ვინ არის იგი, ნათელი მზისა!
სითბოს ვინ გვაძლევს? - ჩვენი მერია!
მღებავ-მკვებავი, დამგები გზისა,
გიგი ხომ ჩვენი გადამრჩენია?!
ვინ არის იგი, შემკაზმველ ცხენის,
მომავლის იმედს, გვაძლევს მერია;
ვინ არის იგი, მკვეთავი ბნელის,
ვინც არ აფასებს, ის ხომ შტერია?!
ვინ არის იგი, მშენებელ დიდი,
ასფალტს ვინ აგებს? - ისევ მერია;
ვინ ააშენა ამხელა ხიდი?
ჩვენი ჯინი და ჩვენი ფერია!
ჯერ კიდევ ბევრი გასაბერია,
მაშ ჩვენც გავბეროთ ბუშტები დიდი,
ჩვენს გევრდით არის, ჩვენი მერია,
და უგულავა გიგი!