არ ეწინააღმდეგება

მოკლედ რა სქემა აქვს ამ ამბავს ესე იგი.
ასეთ ადამიანს ჯერ აღზრდის და მერე თვითაღზრდა/თვითჩაგონების შედეგად თავისი ნამდვილი ორიენტაცია წიხლით ჰყავს ჩატენილი ქვეცნობიერში, ანუ იქ, სადაურ ამბებსაც მისი ცნობიერება, ე.წ. "მე", ვერ აცნობიერებს. ეს ქვეცნობიერი კიდე მაგარი მურტალი რამეა, გეცოდინება შენ, არ ხარ კითხვასთან მწყრალად. იქ რაღაცეები დუღს და ცნობიერში ამოსვლას ცდილობს.
მარა ამოსასვლელ კარებში დგას კონტროლიორი, ე.წ. "ზე მე", რომელიც მკაცრად აკონტროლებს ამ ამბებს და უშვებს მარტო იმას, რაც თვითონ მიაჩნია დასაშვებად.
ნუ ეს ზე-მე კაკრას ისაა, რაც ამ აღზრდებით და ასე შემდეგ უყალიბდება ადამიანს. ისიც ცნობიერს მიღმაა.
ხოდა ქვეცნობიერში ჩაწიხლული ჰომოსექსუალიზმი რო ზემოთ ამოსვლას ცდილობს, ეს ზე-მე არ ატარებს, მარა იმის გამო, რო სქესობრივი ინსტინქტი ძაან ოხერი და დიდი ძალაა, ძაან აწვება ამ ზე-მეს და ესეც იძულებულია ყველაზე რადიკალური ზომებით ებრძოლოს ამ მოწოლას. მათ შორის ამ ძლიერი რამისადმი უკიდურესი სიძულვილის გაღვივებით ცნობიერში.
ხოდა ასეთ კაცსაც საშინლად სძულს ჰომოები, განწყობილია მათადმი ძალიან აგრესიულად და ჰიტლერის მარჯვენას ფიცულობს.
იმიტო რო რეალურად თავის თავში ებრძვის ამას.
ნუ რასაკვირველია ზე-მე არ დაუშვებს იმას, რომ "მე" რამენაირად აზრზე მოვიდეს ქვეცნობიერში მიმდინარე პროცესებზე ამასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ასეთ კაცს გულწრფელად ჰგონია, რომ ვაჟკაცობა უდუღს და იმიტომ სძულს ასე ჰომოები. და ეს თეორიაც სასაცილოდ არ ჰყოფნის.
მარა ბუნებას, მთავარ ინსტინქტსა და ქვეცნობიერს ეს ფეხებზე ჰკიდია, აგრძელებს ისევ მიწოლას და ხან აქ ამოხეთქავს ხოლმე, ხან იქ. ნუ მარა ეს უკვე სხვა სიმღერაა.
ასეთია ამ ამბის მოკლე შინაარსი ბატონო ჩემო. ყველაფერი ისე შესანიშნავად და ლოგიკურადაა, თვალი ზედ დაგრჩება.
რასაკვირველია, სავსებით შესაძლებელია, რო ჰომოფობია არც იყოს ლატენტური ჰომოსექსუალიზმის შედეგი და უბრალოდ ბავშვობიდანვე მძლავრად დაკაჩავებული სიბნელისა და ჩანერგილი აგრესიის შედეგი იყოს, როგორ არა.
ანუ ისეც ხდება ხოლმე და ასეც.