Reckoner
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5306
წევრი No.: 66077
რეგისტრ.: 29-June 08
|
#19442796 · 6 May 2010, 05:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"სამაგიეროდ ჩემი შვილები იბატონებენ სხვებზე" რატომ შალვა/შავლეგ..
"– შვილო, განა ჩვენ გაჩენიდან ასე ვიყავით! დედის მუცლიდან, აკვნიდანვე კი არ შეგვახმა შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი; შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა – ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენით ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით: ენა, მამული, სარწმუნოება... შავლეგ, შენი..." ზ.რატიანი
ფურიო კოლომბო: პაზოლინი, თქვენს სტატიებში და ნაწერებში კარგად ჩანს ყველაფერი ის, რაც გაღიზიანებთ. თქვენ უამრავი რამის წინააღმდეგ იბრძვით: ინსტიტუციები, ტენდენციები, ხალხი და ძალაუფლება.ამიტომ, რომ გავამარტივოთ, ყველაფერ ამას მე ვუწოდებ "სიტუაციას", ამგვარად, თქვენ მიხვდებით, რომ ამ სიტყვას ვიყენებ იმის განსასაზღვრად, რის წინააღმდეგაც გამოდიხართ. ნება მომეცი, შეგეკამათოთ. "სიტუაცია" , მთელს თავის უბედურებასთან ერთად, როგორც ამას თქვენ აღწერთ, ასევე აძლევს პაზოლინის შესაძლებლობას. რას ვგულისხმობ - მთელი თქვენი ნიჭისა და სხვა ღირსებების მიუხედავად, თქვენს თავს გამოხატავთ "სიტუაციის" მეშვეობით: გამოცემა, კინო, ორგანიზაციები და ობიექტები. მოდი ვთქვათ, რომ თქვენი მხოლოდ მშვენიერი იდეებია. ერთი პატარა ქმედება და ყველაფერი რაც გაღიზიანებთ -გაქრება. რას იტყვით, არ მიატოვებდით ამ ყველაფერს, რომ არ გჭირდებოდეთ ის? მე ვგულისხმობ გამოხატვის იარაღს...
პიერ პაოლო პაზოლინი: მესმის, მაგრამ მე უბრალოდ კი არ ვცდილობ მივაღწიო ამ "მშვენიერი იდეების" გამოხატვას, არამედ მე მჯერა მათი. არა სამყაროსთან შუამავლობის თვლასაზრისით, არამედ იმიტომ რომ ვიცი, მუდმივად ერთი და იგივე ლურსმნის დაჭედებით, შესაძლოა მთელი სახლი თავზე დაგენგრეს.. ამის პატარა მაგალითია რადიკალური პარტია, მრავალფეროვანი ნაკრები, რომელსაც შეუძლია მთელ ქყვეყანაზე მოახდინოს გავლენა, თქვენ იცით რომ მე მათ ყოველთვის არ ვეთანხმები, მაგრამ აქედან სწორედ მათ კონფერენციაზე მივდივარ. ისტორია ყველაზე ხშირად გვაძლევს საუკეთესო მაგალითებს. წინააღმდეგობა ყოველთვის იყო არსებითად საჭირო მოქმედება. წმინდანებმა, განდგომილებმა და ინტელექტუალებმა თქვეს "არა", მათ შექმნეს ისტორია და არა კურტიზანებმა ან კარდინალის თანაშემწეებმა. აზრი რომ ჰქონდეს, წინააღმდეგობა უნდა იყოს ტოტალური, მთავარი და ყოვლისმომცველი, "აბსურდი" და არა მისი კარგი გაგებით. ის არ შეიძლება იყოს უბრალოდ ერთ ან მეორე წერტილში. ეიხმანს* ჰქონდა ბერვი კარგი თვისება, მაშ რა აკლდა მას? მან არ თქვა "არა" სულ დასაწყისში, როცა ის ჯერ კიდევ ადმინისტრატორი, ბიუროკრატი იყო. შეიძლება მან უთხრა ზოგიერთ მეგობარს: "მე არ მომწონს ჰიმლერი**", შეიძლება მან წაიჩურჩულა რამე საგაზეთო ოფისებში, საგამომცემლო ფირმებში და ა.შ., შეიძლება მან პროტესტი გამოთქვა იმაზე, რომ დეპორტირებულთა ზოგი მატარებელი დღეში ერთხელ ჩერდებოდა წყლისთვის და პურისთვის, როდესაც ორი გაჩერება შესაძლოა უფრო პრაქტიკული და ეკონომიური ყოფილიყო. მაგრამ ის წინ ვერ აღუდგა მანქანას. ასე რომ გვაქვს სამი კითხვა: რა არის ის რასაც თქვენ "სიტუაციას" უწოდებთ? რატომ უნდა შევაჩეროთ ან გავანადგუროთ ის და როგორ?
