ირაკლი კაკაბაძე. წყარო
http://www.facebook.com/#!/notes/war-r...as/394944409878"არა პოლიციურ სახელმწიფოს - არა, ქართულ ინკვიზიციას
Today at 11:25pm
ძალიან ვცდილობდი თავი შემეკავებინა და კიდევ ერთხელ არ ჩავრეულიყავი შიდა ქართულ პოლემიკაში, მაგრამ ამ დღეების ქრონიკის ნახვის მერე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ სრულებით მიუღებელია ეგრეთწოდებულ 'მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" და მალხაზ გულაშვილის რუსული ფულით ნასაზრდოები ორგანიზაციის სრულიად ბარბაროსული გამოხტომა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა რომ გიგი თევზაძეს უამრავ საკითხში არ ვეთანხმები, მაგრამ ამ შემთხვევაში მასზე შანტაჟის განხორციელება სრულებით უადგილოა. აგრეთვე სრულიად გაუგებარია, რას აკეთებენ ეს ვითომ 'მართლმადიდებლები', როდესაც ღია ძალადობაზე გადადიან. ამას არაფერი საერთო მართლმადიდებლობასთან არ აქვს - მართლმადიდებლობა სიყვარულისა და შემწყნარებლობის რელიგიაა და არა კაცთმოძულეობისა. აქ კი აშკარად სჩანს რომ რუსული ფულით დაფინანსებული ფუნდამენტალისტური ჯგუფები ცდილობენ სიძულვილი დათესონ და შუღლი გააღვივონ.
ამ ვაი-მართლმადიდებლებმა ახლა შეგნებულად თუ შეუგნებლად დიდი რეკლამა გაუკეთეს რომელიღაც მორიგ 'სირობას', რომელსაც ისედაც არავინ მიაქცევდა ყურადღებას.
მე მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც არ შეეშინდა სიტყვის თავისუფლების დაცვა და იმ აქციაზე მივიდა. დიახაც, გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიცვას ჯანმრთელმა საზოგადოებამ, თუნდაც ის ტექსტი ჩვენთვის პირადად უკიდურესად მიუღებელი იყოს.
ბავშვების მონობაში გაზრდას (არა აქვს მნიშვნელობა ეს ნაციონალისტური, იმპერიალისტური, კორპორატისტული თუ ფუნდამენტალისტური მონობა იქნება), სჯობია მათ არჩევანის თავისუფლება ვასწავლოთ. არჩევანის თავისუფლება მთავარი ქრისტიანული პრინციპია. არავის აქვს უფლება ამ პრინციპს შეეხოს.
მინდა ოპოზიციის იმ ნაწილს მივმართო, რომლსაც პროგრესულობაზე აქვს პრეტენზია - თუ თქვენ გინდათ რომ ვანო მერაბიშვილის და ახალაიასგან განსხვავებული ქვეყანა გვქონდეს, მაშინ ასეთი ძალადობის ფაქტები უნდა დაგმოთ. არ შეიძლება ამ მღვდელი გაპონის და მისი ქვეშემრდომი მოძალადე ფანატიკოსების საქციელის გამართლება და გვერდზე გაწევა.
ის, ადამიანები რომლებიც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ მორალზე, ხშირად ყველაზე ამორალურები არიან. ნამდვილი მორწმუნე ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ თავში და არანაირი 'სირობის' არ ეშინია. თუ სირობამ რწმენა შეგირყია და ადამიანების ცემა დაგაწყებინა, ესე იგი ღმერთის არ გწამს.
ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მმკ-ს მსგავს ნეო-ინკვიზიციას არ გაემიჯნება საჯაროდ, არის რეაქციული ულტრა-მემარჯვენე ძალა, რომელიც საქართველოს არაფერ კარგს არ მოუტანს.
ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა თავისუფლების თეოლოგიაა, რომელიც ღარიბებისა და დავრდომილების გვერდზე დგას. მაშინ როდესაც ქვეყანაში ასეთი შიმშილია და გაჭირვებაა, როდესაც პოლიციური რეჟიმია, როდესაც დამპყრობლის ჯარი თბილისის გარეთ დგას საკუთარ სექსუალურ კომპლექსებზე ფიქრი მხოლოდ და მხოლოდ არის დანაშაული. ყველა ტიპის დამნაშავე (პედოფილიც და სექსუალური მოძალადეც) კანონმა უნდა დასაჯოს და ცივილიზებულმა საზოგადოებამ ამის პრევენცია უნდა მოახდინოს. მაგრამ, ის რაც ეგრეთწოდებულმა მართლმადიდებელ მშობელთა რუსეთიდან დაფინანსებულმა კავშირმა გააკეთა, თვითონ გახლავთ პედოფილიისა და უზნეობის მაგალითი.
