FRIDRIXსამართალი 22 ნოემბერი, 2011 - 18:55
საქართველო საკუთარი მოქალაქის სიკვდილში დამნაშავედ ცნეს
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობის მიზეზით პატიმრის გარდაცვალების გამო.
საქმე ეხება 2006 წელს, ე.წ. კანონიერი ქურდობისა და ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულ ნიკო მახარაძეს, რომელიც გლდანის ციხეში შვიდწლიან სასჯელს იხდიდა.
სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე საგანგებო პრესკონფერენცია გამართა „თავისუფალი დემოკრატების" წევრმა თეა წულუკიანმა, რომელიც პარტიაში გაწევრიანებამდე ევროპულ სასამართლოში მუშაობდა.
წულუკიანის განმარტებით, ნიკო მახარაძე 2009 წლის იანვარში, ტუბერკულოზის გამო გარდაიცვალა.
„ის დაპატიმრებისთანავე დაავადდა მულტირეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით. მისი დაპატიმრებისას, 2006 წლის გაზაფხულზე, საქართველოში არათუ ციხის, არამედ სამოქალაქო სისტემაში არ არსებობდა ამგვარი ფორმის ტუბერკულიოზის მკურნალობის საშუალება. მიუხედავად ამისა, ნიკო მახარაძის ოჯახს გერმანიიდან შემოჰქონდა მეორე თაობის ანტიტუბერკულოზური მედიკამენტები და აწვდიდა მას ციხეში", - თქვა წულუკიანმა.
მისივე მტკიცებით, პატიმარს ციხეში ექიმების მკაცრი მეთვალყურეობა აკლდა: სამკურნალო, თუმცა ამავდროულად ტოქსიკური და ძლიერი გვერდითი ეფექტის მქონე მედიკამენტების მიღება პროფესიონალთა მუდმივ მეთვალყურეობას მოითხოვდა.
2008 წლის ოქტომბერში ნიკო მახარაძემ სტრასბურგის სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რათა ევროპელ მოსამართლეებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მიეთითებინათ მისი სამოქალაქო ტიპის სპეციალიზებულ ტუბდისპანსერში გადაყვანის შესახებ. იქ უკვე მოქმედებდა DOTs-plus პროგრამა, რომელიც მძიმე ფორმის ტუბერკულოზის ეფექტურ მკურნალობას ითვალისწინებს.
„სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ნოემბრის დასაწყისში, ნიკო მახარაძის გარდაცვალებამდე 3 თვით ადრე მიუთითა იუსტიციის სამინისტროს, რომ პატიმარი სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაეყვანათ, რათა მისი სიცოცხლე გადაერჩენათ. იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის ეს მითითება არ შეასრულა, და პრაქტიკულად, პატიმარი სიკვდილისთვის გაწირა. მან სტრასბურგის სასამართლოს უთხრა, რომ ნიკო მახარაძის ტუბდისპანსერში გადაყვანით არაფერი შეიცვლებოდა, რადგან სამოქალაქო სექტორში DOTs-plus არ არსებობდა. ეს იყო დიდი სიცრუე, რადგან ეს პროგრამა 2008 წლის მარტიდან ორ დაწესებულებაში უკვე არსებობდა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე ინფორმაციით, მახარაძემ ორჯერ მიმართა ციხეში პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილს. ერთხელ იმ მიზეზით, რომ მისი დამატებითი მკურნალობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება არ სრულდებოდა, მეორედ კი იმიტომ, რომ იუსტიციის სამინისტრომ მის სამოქალაქო სექტორში მკურნალობაზე უარი თქვა.
„შიმშილობის დროს ის ძალიან დასუსტდა. თეთრეულსაც კი არ უცვლიდნენ. სასჯელაღსრულების დაწესებულებამ ის სასიკვდილოდ გაწირა. ნიკო მახარაძემ არაერთხელ მიმართა სასამართლოს და ითხოვა სასჯელის გადავადება ან სათანადო ყურადღება. სტრასბურგის სასამართლოში სიტყვა-სიტყვით არის ნათქვამი, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ ნიკო მახარაძის მძიმე მდგომარეობაზე თვალი დახუჭა", - თეა წულუკიანი ამატებს, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ დაარღვია ნიკა მახარაძის სიცოცხლის უფლება, სახელმწიფომ გარდაცვლილი პატიმრის მეუღლეს, დალი სიხარულიძეს, კომპენსაციის სახით 15 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოსს.
„აგრეთვე უნდა დაიწყოს გამოძიება, თუ ვისი დაუდევრობის შედეგად გარდაიცვალა პატიმარი. არ ვღებულობ იმ არგუმენტს, რომ ნიკო მახარაძე იყო კანონიერი ქურდი და ის იმსახურებდა ასეთ მოპყრობას", - განაცხადა „თავისუფალმა დემოკრატმა" თეა წულუკიანმა.
http://liberali.ge/sakartvelo-sakutari-mokalakis-si
Тьму победить нельзя, тьма — непобедима. Но всегда можно включить свет
Заведите себе собственное мнение. Оно тяжело в уходе, требовательно, но это того стоит.
Не люблю когда алюминиевый чайник строит из себя хрустальную вазу