ფურიო კოლომბო: კარგი, მაშინ განსაზღვრეთ "სიტუაცია", მშვენივრად მოგეხსენებათ რომ თქვენი დაკვირვებები მტვერში გამავალ მზის სხივს ჰგავს. ეს შესანიშნავი სურათია, მაგრამ რაღაცები ბუნდოვანია..
პიერ პაოლო პაზოლინი: მადლობ ასეთი შედარებისთვის, მაგრამ იგი ბევრად ნაკლებია, ვიდრე თქვენს მიერ დახატული სურათი. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ირგვლივ მიმოიხედოთ და ტრაგედია დაინახოთ. რა არის ტრაგედია? ტრაგედიაა რომ აღარ არსებობენ ადამიანები. არსებობენ მხოლოდ რაღაც უცნაური მანქანები, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ არიან მიმართულნი. ჩვენ კი ინტელექტუალები, ვუყურებთ მატარებლების ძველ განრიგს და ვამბობთ: "ეს მატარებლები აქ არ უნდა დადიოდნენ, უცნაურია , როგორ მოხდა რომ ისინი ერთმანეთს შეეჯახნენ? კონდუქტორი ან გაგიჟდა, ან ის კრიმინალია! უფრო უკეთესი, ეს შეთქმულებაა!". ჩვენ ძლიერ დავალებულნი ვართ ამ შეთქმულებების, რადგან ისინი გვათავისუფლებენ იმ ტვირთისგან, რასაც სიმართლისთვის თვალის გასწორება ჰქვია. განა მშვენიერი არ იქნებოდა, როდესაც ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, ვიღაც სარდაფში ჩვენი მოკვლის გეგმას ადგენდეს? ეს ადვილია, უბრალოა და წინააღმდეგობის საშუალებაა. ჩვენ შეიძლება დავკარგოთ რამოდენიმე მეგობარი, მაგრამ შემდეგ გავაერთიანებთ ჩვენს ძალებს და მტერს გავანადგურებთ. რამოდენიმე ჩვენთვის, რამოდენიმე მატთვის, ასე არ ფიქრობ? და მე ვიცი როცა ტელევიზია გადმოსცემს ცეცხლში გახვეულ პარიზს, ისინი სხედან და ცრემლით სავსე თვალებით ოცნებობენ, რომ ისტორია განმეორდეს, ოღონდ უფრო სუფთად და მშვენივრად. დროის ეფექტი ისაა, რომ იგი მოვლენებს აცილებს ჭუჭყს, როგორც წვიმა სახლის კედლებს. ეს უბრალოა, მე ამ მხარეს ვდგევარ, თქვენ იმ მხარეს. მოდი ნუ ვიხუმრებთ სისხლზე , ტკივილზე, შრომაზე რომელიც ხალხმა გასწია, რათა ჰქონოდა "არჩევანის უფლება". როდესაც არის დაპირიდპირება იმ დროს, ისტორიის იმ კონკრეტულ მომენტში,არჩევანი ყოველთვის ტრაგედიაა. მაგრამ შევთანხმდეთ, რომ ეს მაშინ უფრო ადვილი იყო. პატიოსნებით და სიმამაცით, ნორმალური ადამიანი ყოველთვის შეძლებს უარჰყოს სალოს ფაშიზმი ან სს-ს ნაციზმი, განდევნოს ის მისი შინაგანი ცხოვრებიდან (სადაც ყოველთვის იწყება რევოლუცია ), მაგრამ დღეს სხვა ვითარებაა. შეიძლება ვინმე მოდიოდეს შენსკენ მეგობარივით გამოწყობილი, ძალიან ზრდილობიანად და მეგობრულად, მაგრამ ის "კოლაბორაციონერია", (ვთქვათ ტელევიზიებისთვის), არგუმენტი ისაა, რომ მან რამენაირად უნდა შეძლოს ცხოვრება და თანაც იგი არავისნ ვნებს. სხვა ან უკეთ, სხვები, ჯგუფები მოდიან შენთან აგრესიულად, თავიანთი იდეოლოგიური შანტაჟით, საყვედურებით, ქადაგებით, ანათემებით და მუქარით. ისინი დროშებით და სლოგანებით მარშირებენ, მაგრამ რა ჰყოფს მათ ძალაუფლებისგან?
