ოქროს მერიკოს რას ვთხოვდი და:
1. ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარების დაბრუნებას

2. მთელი ქალაქის მასშტაბით დიდი და პატარა ქუჩებების ისე მოწყობას, რომ შეზღუდული უნარების ადამიანებისთვის გადაადგილება იყოს მინიმალურად მაინც უსაფრთხო და ბავშვის ეტლითაც შეიძლებოდეს გავლა იმის შიშის გარეშე, რომ ან რომელიმე გადათხრილ შახტაში ჩავარდები ან ვინმე ჯიპიანი სირიკო მიგაჭ###ტს საკუთარი სახლის კედელზე
3. სასაფლაოების მოწესრიგებას. გრძელი თემაა და მეზარება ახლა წერა რატომ, თავადაც მიხვდებით ალბათ.

4. დიდიან-პატარიანა ყველა ქუჩაზე ასფალტის ისე დაგებას, რომ წყალი არ გუბდებოდეს ცენტრში და არ ფუჭდებოდეს 6 თვეში. იგივე მოკირწყლულზე გზებზეც შემიძლია ვთქვა (თუნდაც ჭავჭავაძის პროსპექტი არის სრული პაზორი და ფეხსაცმელების მტერი

)
5. შეზღუდვების დაწესება დიდ გაბარიტიან მანქანებზე და შედარებით ეკონომიური და უსაფრთხო მალალიტრაჟკების პრომოშენი (ბოროტი ვარ მე, მშურს ტანკი ჯიპების პატრონების

) განს, ქალაქის ცენტრალურ უბნებში სადაც ძალიან გადატვირთული მოძრაობაა და ქოთს ყველაფერი. პარალელურად ველოსიპედებისა და მოპოდების პრომოშენიც არ იქნებოდა ურიგო

სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობისფონზე

.
6. კერძო ტაქსების შემთხვევაში, დანჯღრეული და აქოთებული (ბენზინით, გაზით) მანქანებით რომ დადიან, ისეთი საფინანსო პროგრამის/გეგმის შეთავაზება ბანკებთან ერთად, რომ მძღოლებისთვის მომგებიანი თუ არა, წამგებიანი არ იყოს ახალი და გარემოსთვის შედარებით უსაფრთხო მანქანების შეძენა (განვადება, კრედიტი და ა.შ.)
7. პარკებს თუ მიხედავს არც ეგ იქნება ურიგო, თუნდაც ვაკის პარკს და მის მუდმივად მყრალ შადრევნებს, სადაც ბავშვისთვის ჩავარდნა არის ძალიან მარტივი. ძალიან კარგი რეკრიაციული ზონა შეიძლება გამოვიდეს მაგ ადგილიდან და სულ ტყუილად არის მიგდებული, კორტების გარდა კიდევ ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება მანდ, რათა ოჯახებისთვის, ბავშVებისთვის და ახალგაზრდებისთვს უფრო უსაფრთხლო და სასიამოვნო იყოს პარკშI დროის გატარება. (ვაკსი პარკი მაგალითისთვის მოვიტანე, იგივე ეხება ნებისმიერ სხვა ანალოგიურ ობიექტს)
8. ეს როგორ გამომრჩა - ხელი შეუწყო სბიზნეს ცენტრის ვაკიდან გატანას, სადაც ვერც მანქანას გააჩერებ და ვერც ფანჯარას გამოაღებ უკვე. ვგონებ თბილისში და მის შემოგარენში შეიძLება ისეთი ადგილის გამოძებნა, სადაც შეიძლება სკაიფო ბიზნეს კომპლექსის გაკეთება სათანადო პარკირებით, საზ. ტრანსპორტის ხაზით (მონორელსი და რამე ან თUნდაც ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი ზონები

) გამოყოფით, სასტუმროებით, ნორმალური და თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებით (და არა ისე მაგ. ვაკის ატეესი რომ სულს ღაფავს) და ა.შ. და ა.შ. ეს ახალ სამUშაო ადგილებსაც შექმნიდა მომსახურების სფეროში და ადგ. ბიზნეს გარემოსაც გამოაცოცხლებდა - თუნდაც მშენებლობის კუთხით.
ქვემოთ რაც წერია უნდა მოგვარდეს რეალურად შესაბამისი სამინისტროების და ორგანიზაციების მიერ, მარა რაღაც არ ჩქარობენ ძალიან და თუ შეფუცხუნდებიან მერიასთან ერთად არ იქნება ურიგო:
1. ყველა მოქმედ საავადმყოფოსთან და თუნდაც საავადმყოფოს ეზოში ასფალტის დაგება (მაგ. არამიანცის საავადმყოფო არის სრული პაზორი!)
2. რუსთავი-თბილისის ტრასის სრულ განათებას და არა მარტო იმ მონაკვეთის, რომლის ერთი ნაწილი თბილისს ეკუთვნის და მეორე რუსთავს

(ნუ იდეაში მაგაზე ინფრასტრუქტურის განვითარების სამინსიტროსთან ერთად უნდა იჩალიჩონ

)
3. last but not the least - მოაგვარეთ ბოლოს და ბოლოს მათხოვარი ბავშვების და არა მარტო ბავშვების პრობლემა ვინმემ!!! ხელი შეუწყეთ ადეკვატური სოციალური სამსახურის არსებობს, პოლიცია კი ნუ შეტენით მათ პატრონაჟს, გაზარდეთ და სათანადოდ მოამზადეთ სოც. მუშაკების რიცხვი, თავშესაფარისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სამსახურების რაოდენობა და კვალიფიკაცია, ისეთI კი არა ორი თვე რომ შეიძლება მარტო გაჩერება, არამედ მიეცით გრძელვადიანი დასახლების საშუალება, თUნდაც კომუნის ტიპის უფრო მეტი ადამიანისთვის! მიხედეთ გარეუბნებს, მიხედეთ კოლექტიური დასახლების ცენტრებს, სადაც დევნილების გარდა უბრალოდ გაჭირვებული თბილისელები და რეგიონიდან ჩამოსული ხალხი ცხოვრობს! მიხედეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ათწლეულებია ბეტონის კარკასებშI ცხოვრობენ წყლის, გაზის დენის და ნორმალური გზის გარეშე, მიხედეთ მრავალსართულიან სახლებს სადაც ლიფტი კი არა მოაჯირებიც კი არაა და ბავშVები 13-14 სართულზე ფაქტიურად რკინის და მომტვრეული ბეტონის არმატურებზე დადიან! თორემ სულ რაღაც 10 წელიწადში ისეთ სოციალურ და კრიმინალურ ბუმერანგად დაგვიბრუნებდეა ეს ყევლას რომ 90-იანების გარჩევები იქნება მაგასთან შედარებით ცვეტოჩკები!
This post has been edited by merry on 6 May 2010, 23:37