“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა სამხედრო მოქმედებებმა დაგვარწმუნა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვის არარსებობას სავალალო შედეგი მოჰყვა. რადგან გარე და შიდა საფრთხეები ქვეყანაში ჯერ კიდევ რეალურია, შეიარაღებული ძალებისა და კონფლიქტების ვეტერანთა კავშირმა “ვეტერანების მშვიდობისთვის” სამოქალაქო თავდაცვის კონცეფცია შეიმუშავეს”, - წერს “არსენალი” სტატიაში სათაურით სამოქალაქო თავდაცვის ლიგა მოსახლეობის უსაფრთხოებაზე იზრუნებს...
“სამოქალაქო თავდაცვის კონცეფცია ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა და ყველა შესაბამის კანონს.
არსებული კანონმდებლობით სამოქალაქო თავდაცვის ლიგა (შემდგომში უკვე თავდაცვის ლიგა) თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილია, ფორმირებულია როგორც გასამხედროებული ქვედაყანოფი და მისი ფუნქციაა მოსახლეობის სამხედრო მომზადება. თავდაცვის ლიგის ამოცანაა იმ მოსახლეობის ბრძოლისუნარიანობის ამაღლება, რომლებიც თავიანთი სურვილით გაწევრდებიან ჩვენს ორგანიზაციაში. მას სახელმწიფო სტრუქტურებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საორგანიზაციო რეზერვის დანიშნულება ექნება”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ სიხარულიძე და დასძენს:
“პროექტის მიზანია: სამოქალაქო თავდაცვის სპეციალური შენაერთის გადაუდებელი ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვის პოტენციალის გაზრდას, გარე საფრთხის შემცირებასა და საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ქმედუნარიანი გადაწყვეტილებების მიღებასა და მათ ოპერატიულად შესრულებას.... ერთ შემთხვევას მოვიყვან: ჩვენი სამუშაო ჯგუფი ერთ-ერთ სკოლაში მივიდა, მოსწავლეებთან გასაუბრება დავიწყეთ თუ არა, მასწავლებლებმა ატეხეს ჩურჩული, ისევ ომისთვის გვამზადებენო. ხალხის ცნობიერებაში სამოქალაქო თავდაცვა აუცილებლად ომს გულისხმობს. სინამდვილეში ეს ეკოლოგიურ კატასტროფებსაც ითვალისწინებს და ბუნებრივ მოვლენებსაც... სამოქალაქო თავდაცვა მხოლოდ ომისთვის მზადყოფნას არ ნიშნავს”.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/134723.html This post has been edited by Geronti on 18 May 2010, 15:53