ფურიო კოლომბო: რა არის შენი აზრით ძალაუფლება? სად არის ის და როგორ უნდა გამოვამჟღავნოტ იგი?
პიერ პაოლო პაზოლინი: ძალაუფლება არის საგანმანათლებლო სისტემა რომელიც ჩვენ გვყოფს დაპყრობილებად და დამპყრობლებად. მიუხედავად ამისა ეს საგანმანათლებლო სისტემა გვაყალიბებს ჩვენ ყველას, დაწყებული ე.წ. მართველი კლასიდან , დამთავრებული ყველაზე ღარიბით. ამიტომაა რომ ყველას ერთი და იგივე რამ სურს და ყველა მოქმედებს ერთნაირად. თუ მე მიმიწვდება ხელი ადმინისტრაციულ საბჭოზე ან საფონდო ბირჟაზე - მათ ვიყენებ. სხვა შემთხვევაში კი ვხმარობ ძალაყინს., მე ყველაფერს ვიზამ რომ მივიღო ის , რაც მინდა. რატომ მინდა? იმიტომ რომ მითხრეს რომ ეს ღირსების საქმეა. მე უბრალოდ ჩემი ღირსების დასაცავად, მის შესაბამისად ვმოქმედებ. მე მკვლელი ვარ, მაგრამ ვარ კარგი ადამიანი.
ფურიო კოლომბო: თქვენ გაბრალებენ რომ არ შეგიძლიათ პოლიტიკური და იდეოლოგიური განსხვავებების დანახვა. ამბობენ, რომ დაკარგეთ უნარი დაინახოთ ის უზარმაზარი სხვაობა რაც არის ფაშისტებსა და ნონ-ფაშისტებს შორის, მაგალითად ახალგაზრდა თაობაში..
პიერ პაოლო პაზოლინი: ეს არის ზუსტად ის რაზეც ვსაუბრობდი, როდესაც ვახსენე მატარებლების ძველი განრიგი. გინახავთ ოდესმე ჯამაბზები, რომლებიც ბავშვებს აცინებენ იმით, რომ თავი ერთ მხარეს აქვს შეტრიალებული, სხეული კი საწინააღმდეგო მხარეს? მგონი, ტოტო იყო დახელოვნებული ამ ტრიუკში. ზუსტად ამ პოზაში ვხედავ ინტელექტუალების, ჟურნალისტების, სოციოლოგების და ექპერტების მთელ ჯარს. მოვლენები აქ ხდება , ისინი კი სხვა მხარეს იხედებიან. მე არ ვამბობ, რომ ფაშიზმი აღარ არსებობს. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ნუ მელაპარაკებით ზღვაზე, როდესაც ჩვენ მთაში ვართ. ეს სხვა ლანდშაფტია. აქ მოკვლის სურვილია. და ეს სურვილი გვკრავს ჩვენ ერთად, როგორც დამარცხებული სოციალური სისტემის დამღუპველ ძმებს.მეც ვისურვებდი ადვილი ყოფილიყო შავი ცხვრის იზოლაცია, მე ვხედავ ბევრ მათგანს, მე ყოველ მათგანს ვხედავ. პრობლემა ისაა, როგორც მორავიას ვუთხარი, რომ ცხოვრებისთვის, რომელიც მომეცა, საფასურს ვიხდი. ეს ჯოჯოხეთში ჩასვლას ჰგავს, მაგრამ როდესაც ამოვდივარ იქიდან -თუ ამოვდივარ - მე სხვა მოვლენებს ვხედავ, უფრო მეტს. მე არ ვითხოვ რომ დამიჯეროთ, უბრალოდ ვამბობ, რომ როდესაც თქვენ სიმართლისთვის თავის არიდება გინდათ, ყოველთვის ცვლით თემას..
ფურიო კოლომბო: და რა არის სიმართლე?
პიერ პაოლო პაზოლინი: ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისთვის, მინდოდა მეთქვა სიცხადე. მოდი ჩამოვაყალიბებ, პირველი ტრაგედია: საერთო განათლება, სავალდებულო და არასწორი, რომელიც ჩვენ ყველას გვანთავსებს მფლობელობის იმ არენაზე, სადაც ყველაფერი უნდა მოიპოვო ნებისმიერ ფასად. ამ ასპარეზზე, ჩვენ ვგავართ რაღაც უცნაურ, ბნელ არმიას, რომლის წევრების ნაწილი ქვემეხებს ხმარობს, ნაწილი - ძალაყინს. მაშასადამე პირველი კლასიკური დაყოფა არის "იყავი სუსტის გვერდით", მაგრამ მე ვამბობ რომ სინამდვილეში ყველა სუსტია, იმიტომ რომ ყველა მსხვერპლია. და ყველა დამნაშავეა, რადგანაც ყოველი მათგანი მზადაა ჩაებას მფლობელობის სისხლიან თამაშში. ჩვენ ვისწავლეთ ფლობა და განადგურება.
ფურიო კოლომბო: მაშინ მოდი პირველ კითხვას დავუბრუნდები. თქვენ ყველაფერს აუქმებთ, აბათილებთ, მაგრამ ამასთანავე, თქვენ წიგნების მეშვეობით ცხოვრობთ, გჭირდებათ ინტელიგენტი ხალხი, რომელიც კითხულობს.. - ინტელექტუალური პროდუქტის განათლებული მომხმარებელი. თქვენ კინო-რეჟისორი ხართ, ამიტომ გჭირდებათ დიდი დარბაზი , (წარმატებული ხართ- ხარბად "მოხმარებადი" თქვენი პუბლიკის მიერ), მაგრამ გჭირდებათ ასევე დიდი ტექნიკური, მენეჯერული და ინდუსტრიული მანქანა, რომელიც ამ ყველაფრის ცენტრში დგას. თუ ამ ყველაფერს მოვაშორებთ პალეო-კათოლიკური და ნეო-ჩინური მონასტრული მეთოდით, რა დარჩება?
პიერ პაოლო პაზოლინი: ყველაფერი! მე დავრჩები, დარჩება სიცოცხლე, ამ სამყაროში არსებობა, ადგილი რომელსაც ნახავ, შრომა, აღმოჩენა. უამრავი საშუალებაა ამბების მოყოლის, მოსმენის, დიალექტების გავრცელების, ფარისევლობის. დარჩებიან სხვებიც უფრო მეტი შესაძლებლობით. მათ შეუძლიათ მომყვნენ მე, იყვნენ ჩემსავით მცოდნენი ან ჩემსავით უცოდინარნი. სამყარო იზრდება, ყველაფერი ჩვენია და აღარ არის საჭირო საფონდო ბირჟები, ადმინისტრაციული საბჭოები, ძალაყინები ძარცვისთვის. შენ ხედავ სამყაროს, რომელზეც ვოცნებობდით. არსებობდა საზიზღარი მიწამთფლობელი, რომელსაც ცილინდრის ქუდი ეხურა და ჯიბიდან დონალრები უცვიოდა და არსებობდა ღონემიხდილი ქვრივი,პატარა ბავშვებით, რომელიც მოწყალებას ითხოვდა, როგორც ბრეხტი შესანიშნავად ამბობს..
ფურიო კოლომბო: გინდა თქვა რომ ის სამყარო გენატრება?