ვინაიდან და რადგანაც ვანო მერაბიშვილის თანამშრომლები ამ ცემა-ტყეპას ოლიმპიური სიმშვიდით ადევნებდნენ თვალს, შეიძლება პირდაპირ ითქვას რომ ეს ექსტრემისტული ჯგუფი საააკშვილის ხელისუფლების ყველაზე ულტრა-მემარჯვენე და რეაქციული წრეების წარმომადგენელია. ამიტომაც ხვალ ხალხმა პასუხი უნდა მოსთხოვოს პოლიციას იმ მკვლელობებზე, იმ დანაშაულებზე რაც მათ ჩაიდინეს და აგრეთვე ამ ახალ დანაშაულზე, რომელიც რელიგიურ ფანატიკოსთა წახალისებაში გამოიხატა. ეს არაფრით განსხვავდება კახა თარგამაძის მიერ ბასილ მკალავიშვილის სექტის უსიტყვო მხარდაჭერისაგან.
საქართველო დღეს ოლიგარქიულ-პოლიციური სახელმიფოა, სადაც საუბედუროდ მხოლოდ მოსახლეობის 5 პროცენტი თუ ცხოვრობს კარგად. სწორედ ამაშია ნეო-ლიბერალიზმის და კაპიტალიზმის მთავარი დანაშაული ქართული საზოგადოების წინაშე - იმ სისტემის, რომელიც ყველაფერს ყიდის. მე იმედი მაქვს ნამდვილად მორწმუნეები ნეო-ლიბერალიზმის ამ მხარეზე ამოიღებენ ხმას.
მმკ-ს ექსტრემისტებს კი ვურჩევ სხვის უკანალებში ძრომიალს თავი დაანებონ - ყველა ჩვენი მსაჯული მხოლოდ ღმერთია - და ღმერთი ექსტრემისტი და თანაც მემარჯვენე-ექსტრემისტი არასდროს ყოფილა. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
ერთადერთი ადგილი სადაც იესო ქრისტე განრისხდა, ეს იმ ბაზრის დანახვაზე იყო, სადაც ყველაფერი იყიდებოდა. ქვეყანაში ამდენი ღატაკია და რა დროს მმკ-ს სექსუალური ფანტაზიებია?
იმედია ქართველი პოლიტიკოსები კარგ დასკვნებს გააკეთებენ და ქვეყანას არ გადააყოლებენ მემარჯვენე ექსტრემიზმს."
მგონი გამოჩნდა რაზიონალიზმის მარცვალი და ვიღაცამ პოლიციის ბრალეულობაც დაინახა.
===========================================================================================================================================
ბევრია სიმართლე ამ სტატიაში და იძახე ჩემი ღლ;ე კიტრიაო თუ გინდა. .
ეს შმკ მმკ არ ვიცი მე .. რელიგიასთან დაკავშირებით ამათ რა უნდათ ვერ ვხვდები ..საპატრიარქოს ფილიალია თუ ვინააა ... ასეთ მოქმედებებზე როგორიც ის ღლეობა წიგნია საპატრიარქომ სჯობს დააფიქსიროს თავისი პოზიიცია... და არ უნდა რა ამ წიგნს ამხელა რეკლამა ვიღაც ვიღაც თავის გამოჩენის მოსურნე ტიპებისგა ნ . . პლიუს არ სჭირდება ამდენი აგრესია რაღაც მოქმედების აღსაკვეთ ღონისძიებას. . ახლა რას გირჩევთ იცი.. წადით და მოსთხოვეთ საპატრიარქოს რომ მოახდინოს რეაგირება ამ მართლა სირობა წიგნზე..რატომ არ სთხოვთ ? ვერ ქაჩავთ მაგდენს თუ რა ხდება ..
პიდარასტების პარადს რაც შეეხება (მაგათ რომ შე..ცა მამალმა ვირმა ) ამათზე პასუხი ძალოვანებს მოსთხოვეთ და მერიას.. რატომ არ სთხოვ.. მაგათმა არ უნდა გასცეს ნებართვა? რას წივილ კივიხართ კამერების წინ ? საქმის გაკეთება თუ მინდა არ შევ..ცი კამერებს დასიუჟეტებს? ეს ერთეულებთან თვალების ქაჩვა გეადვილებათ და ვინც ამაზე ნებართვა უნდა გასცეს იმათთან თქმასაც ვერ ბედავთ ..
კაროჩე რა ყველა თავის გამოსარჩენათ ჩალიჩობს ასე სჩანს ჩემი გადმოსახედიდან .. ხოო ისე მადლობა შმკ-ს მაგ ღლე წიგნის შესახებ არ ვიცოდი ...აწი ვიცი მაგათ გამოისობით..
This post has been edited by moen on 6 May 2010, 09:50
Don't play games with the ones who love you ....