ქრისტიან-დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი "ალიანსი საქართველოსთვის" რიგებს შეუერთდა
ჩაქვის მე-3 მაჟორიტარულ ოლქში ქრისტიან დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და "ალიანსი საქართველოსთვის" რიგებს შეუერთდა.
ხამზა გორგაძემ კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. მისი განმარტებით, ამ ნაბიჯს გარკვეული მიზეზები აქვს. მიზეზების დაკონკრეტებისთვის ყოფილმა კანდიდატმა დებატების ფორმატში ღია ეთერი ითხოვა.
გორგაძესთან ერთად ბრიფინგზე განცხადება ალიანსის ქობულეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმაც გააკეთა. ანზორ თხილაიშვილის განმარტებით, ხამზა გორგაძის გადაწყვეტილების მიზეზი ქრისტიან-დემოკრატების ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გახდა.
თხილაიშვილი არ გამორიცხავს, რომ გორგაძის მსგავსად, ქრისტიან-დემოკრატების რიგები კიდევ არაერთმა ქობულეთელმა დატოვოს.
ყოფილი კანდიდატი კი ირაკლი ალასანიას პარტიაში გაწევრიანებას გეგმავს.
* * *

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა დღეს წინასაარჩევნო მუშაობის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, ცესკო 30 მაისის არჩევნებს მომზადებული ხვდება.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ამომრჩეველთა სიები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ჯამური ცდომილება 1%–ზე ნაკლებია; მთლიანად მოგვარებულია გარდაცვლილების, გაორებული მონაცემებისა და გამორჩენილი ამომრჩევლების საკითხი. მისივე თქმით, სიების მონიტორინგი პოზიტიური ნიშანია ცესკოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობისა.
რაც შეეხება ტექნიკურ მზაობას, ზურაბ ხარატიშვილის თქმით, მოწყობილია უბნები, გაძლიერებულია სერვერები, შეძენილია მარკირების სითხე და მისი შესამოწმებელი აპარატები, დაბეჭდილია საარჩევნო ბიულეტენები, დაბეჭდილია კედლისა და მაგიდის ამომრჩეველთა სიების საბოლოო ვერსიები.
ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, რეგისტრირებულია 36 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო ორგანიზაცია; არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით 13, 000-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება; აკრედიტებულია 56 მედია საშუალება. გარდა ამისა, განხორციელდა ამომრჩეველთა საგანმანათლებლო კამპანია და დამზადდა სპეციალური კლიპები: მაგალითად: რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთათვის; კლიპები გავიდა ყველა ნაციონალურ, რამდენიმე საკაბელო და ძირითად რეგიონულ არხებზე. გაზეთებში რეგულარულად იბეჭდებოდა სტატიები ცესკოს საქმიანობაზე; ხდება ცესკოს ვებ-გვერდის დროული განახლება ამომრჩეველთათვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციით.
"ახლა ჯერი ამომრჩეველზეა. მოგიწოდებთ, მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში. შეგახსენებთ, რომ თავად ირჩევთ, თავად მართავთ", – განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...li-khvdeba.html
"ალიანსის" საარჩევნო შტაბში პირველი ბრიფინგი ხვალ 09.00 საათზე გაიმართება20:30 29-05-2010
"ალიანსი საქართველოსთვის" საარჩევნო შტაბში პირველი ბრიფინგი ხვალ 09.00 საათზე გაიმართება.
"ალიანსის" საარჩევნო შტაბში, რომელიც "ახალი მემარჯვენეების" ცენტრალურ ოფისში იქნება განთავსებული, ბრიფინგები მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ "ალიანსიდან" აცნობეს, ბრიფინგებს "ალიანსი საქართველოსთვის" საარჩევნო შტაბის სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი გამართავს.
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...aimartheba.html
არჩევნებს 36 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება30 მაისის არჩევნებისთვის ცესკო-ში 36 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო დაკმვირვებელი ორგანიზაციაა რეგისტრირებული.
დამკვირვებელს უფლება აქვს: დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს; კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს თავისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს. მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ; დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემასა და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელშეუშლელად; დაესწროს ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს; დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის პროცესს; დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რაც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას; დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას; განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას; მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში; გაასაჩივროს საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში; დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას; გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.
დამკვირვებელს არ აქვს უფლება: ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში; გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე; აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი; კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე; დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, ასევე, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვა ან მათი საქმიანობისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
შესაბამისად, 500 ლარით დაჯარიმდება დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტი ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენელი, თუ ისინი დაარღვევენ მათთვის დაკისრებულ მოვალეობებსა და მოთხოვნებს.
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...aakvirdeba.htmlჯონ ბასი იმედოვნებს, რომ ქართველი ამომრჩეველი ხვალ მაღალ აქტივობას გამოიჩენს
აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი იმედოვნებს, რომ 30 მაისის არჩევნებში ქართველი ამომრჩეველი მაღალ აქტივობას გამოიჩენს და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.
ამის შესახებ ელჩმა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიის დაწყებამდე განაცხადა.
"კმაყოფილი ვარ, რომ ამ არჩევნებში ბევრი პარტია მონაწილეობს და პოლიტიკური თვალსაზრისით მრავალფეროვნებაა. რაც შეეხება არჩევნების პროცესსა და მოსალოდნელ შედეგს, არ მსურს, ამ თემაზე არჩევნებამდე რაიმე კომენტარი გავაკეთო", - აღნიშნა ჯონ ბასმა.
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...gamoichens.html This post has been edited by SHARI on 30 May 2010, 04:12