პიერ პაოლო პაზოლინი: არა, ჩემი ნოსტალგია ეკუთვნის სუსტ და ნამდვილ ხალხს, რომელიც ამ მიწათმფლობელის მოსაშორებლად იბრძოდა ისე, რომ თავად არ გახდა მიწათმფლობელი. მე მეშინია შავი რევოლუციონერების, რომლებიც ძალიან ჰგვანან თავიანთ მიწათმფლობელებს, მათსავით კრიმინალები არიან, ყველაფრის ფლობა სურთ ნებისმიერ ფასად. ეს წარბშეკრული მოწოდება ძალადობისკენ ჰქმნის სიძნელეს, გაარჩიო ვინ რომელ "მხარეს" დგას. ნებისმიერს, ვინც სიკვდილის პირასაა, ის უფრო აინტერესებს რას იტყვის ექიმი მისი გადარჩენის შანსების თაობაზე, ვიდრე პოლიციელი დანაშაულის მექანიზმზე. იყავით დარწმუნებულნი, რომ მე არ ვადანაშაულებ მიზნებს და არ მაინტერესებს გამომწვევი მიზეზები თუ შედეგები: ვინ არის მთავარი დამნაშავე. მგონი განვსაზღვრეთ ის რასაც შენ "სიტუაციას" უწოდებ. ეს "სიტუაცია" ქალაქში წვიმას, ჰგავს როდესაც საწვიმარე ჭები ივსება. წყალი მატულობს, მაგრამ ის დამნაშავე არაა, ეს წვიმის წყალია. იგი არ არის არც აზვირთებული ზღვა და არც გამძვინვარებული მდინარის დინება. მაგრამ რაღაც მიზეზით, წყლის დონე კი არ იკლებს - იმატებს. ეს იმ ახალგაზრდული ლექსებისა და მიმზიდველი სიმღერების წყალია, როგორიცაა "Singing in the Rain" , მაგრამ იგი მატულობს და გახრჩობს და თუ ეს ის ადგილია სადაც ჩვენ ვიმყოფებით, მოდი ნუ დავხარჯავთ დროს ტერმინებისთვის ადგილის მიჩენით, უბრალოდ ვნახოთ როგორ შევძლებთ ამოვაძროთ საცობი, სანამ ყველა დავიხრჩობით..
ფურიო კოლომბო: ამისთვის თქვენ ისურვებდით, რომ ყველა იყოს უმეცარი და გაუნათლებელი მწყემსი/?
პიერ პაოლო პაზოლინი : ამ ტერმინების გამოყენება აბსრუდია. მაგრამ საგანმანათლებლო სისტემა შობს გამოუსწორებელ გლადიატორებს.მასები იზრდება და მასთან ერთად იზრდება მძვინვარება. დავუშვათ მე ვკაპრიზობ, მაგრამ გაქვთ თქვენ სხვა მოსაზრება? რა თქმა უნდა მე ვწუწუნებ ნამდვილ რევოლუციაზე, რომელიც ტ ანჯული ხალხის მიერაა მართული და მათი მიზანი უბრალოდ გათავისუფლება, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებაა. რა თქმა უნდა, ვცდილობ წარმოვიდგინო რომ ასეთი მომენტი კიდევ შეიძლება დადგეს იტალიის ან მსოფლიოს ისტორიაში, ამ წარმოდგენის საუკეთესო ვარიანტი შეიძლება ჩემი მომავალი ლექსის ინსპირაციაც კი გახდეს, მაგრამ არა ის რაც ვიცი და რასაც ვხედავ. მინდა ნათლად და გარკვევით ვთქვა: მე ქვესკნელში ჩავდივარ და ნათლად ვხედავ ისეთ მოვლენებს, რომლებიც სხვებს სიმშვიდესაც კი არ ურღვევს. მაგრამ ფრთხილად იყავით, ეს ქვესკნელი ყოველ თქვენგანს ემუქრება. მართალია რომ ასეთი რევოლუცია, ოცნებობს საკუთარ უნიფორმაზე და გასამართლებაზე (ზოგჯერ), მაგრამ ისიც მართალია რომ მისი სურვილი- თავდასხმა, მოკვლა- ფართოდაა გაშლილი. მათი ფარული და სარისკო ექსპერიმენტები, ვინც დაკავშირებულია "ძალადობრივ ცხოვრებასთან " დიდხანს ვერ გაგრძელდება. ნუ გაისულელებთ თავს. თქვენ დგეხართ საგანმანათლებლო სისტემის, ტელევიზიების, მშვიდობიანი გაზეთების გვერდით. ეს საშინელი სისტემა დაფუძნებულია მფლობელოფის კონცეფციასა და დესტრუქციის იდეაზე. ბედად, თქვენ გახარებული ჩანხართ, როდესაც შეგიძლიათ მკვლელს მიაკრათ იარლიყი მკვლელისა, მთელი თავისი მშვენიერი განამრტებებით. მაგრამ ჩემთვის ეს, მასობრივი კულტურის უბრალოდ სხვა გამოვლინებაა. ჩვენ ვერ ვიცილებთ თავიდან რაღაც მოვლენებს მათი დასაბამიდანვე, ამიტომაც გამოსავალს თაროების კეთებაში და ამ მოვლენების მათზე შემოდებაში ვპოულობთ.
