"ალიანსი საქართველოსთვის" რეგიონებში არსებული დაღვევების შესახებ საუბრობს
16:30 30-05-2010
"ალიანსი საქართველოსთვის" რეგიონებში არსებული დაღვევების შესახებ საუბრობს .
~ალიანსის~ საარჩევნო შტაბის სპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, რუსთავის მე-14, 63-ე და მე-15 უბნებზე, "ნაციონალების" შტაბის უფროსი დემნა გოგოლაძე შედის რეგისტრაციის თუ რამე სხვა მოწმობის წარმოდგენის გარეშე. მისივე თქმით, აღნიშნული პირი ოლქში დარეგისტრირებულია ორი პოზიციით: როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი და როგორც "სპორტსმენთა კავშირის" დამკვირვებელი.
მარნეულის 47-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარე ხალილოვი და კომისიის წევრი გასანოვი მოსახლეობას აქტიურობის შემთხვევაში დაჭერით ემუქრებიან.ჩიქოვანის ინფორმაციით, საჩხერეში უბნებზე ღიად დგანან "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლები და მისულ ამომრჩეველს აგიტაციას უწევენ.
ონის რაიონის სოფელ ღარში მაჟორიტარის ბიულეტენი არასწორადაა დაბეჭდილი, რის გამოც მაჟორიტარის არჩევნები ჩაიშალა.
სოფელ დიდ ატენში კი ~ალიანსის~ წარმომადგენელი ნარკოტიკების ჩადებით დააშინეს (გაკეთებულია ჩანაწერი და წარმომადგენელმა დატოვა უბანი). ხაშურის მე-2, მე-3 და მე-11 უბენების დამკვირვებლები წუხელ სამართალდამცავებმა დააშინეს, რის გამოც უბნებზე არ გამოცხადდნენ. ხაშურის მე-12 უბანზე კი მოქალაქე ლენა ლომიძემ 10 ბიულეტენი ჩაყარა. ახმეტის პირველ ოლქში პოლიციელი პაატა ნამორაძე "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ აგიტაციას ეწევა.
"ყველაზე უხეში დარღვევა ქობულეთის #81 ოლქში, #58 უბანზე (ციხისძირი) დაფიქსირდა. როცა მოქალაქე თეა აბუსერიძე უბანზე მივიდა, ამომრჩეველთა სიაში თავისი გვარის გასწვრივ მას ხელი მოწერილი უკვე დახვდა. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ამ უბანზე სერიოზული გაყალბება მიმდინარეობს. "ალიანსის~ წარმომადგენლებმა და დამკვირვებლებმა უბნის დახურვა მოითხოვეს, თუმცა საოლქო კომისია გაურკვეველი მიზეზით აღნიშნულ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს~, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ყველა აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით, საოლქო კომისიებში საჩივარები უკვე დაწერილია.
======================
დღეს ჩვენ დავანახებთ თელ სოფლიოს ქართული დემოკრატიის ნამდვილ სახეს
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა