კითხვა პირველი: ნებისმიერი სხვა პრეზიდენტი რომ ყოფილიყო საქართველოს სათავეში და მსგავსი პოლიტიკა ეწარმოებინა დაიწყებდა თუ არა რუსეთი ომს? რა თქმა უნდა
კითხვა მეორე: სააკაშვილს რომ გაეტარებინა პირობითად "იანუკოვიჩისეული" პოლიტიკა დაიწყებდა თუ არა რუსეთი ომს? არა
კითხვა მესამე: შეეძლო თუ არა მიშას გაეტარებინა სხვა პოლიტიკა გარდა მკვეთრად პროამერიკულისა და პრონატოურისა? (დიდი ალბათობით) არა
შესაბამისად:
რუსული აგრესია = მკვეთრ პროამერიკულ და პრონატოურ პოლიტიკის შედეგს = რუსეთის "პრივილეგირებული" ინტერესების გაუთვალისწინებლობას რეგიონში.
განხორციელებულს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში.
დასკვნის სახით:
რუსეთმა დაიწყო ომი სააკაშვილის მკვეთრი პროამერიკულ/ნატოური და ანტირუსული საგარეო პოლიტიკის გამო.აქ ორივე კომპონენტია გასათვალისწინებელი:
1. პრომაერიკულ/ნატოური და ანტირუსული პოლიტიკა
და
2. გატარებული სააკაშვილის მიერ.
ეს კი რას ნიშნავს?
რომ პოლის ორივე პასუხი ნაწილობრივ მართალია.
გაიმარჯვა მეგობრობამ და ავტორის რაფინირებული, წინასწარგანჭვრეტილი და მეტად კომპლექსური "ხაფანგი" ჩავარდა

პ.ს.
მაგრამ ბ-ნი სპლიყვი მაინც უნდა დაჯილდოვდეს ფორუმული ღირსების ორდენით "ნაც-პატრიოტული" ხაფანგის დასაგებად რუსეთუმეთა გამოსავლენად. სამშობლო არ დაივიწყებს ამას.
This post has been edited by Codex on 19 May 2010, 21:19