ფურიო კოლომბო: მაგრამ მოსპობა, ამავდროულად ნიშნავს შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენც გამანადგურებელი გამოდიხართ. რა მოსდით, მაგალითად, წიგნებს? მე ნამდვილად არ მინდა ვიყო ერთ-ერთი იმ ადამიანთთაგანი, ვინც კულტურულ დანაკარგზე უფრო მეტად ღელავს, ვიდრე თავად ხალხზე. მაგრამ ეს ხალხი, რომელიც გადარჩება , თქვენი შეხედულების მიხედვით სხვანაირ/სხვა სამყაროში, აღარ შეიძლება იყოს "პრიმიტიული", (რასაც თქვენ ხშირად გდებენ ბრალად), და თუ ჩვენ არ გვინდა ჩავახშოთ "მოწინავე"...
პიერ პაოლო პაზოლინი: და მე ეს მაღიზიანებს..
ფურიო კოლომბო: ბანალურად რომა რ გამოგვივიდეს, სადმე გასაღები უნდა იყოს. მაგალითად სამეცნიერო ფანტასტიკაშI, ისევე როგორც ფაშიზმში, წიგნების დაწვა ხდება ხოცვა-ჟლეტვის დასაწყისი. მას შემდეგ რაც შენ დახურე სკოლები და ტელევიზიები, რითი აცოცხლებ შენს სამყაროს?
პიერ პაოლო პაზოლინი: ვფიქრობ, ეს თემა უკვე ამოვწურე მორავიასთან საუბარში. დახურვა ან მოსპობა ჩემს ენაზე ნიშნავს "ცვლილებას", მაგრამ ცვლილებას ისეთი სასტიკი მეთოდით, როგორსაც სიტუაცია გვიკარნახებს. მორავიასთან და ფიპროსთან დიალოგისას ხელის შემშლელია ის რომ, რაღაცნაირად ჩვენ ვერ ვხედავთ ერთი და იგივე სცენას, არ ვიცნობთ ერთი და იგივე ხალხს, არ გვესმის ერთი და იგივე ხმები. თქვენთვის და მათთვის რაღაც ხდება მაშინ, როდესაც ის არის ახალი, ბრწყინვალედ დაწერილი, დაფორმატებული დამონტაჟებული, დასათაურებული. მაგრამ რა არის ამ ყველაფრის მიღმა? რა გვაკლია? - გვაკლია ქირურგი, რომელსაც ეყოფა სიმამაცე შეამოწმოს ქსოვილი და განაცხადოს, ჯენტლმენებო, ეს კიბოა და ის არ არის კეთილთვისებიანი. რა არის კიბო? ის ცვლის უჯრედებს და ზრდის მათ ზომაში ყოველგვარი ლოგიკის გარეშე. განა დაავადებული არ ოცნებობს იმ სხეულზე, რომელიც მას მანამდე ჰქონდა, თუნდაც მანამდე იგი სულელი და უიღბლო ყოფილიყო? ვგულისხმობ კიბომდე. პირველ რიგში ვინმემ უნდა სცადოს აღადგინოს თავდაპირველი სურათი. მე ვუსმენ პოლიტიკოსებს, მათ პატარა ფორმულებს და ეს ყველაფერი მაგიჟებს.ჩანს, მათ არ იციან რომელი ქვეყნის შესახებ საუბრობენ. ისინი მთვარის მანძილით არიან დაშორებულნი ამ ქვეყანას. იგივე ეხებათ მწერელებს, სოციოლოგებს და ექპერტებს ნემისმიერ დარგში..
ფურიო კოლომბო : რატომ ფიქრობ რომ ზოგიერთი რამ ასე ცხადია თქვენთვის?
პიერ პაოლო პაზოლინი: არ მინდა ჩემს თავზე საუბარი, მგონი ისედაც ბევრი ვთქვი. ყველამ იცის რომ მე პასუხს ვაგებ ჩემი ექსპერიმენტებისთვის. მაგრამ ასევე არსებობს ჩემი წიგნები და ფილმები. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე კვლავდაკვლავ ვიმეორებ : "ჩვენ ყველანი საფრთხეში ვართ"..
--------------------
კაცმა ცხოვრებაში რამე მაინც უნდა შექმნა და მე ნიკებს ვქმნი© მუხვი
|