Shalvariმე არ ვიცი სამწუხაროდ

მე მოწოდებასავით გავაკეთე

მეგონა შენ იცნობდი დაზარალებულს.
---------------------------------
"კაცი, რომელიც იმის გამო, რომ წიგნი არ მოეწონა ვიღაცას სცემს, ის ჯანსაღი არ არის"ლევან ბერძენიშვილი 4 მაისს ილიას უნივერსიტეტთან გამართულ აქციაზე, რომელიც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა
როგორ აფასებთ გუშინ, ილიას უნივერსიტეტთან გამართულ აქციას?
ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი. სიტყვის თავისუფლება არ არის იოლი კატეგორია და საზოგადოების რაღაც ნაწილი, როგორც ჩანს არ არის მზად აიტანოს სიტყვის თავისუფლება, რადგან ეს მხოლოდ კეთილ სიტყვას არ ნიშნავს. რაც მოხდა დაუშვებელია, მე სხვათაშორის გაკვირვებული ვარ, მე რომ მოვიქნიო ხელი და ვინმეს მოვარტყა, ნამვდილად ვიცი, რომ დამიჭერენ, ხალხმა ე.ი. რა ვიცი,ლამის პოლიციელები სცემა და არაფერი.
რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?
როგორც ჩანს საქართველოში ხელისუფლებას გარკვეული შიში აქვს გარკვეული ტიპის ექსტრემისტულია ზრების მიმართ. იმიტომ, რომ კაცი, რომელიც იმის გამო, რომ წიგნი არ მოეწონა ვიღაცას სცემს, ის ჯანსაღი არ არის. ეს ის არის რაც დაუშვებელია და დანარჩენი უკვე გემოვნების საკითხია. ზოგს მოეწონება და ზოგს არა. საბჭოთა კავშირში ფაქტიურად არ მოსწონდათ ნობელის პრემიის შემდგომი ლაურეატის პასტერნაკის და სოლჟენიცის წიგნები. მე რა თქმა უნდა არ ავდარებ. ეს იმ მხატვრული დონის არ არის.
ხელს ვინც დაარტყამს, გინდა რელიგიის სახელით და გინდა ხელისუფლების სახელით, კრიმინალია.
რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ ღიად დაუჭირეს მხარი წიგნის გაპროტესტებას, თქვენ არ გაგიჩნდათ სურვილი აზრი გამოგეხატათ?
ხელს ვინც დაარტყამს, გინდა რელიგიის სახელით და გინდა ხელისუფლების სახელით, კრიმინალია. რა პარტიის საქმეა წიგნის დაგმობა,მაგრამ დაგმონ რა მოხდა მერე . მთავარი არის სიტყვის თავისუფლება.სიტყვის თავისუფლებით ზოგიერთი კარგად ისარგებლებს, ზოგიერთი ცუდად. არ მოგწონს, კალამი არის, ქაღალდი არის, პრესა არის, გამოთქვი შენი აზრი. ხელის დარტყმა როგორ შეიძლება იმის გამო, რომ რაღაც არ მოგწონს. შენ მე შეურაცხყოფა მომაყენე, იმიტომ, რომ წიგნი დაწერე, მაპატიეთ, მაგრამ რომელი საუკუნის აზროვნებაა და საიდან მოდის სხვა საკითხია.
http://netgazeti.ge/GE/8/News/1434/?sms_ss=facebook