"ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები მხარდამჭერებს "გაუგებარი მეთოდებით" მთაწმინდის 29-ე საარჩევნო უბანზეც აღრიცხავდნენ
15:25 30-05-2010
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მხარდამჭერებს "გაუგებარი მეთოდებით" მთაწმინდის 29-ე საარჩევნო უბანზეც აღრიცხავდნენ .
სამი ავტომანქანით, რომელთაგან ერთს –"მერსედესის" მარკის DHL – 818-ს ტაქსის ნიშანიც ჰქონდა, ასევე, BMW მარკის TSP – 337 და "ფორდის" მარკის DLD – 902-ით რამდენიმე ქალი აღნიშნულ უბანთან დღეს დილიდან იმყოფებოდნენ და ერთმანეთში "რაღაც" ფურცლებს ცვლიდნენ.
მათთან საარჩევნო უბნიდან გამოსული ორი ქალიც მივიდა და ავტომანაქანაში რამდენიმე წუთი დაჰყვეს.
ამ საეჭვო ფაქტის შემდეგ, "ინტერპრესნიუსი" საკითხის გარკვევას საარჩევნო უბანზე შეეცადა. ამ პროცესების შესახებ საარჩევნო უბნის წევრები, მათ შორის არც ოპოზიციის წარმომადგენლები ინფორმირებულები არ იყვნენ.
საუბნო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ყურაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარისას განმარტა, რომ მისი კომპეტენციაა, ვითარება უბანზე გააკონტროლოს და ხმის მიცემის პროცედურის მშვიდ ვითარებაში წარმართვა უზრუნველყოს.
"გულწრფელად გეტყვით, უბნის გარეთ რა ხდება, ამის შესახებ არაფერი ვიცი", – აღნიშნა მან.
რაც შეეხება უბნიდან გამოსულ ორ ქალს, ერთ-ერთმა მათგანმა, ადგილობრივმა დამკვირვებელმა თამარ ზანდუკელმა თავდაპირველად მომხდარი საერთოდ უარყო, ხოლო მას შემდეგ, რაც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტმა უთხრა შესაბამისი ფოტომასალის შესახებ, ზანდუკელმა "აღიარა", რომ ავტომანქანაში დეიდამისის მომვლელის სანახავად იყო, მეორე ქალმა კი განაცხადა, რომ ავტომანქანაში მეზობლები და უბნელები მოინახულა.
ამის შემდეგ, საკითხის გარკვევა "ინტერპრესნიუსმა" თავად მანქანაში მსხდომებთან სცადა, რომელთაც არც საკუთარი ვინაობა გაამხილეს, არც პარტიული კუთვნილება. ფურცლების შესახებ კი, ჯერ თქვეს, რომ "ცარიელი ფურცლებია", შემდეგ კი - "არაფერიც არ გვიჭირავს ხელში".
თავად ფურცლები ნაბეჭდი სახის იყო და ზოგ მათგანზე გვარების გარჩევა იყო შესაძლებელი, რომლის გვერდით ციფრი "5" ეწერა, ზოგზე კი 5-6 ციფრიანი კოდები იყო მითითებული.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ "ინტერპრესნიუსის" მთაწმინდის 29-ე საარჩევნო უბანზე დაახლოებით ერთი საათის ყოფნის დროს, ამ ქალბატონებს ამომრჩეველთან შეხება არ ჰქონიათ. Mმათ მხოლოდ ორი მანქანით "გამოუარეს" – WGW 009 და QGQ 989, რომელთაგან ერთში მყოფს ქალბატონებმა შესჩივლეს, რომ "ფორდიდან" სურათი გადაუღეს, რაზეც პასუხი მიიღეს, რომ "ყურადღება არ მიექციათ და არ ენერვიულათ".
მოგვიანებით, საარჩევნო უბნიდან გამოვიდა ქალბატონი, რომელსაც ე.წ. ბეიჯი დამალული ჰქონდა, თუმცა არც მოგვიანებით ისურვა ვინაობის გამხელა და ტელეფონით, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში ესაუბრა გარკვეულ პირს, რომელსაც არაერთხელ უხსენა "ინტერპრესნიუსი".
სატელეფონო საუბრის შემდეგ მან გადაწყვიტა, "გაემხილა" საქმის არსი და განაცხადა, რომ მანქანაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ისხდნენ, რომლებიც უბრალოდ აღნუსხავდნენ მათი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებს.
"ჩვენ კანონს არ ვარღვევთ და რასაც ვაკეთებთ, ამის უფლება გვაქვს", – განაცხადა ქალბატონა, რის შემდეგ, მისივე ტელეფონით "ინტერპრესნიუსთან" საუბარი, სავარაუდოდ, იმ ადამიანმა ისურვა, ვისგანაც საქმიანობის გამხელის ნებართვა მიიღო.
აღნიშნულმა პირმა სატელეფონო საუბარში საკმაოდ უხეშად განაცხადა, რომ არის საოლქო კომისიის წევრი პაატა კიკვაძე და "ინტერპრესნიუსს" თავის დანებებისა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწდა. ამის შემდეგ, ავტომანქანა DHL – 818-ს ტაქსის ნიშანი მოხსნეს და ქალბატონებიანმა სხვა ავტომანქანებმაც ტერიტორია დატოვეს.
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...ickhavdnen.html=============================================
ლა საკალლები ალიან ნაცმანდილოზავრები
პრინციპში მიშიზმის სახეც ეგაა
აუ როდის გადაშენდება ეს მოდგმა ტო
This post has been edited by ჩოხა on 30 May 2010, 15:57
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა