საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი თხოვნით მიმართავს ყველა პოლიტიკურ პარტიას, პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის არ გამოიყენონ. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოდან აცნობეს, გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხელმძღვანელობით წმიდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე წმიდა სინოდის წევრებმა სხვადასხვა საკითხები განიხილეს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, წმიდა სინოდმა იმსჯელა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის 1000 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ,აც რომელიც 14 ოქტომბრისთვის უნდა გაიმართოს.
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 14 ოქტომბრამდე საქართველოს კეთილდღეობისთვის ამ უპირველეს საკათედრო ტაძარში ყოველდღიურად აღევლინება სამღვდელმთავრო წირვები ამა თუ იმ ეპარქიის მმართველის, ამ ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის მონაწილეობით.
ამასთან, წმიდა სინოდის სხდომაზე იმსჯელეს იმ სერიოზულ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც საზოგადოება დგას. აღინიშნა, რომ ქვეყანას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა, ერის ერთიანობის დარღვევის მცდელობები, ნარკოტიკების გავრცელება, ურწმუნოების, უზნეობისა და პათოლოგიური გარყვნილების პროპაგანდა.
“ითქვა ისიც, რომ ყოველივე ამის დამკვეთნი და შემსრულებელნი საეკლესიო კანონმდებლობით თვითონ უწესებენ თავის თავს უმძიმეს სასჯელს, _ შეჩვენებას. ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია, რომელიც მოწოდებულია ნებისმიერი ადამიანის ცოდვათაგან მოქცევისა და ცხონებისათვის, ამიტომაც ჩვენი ვალია, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ისინი და მოვუხმოთ სინანულისკენ”, _ აცხადებენ საპატრიარქოში.
ასევე, კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან გამომდინარე, წმიდა სინოდმა სთხოვა ხელისუფლებას, მეტი ყურადღება მიაქციოს მოსახლეობის დასაქმებას, სოციალურ საკითხებს, პატიმართა უფლებების დაცვას.
ამასთან, ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნულ პრობლემათა გადაწყვეტაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.
“ვინაიდან ეკლესია არის ერის გამაერთიანებელი ერთ-ერთი უმთავრესი ძალა, წმიდა სინოდმა თხოვნით მიმართა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტი არ გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის”, აცხადებს სპატრიარქო.
გარდა ამისა, წმიდა სინოდმა წმიდათა დასში აღადგინა V საუკუნის დიდი ქართველი სასულიერო მოღვაწე და ფილოსოფოსი პეტრე იბერი.
წმიდა სინოდმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში მოღვაწე არქიმანდრიტი იაკობი (იაკობიშვილი) გამოირჩია და ცურტაველ ეპისკოპოსად და ქორეპისკოპოსად დაადგინა. მისი ხელდასხმა 9 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შესრულდება.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, სხდომის შესახებ შედარებით ვრცელი ინფორმაცია დღეს გავრცელდება.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1 This post has been edited by CNN on 8 May 2010, 10:42
[B]არა გეცრუვნეთ შენ სიწმინდით ჩვენო, წმინდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა გაგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!
წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისი კრება ძეგლის წერა)[/B]
შენ მე მამაჯემალი ხო არ გგონიავარ?----დათიკო :)))