ყველამ ვნახეთ ედისონ რისერჩის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლი და მისი პროცენტული მაჩვენებელიც მაგრამ შეიძლება ყველამ არ იცოდეთ რომ მათი ნაჩვენები ეგზიტპოლის შედეგები არის მხოლოდ იმ 49%-ის პასუხების მიხედვით რომლებიც ეგზიტპოლში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა. გამოკითხულთა 51%-მა პასუხი არ გასცა საერთოდ შეკითხვას თუ ვის მიცა ხმა.
იმის მიხედვით, რომ, ოფიციალური მონაცემებით, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 12,951-მა ამომრჩეველმა (ანუ იმ 49%-მა ვინც მონაწილეობაზე დათანხმდა) შეგვიძლია დავადგინოთ, რომ მთლიანად გააჩერეს 26,430 ამომრჩეველი (აქედან 49% ანუ 12,951 ვინც მონაწილეობაზე დათანხმდა და 51% ანუ13,479 ვინც მონაწილოებაზე არ დათანხმდა.
ჯერ დავიწყოთ გამოქვეყნებული მონაცემებით (ანუ მხოლოდ ის 49% ვინც დათანხმდა):
უგულავა - 60% (7700 ხმა)
ალასანია - 17% (2201 ხმა)
ჭანტურია - 10% (1295 ხმა)
ძიძიგური - 6% (777 ხმა)
ძოფათე - 5% (647 ხმა)
თუ გავითვალისზინებთ მთლიანად გაჩერებულ ამომრჩეველს ანუ 26,430 ადმიანს და არა 12,951 ადამიანს ვინც ეგზიტპოლში მონაწილეობაზე დათანხმდა, შედეგები არის ასეთი:
უგულავა - 29.1%
ალასანია - 8.3%
ჭანტურია - 4.9%
ძიძიგური - 2.9%
თოფაძე - 2.4%
ყველა დანარჩენი კანდიდატი - <1.5%
პასუხზე უარი თქვა - 51%აქედან მოყოლებული ყველა დაანგარიშების მიზანია გავიგოთ თუ როგორ გადანწილდება ამ 51% (13,479 ადამიანის) ხმა.
ამ 51%-დან რამდენი იყო უგულავას ამომრჩეველი და რამდენი იყო ოპოზიციის ამომრჩეველი თქვენთვითონ გადაწყვიტეთ, ყველას სხვა და სხვა მოსაზრება ექნება.
გავითვალისწინოთ ის რომ ოპოზიციის ამომრჩეველი ბევრად უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ იქნებოდა პასუხის გასაცემად (არა მაინც და მაინც იმიტომ რომ ვინმე რამით დაემუქრა, უბრალოდ ბუნებრივად ზეწოლის ქვეშ), მოდი ჩავთვალოთ რომ ამ 51%-დან ვინც პასუხი არ გასცა, 75% იყო ოპოზიციის ამომრჩეველი და 25% უგულავას ამომრჩეველი.
ეგზიტპოლის მიხედვით 5020-მა კაცმა ანუ 40%-მა ხმა მისცა ოპოზიციას ხმა (უგულავას 60%-მა მისცა).
იმის და მიხედვით რომ, ოპოზიციიიდან 17% იყო ალასანია, 10% იყო ჭანტურია, 6% იყო ძიძიგური და 5% იყო თოფაძე, გამოდის რომ მხოლოდ ამ 5020 ოპოზიცონერი ამომრჩევლის ხმებიდან, ალასანიამ მოიპოვა 2201 ხმა ანუ 44%, ჭანტურიამ მოიპოვა 1295 ხმა ანუ 26%, ძიიძიგურმა მოიპოვა 777 ხმა ანუ 16% და თოფაძემ მოიპოვა 647 ხმა ანუ 13%.
ეს სტატისტიკა აუცილებელია იმისთვის, რომ გავარკვიოთ იმ 51% გამოკითხულისგან ვინც პასუხზე უარი თქვა და ოპოზიციას უჭერდა მხარს (რომელიც მაგალითად ავიღეთ 75%), გავარკვიოთ თუ ზუსტად რომელ ოპოზიციონერს და ზუსტად რამდენი ხმა მისცა თითოს.
ის 51% ვინც ხმა არ მისცა გამოდის 13479 ადამიანი. იმისათვის რომ დავითვალოთ თუ რამდენი ხმა მიიღო თითო ოპოზიციონერმა ამ ხალხისგან, ჯერ უნდა გამოვთვალოთ ამ რიცხვის 75% რომელიც ოპოზიციონერი იყო, რომელიც გამოდის 10109 ადამიანი. ესეგი იმ 51%-სგან (13479 ადამიანისგან) ვინც პასუხზე უარი თქვა, 10,109 ადამინი იყო ოპოზიციონერი.
