ისეთი წარმატებული ქვეყნები, როგორიც ისრაელი, სინგაპური და შვეიცარიაა და რომლებსაც საქართველო ხშირად ახსენებს,
ეკონომიკურად პირველ რიგში არა ბუნებრივი რესურსებით გაძლიერდნენ (განსაკუთრებით ისრაელი), ან რაიმე განსაკუთრებული ბიზნეს-პოლიტიკით (თუმცა ესეც დაეხმარათ), არამედ სწორედ ადამიანური კაპიტალის აგრესიული განვითარებით. ამ ქვეყნებმა ძლიერი საზოგადოებები და ძლიერი ეკონომიკები საკუთარ მოსახლეობაში ინვესტიციების განხორციელებით, განათლების ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის გაზრდით, ასევე კულტურისა და წარმოების გაძლიერებით განვითარდეს. გადამწყვეტი სწორედ ეს უკანასკნელი ელემენტია, კულტურული ცნობიერების იმ მიმართულებით განვითარება, რომ რაღაც ახლის, შემოქმედებითის და ინოვაციურის დაწყება არამხოლოდ სასურველია, არამედ შესაძლებელიც. რადგან ეს ისეთი რამაა, რისი პირდაპირ დაკანონებაც მთავრობას არ ძალუძს, ცხადია, რომ მისი მიღწევა ირიბი გზებითაა შესაძლებელი.
http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=17378&ct=17საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის იმპულსი დიდწილად კვალიფიციურ კადრებზე იქნება დამოკიდებული, რათა განხორციელდეს ნახტომი საერთაშორისო დახმარებებზე დამოკიდებული ეკონომიკისგან – კვალიფიკაციასა და მწარმოებლურობაზე (ამ სიტყვის ფართო გაგებით) დაფუძნებულ ეკონომიკამდე. ამ გზაზე საქართველოს განათლების სექტორის ხარისხი და ფართო დიაპაზონი გადამწყვეტია.
This post has been edited by Geronti on 18 May 2010, 16:35