იცი რა მაინტერესებს ზოგიერთებს მართლა ასე უნდათ 6 მაისს იყო პოლიციის აღლუმი? მიზეზს ვერ ვიგებ, როდესაც იგივე 26 ივნის გადატანით არაფერიც არ დაშავდება, დაჟინებული მოთხოვნა გინდა თუ არა 6 მაისს იყოს პოლიციის აღლუმიო ავადმყოფის ბოდვას გავს. ისე გამოყავთ ეს პოლიციის აღლუმი თითქოს უიმბლდონის ტურნირი,ფეხბურთში მსოფლი ჩემპიონატის გახსნა, ანდა ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალი იყოს.
გარკვეულწილად მომწონს დღევანდელი პოლიცია, მაგრამ მათგან კერპების შექმნა და გუნდრუკის კმევა მართლაც ავადმყოფობაა, ვფიქრობ ნორმალური ადამიანი მსოფლიო ლიტერატურის კლასიკით, ან კიდევ მუსიკით ( ჰენდრიკსი, ჯოპლინი, მორისონი და ასე შემდეგ) ღებულობს სიამოვნებას, ბოლოს და ბოლოს სექსით ღებულობს სიამოვნებას, ვანო მერაბიშვილისგან კი მსგავს სიამოვნებას მემგონი მხოლოდ ავადმყოფები ღებულობენ ( არა მგონია თვითონ ვანო მერაბიშვილსი მოსწონდეს მისი ლამის ზეკაცად გამოცხადება ზოგ ზოგიერთების მხრიდან).
ხოდა ისიამოვნეთ არა 6 მაისს არამდე 26 ივნისს, ნორმალური , მოზაროვნე ადამიანი კი 26 ივნის გავა ქალქგარეთ პიკნიკზე, ან ლაშქრობაში წავა, ანდაც რაიმე სასიამოვნო წიგნს ჩაუჯდება, ან მუსიკას მოუსმენს, ანდა ფეხბურთს უყურებს, ან კიდევ რაიმე საინტერესოს გამონახავს, დანარჩენები კი მივლენ პოლიციის ზეიმზე და ვაშას ძახილით გაიოფლებიან.
ისე რაც არ უნდა ბევრი იყვიროთ აქ პოლიციის დღე 6 მაისს იყოსო, თქვენ თვითონაც ხომ კარგად იცით რომ 6 მაისს პოლიციის დღე აღარ იქნება