქით აუცილებელია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
This post has been edited by on/off on 24 May 2010, 00:16