ეხლა რომ გავარკვიოთ თუ რომელ ოპოზიციონერს რამდენი ხმა მიუვიდა ამ არ დაუთვლელი, არგაცემული პასუხებისგან, ვპოულობთ 10,109-ის 44%-ს (ალასანია), 26%-ს (ჭანტურია), 16%-ს (ძიძიგური) და 13%-ს (თოფაძე). ეს პროცენტები არის ზემოთ გამოთვლილი პროცენტები რომელიც ვიპოვეთ იმის დათვლით თუ გამოკითხული (49%) ამომრჩევლიის მხოლოდ ოპოზიციონერმა ამომრჩეველმა რომელ ოპოზიციის წარმომადგენელს მისცა ხმა. იგივე პროცენტებს ვხმარობთ რადგან ვთვლით რომ ოპოზიციონერი ამომრჩევლების ის ნაწილი რომელმაც ეგზიტპოლში მონაწილეობა მიიღო იგივე ტენდენციით მისცემდა ხმას სხვა და სხვა ოპოზიციის კანდიდატს როგორც ის ოპოზიციონერი ამომრჩეველი რომელმაც არ მიიღო მონაწილეობა ეგზიტპოლში.
შედეგები ასეთია, რომ ამ გამოუკითხავი ამომრჩევლიდან (51%სგან):
ალასანიამ მიიღო 4447 ხმა
ჭანტურიამ მიიღო 2628 ხმა
ძიძიგურმა მიიღო 1617 ხმა
თოფაძემ მიიღო 1314 ხმა
ეხლა ეს ხმები დავუმატოთ ეგზიტპოლით გამოქვეყნებულ ხმებს რომლებიც იყო:
უგულავა - 60% (7700 ხმა)
ალასანია - 17% (2201 ხმა)
ჭანტურია - 10% (1295 ხმა)
ძიძიგური - 6% (777 ხმა)
ძოფათე - 5% (647 ხმა)
ხმების დამატებით გამოდის რომ ეხლა:
ალასანიას აქვს 6648 ხმა
ჭანტურიას აქვს 3923 ხმა
ძიძიგურს აქვს 2394 ხმა
თოფაძეს აქვს - 1961 ხმა
ანუ ამ ხმების დათვლის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია გმაოვითვალოთ ყველა ამომრჩევლის მიცემული ხმა და არა მხოლოდ იმ 49%-ის რომელიც მონაწილეობაზე დათანხმდა.
სანამ ოპოზიციის საბოლოო ხმებს დავითვლის ჯერ დავითვალოთ უგულავას მთლიანად მიღებული ხმები ანუ ის 25% რომელიც უგულავამ იმ 13479 (51% უპასუხო) ამომრჩევლისგან მიიღო.
13479-ის 25% არის 3369 ხმა.
ანუ უგულავას საბოლოო ხმების რაოდენობა არის 11069.
მთლიანობაში გამოვიდა რომ:
უგულავას აქვს 11069 ხმა
ალასანიას აქვს 6648 ხმა
ჭანტურიას აქვს 3923 ხმა
ძიძიგურს აქვს 2394 ხმა
თოფაძეს აქვს - 1961 ხმა
როგორც თემის დასაწყისში დაიწერა, იმის მიხედვით რომ 49% დათანხმდა პასუხის გაცემაზე და მთლიანად იყო 12951 ადამიანი ვინც პასუხი გასცა, მთლიანობაში გაჩერებული იყო 26430 ადამიანი. ეხლა ამ რიცხვით დავადგენთ თუ როგორი პროცენტული მაჩვენებლით გადანაწილდა ყველა კანდიდატის ხმა საბოლოოდ.
უგულავა - 41.8%
ალასანია - 25.2%
ჭანტურია - 13.8%
ძიძიგური - 9.1%
თოფაძე - 7.4%
ეგზიტპოლის სტატისტიკის გათვალისწინებით, დაახლოებით ეს უნდა იყოს შედეგი არჩევნებზე.
გავითვალისწინოთ ის, რომ ეს შედეგები მიღებულია იმის გათვალისწინებით, რომ იმ 51%-დან ვინც ეგზიტპოლში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, 75% იყო ოპოზიციონერი და 25% მთავრობის მხარდამჭერი.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს შედეგები მიღებულია იმის გათვალისწინებით, რომ 51%-დან ეგზიტპოლში არამონაწილე და ოპოზიციის მხარდამჭერი ამომრჩეველი იმავე პროცენტული მაჩვენებლით მისცემდა ხმას სხვა და სხვა ოპოზიცონერს როგორც ის 49% ამომრჩეველი ვინც მონაწილეობა მიიღო ეგზიტპოლში.
ასევე გავითვალისწინოთ, რომ ყველა გამოთვლა გაკეთებული იყო მხოლოდ ედისონ რისერჩის გამოქვეყნებული სტატისტიკით ასე, რომ ისიც თქვენი გადასაწყვეტია რამდენიად სწორი იყო მათი გამოქვეყნებული სტატისტიკა.
ხოდა სანამ ამ ყველაფერს ვწერდი, კიდევ ერთმა იუზერმა დაითვალა იგივე მეთოდით, უფრო ნაკლებ დეტალებში. იუზერი გ ი ო რ გ ი
ედისონ რისერჩის მონაცემები (post #19900919)უბრალოდ ჩემ აზრს დავაფიქსირებ: არ მჯერა იმის რომ უგულავა არჩევნებს 41.8%-ით მოიგებს. ის რომ 51% გაუცემელი ხმიდან 25% უგულად ჩავთვალე, უგულავასთვის ძალიან კარგად მოპყრობა იყო. ისიც გასარკვევია 51%-ს ოპოზიციონერი ამომრჩევლიდან ვინც ეგზიტპოლში არ მიიღო მონაწილეობა მართლა მისცემდა თუ არა ალასანიას მხოლოდ 44% ხმას.