მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ადგილობრივი არჩევნები აუცილებლად სამაგალითოდ უნდა ჩატარდეს
”ინტერპრესნიუსი” თქვენს მობილურში
21 / 05, 2010 18:45
Print
Font size:
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები აუცილებლად სამაგალითოდ უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
~საარჩევნო კამპანია ქვეყანაში საბოლოო სტადიაშია. ~ნაციონალურ მოძრაობას~ გვაქვს ორმაგი პასუხისმგებლობა. პირველი ის, რომ აღმშენებლობისა და რეფორმების კურსი უნდა შევინარჩუნოთ და ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და მეორე - ეს არჩევნები აუცილებლად სამაგალითო უნდა იყოს. ვერავინ უნდა დაგვდოს საფუძვლიანი ბრალი~, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, ამ არჩევნებს აქვს როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკური მნიშვნელობა. ~ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. მიუხედავად საქართველოს დანგრევის მოსურნე ძალის ხელმძღვანელობის მცდელობისა, არჩევნებს ჩავატარებთ ორგანიზებულად და მშვიდობიანად~, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1ნუ მაინც, იყოს აქ.