#19893814 · 30 May 2010, 19:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | ღრამმატიკის აზრზე არა ვარ- მას ზედ სხვები მუშაობენ ჩვენს კვლევით ჯგუფში |
რას იკვლევთ? ვაჟას პოეზიას? | QUOTE | | დაწერილი ღრამატიკული წესით კი. ადამიანთა მიერ დაწერილი წესები, ისევე როგორც კანონები, როგორც უნდა ხოლმე ცბიერს ისე იჭრაიკერებიან. |
არა, ბატონო, რომც არ დაეწერათ, ყველა ენას თავისი კანონზომიერებები აქვს. ხოდა, ქართულის კანონზომიერებების მიხედვით, მაგ კონსტრუქციაში, რაც შენ დაწერე, "რა" მხოლოდ უსულო საგნებს არ მიემართება, არამედ სულიერებსაც შეიძლება მიემართებოდეს. ამიტომ იმის გამოხატვა, რომ ვანო უსულოა (შენი აზრით), არ გამოგივა. მაგისთვის ან ვრცლად უნდა დაწერო (როგორც გააკეთე კიდევაც ("ვანო რა არის(ვინ ჯგუფში მკვლელი სანამ არ მოინანიებს აღარ იწერება) ვიცით"), ან რაიმე სხვა კონსტუქცია გამოიყენო (შენი კვლევითი ჯგუფის გრამატიკოსები აგიხსნიან).
სულის უკვდავებასა და ჭეშმარიტებაზე არ გელაპარაკებოდი, ალექს, "რა" კითხვითი ნაცვალსახელის არასწორი მნიშნვნელობით გამოყენებაზე. შენ თუ უსულობის გამოხატვა გინდა, ეგ "რა" ვერ დაგეხმარება-მეთქი, არა იმიტომ, რომ გრამატიკოსებმა ეგრე დასწერეს, არამედ იმიტომა, რომა ქართულისათვის "რა" ნაცვალსახელის მაგ კონსტრუქციაში გამოყენებისას ორივე გაგება (სულიერიც და უსულოც) შესაძლებელია-მეთქი.
| QUOTE | | დიჯეი აბბატი ვარ, ნათლობით ჯაბა |
ვიცით, ვიცით. ერთადერთი ადამიანი ლაპარაკობს ეგეთი ქართულით და მას ალექს ჰქვია. გვარს არ დავასახელებ This post has been edited by kartveluri enebi on 30 May 2010, 19:38
|