მარტო მარშრუტკების, ან მარტო ტაქსების ან მარტო ავტობუსების პრობლემების მოგავრებით სიტუაცია არ გამოსწორდება

ცოტა უფრო კომპლექსური მიდგომაა საჭირო, გარკვეული სუბსიდიები და გარკვეული აკრძალვები განს. გადატვირთულ ქალაქის ცენტრში, თუნდაც კერძო მანქანებზე. ეს შეიძლება დღეს ხვალ და თნდაც ორ წელიწადშც კი არ მოგვარდეს, მაგრამ ნორმალურად თუ გათვლიან შეიძლება სიტუაციის ისე გამოსწორება რომ არავინ დარჩეს მშიერ, უხარისხო ბენზინით მოწამლული და ა.შ.
კონკრეტულად მარშრუტკებს რაც შეეხება, მათი სულ აკრძალვა მძღლების უმუშევრობის გარდა იმითია ცუდი, რომ საკმაოდ ბევრ ადგილას მთაგორიან თბილისში სამარშრუტო ტაქსისთვის გადაადგილება უფრო იოლია, ვიდრე ყვითელი ტანკებისთვის. კარგი იქნება თუ სამარშრუტი პარკის ჰამქარიზაცია და გარკვეული ცენტრალიზაციაც მოხდება, გრძელვადიანი ხელშეკრულება დაიდება მძღოლებსა და მერიას და თუნდაც ბანკებს შორის და ეს ხალხი მიიღებს დაფინანსებას და სუბსიდიებს ადეკვატური სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად და მოსავლელად, პარალელურად კი ვალდებული იქნება რგულარული შემოწმებები გაიაროს და ა.შ.
გარდა ამისა ცოტა უფრო ლოგიკური მიდგომა ქალაქის განვითარების მიმართ ხელს შეუწყობდა ტრანსპორტთან და დასაქმებასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის მოგვარებას.

ყველაფერი ერთ პატარა კუკუ ადგილზეა თავმოყრილი – "ფეშენებელური საცხოვრებელი რაიონები" და "ბიზნეს ცენტრი"

ჰოდა თბილისი ნიუ იორკი არაა, ნორმალური დაგეგმვის შემთხვევაში შეიძლება ბევრი პრობლემის თავიდან აცილება, რაც "პრობკებს" ცუდ მდგომარეობაშI მყოფ ტრანსპორტს და დაბინძურებულ ჰაერს უკავშირდება

. "პარკოვკების" არარსებობაზე აღარაფერს ვამბობ
This post has been edited by merry on 8 May 2010, 13:54