მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თავმჯდომარე
ავთანდილ უნგიაძე
მუსიკოსი, მუსიკათმცოდნე, ლოტბარიავთანდილ უნგიაძე, არის ოსტატი მუსიკოსი. 1993
წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს "პოლიტექნიკური ინსტიტუტის
ჰუმანიტარული ფაკულტეტი" და მიენიჭა ვოკალისტისა და ლოტბარის
შეფასება. ამავე ფაკულტეტზე ასწავლიდა ქართულ ხალხურ სიმღერებსა
და პოლიფონიური მრავალფეროვან ხელოვნებას. 1992-93 წლებში მუშაობდა
რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუსიკალურ სტუდიაში.
მეგობრებთან ერთად მუსიკალურად გააწყო რეჟისორ რობერტ სტურუას
რამდენიმე დადგმა, ასევე სხვა დადგმები სხვა თეატრებში. 1993-1996
წლებში ეწეოდა შემოქმედებით საერო მუსიკალურ მოღვაწეობას ევროპაში. არის
რამდენიმე საერთაშორისო მუსიკალური შეჯიბრის მონაწილე, მათ შორის
- ფრაიბურგის, მიუნხენის, ვუპერტალისა და სხვა, ასევე ბახის კვირეულისა -
ჰაიდელბერგში და მსოფლიო მუსიკის გამოფენა-შეჯიბრისა - შვეიცარიის ქალაქ
სოლოტონში. ამ უკანასკნელზე, გარდა თავისთავადი ნაწარმოებისა, მეგობრებთან
და ინდოელ მუსიკოსებთან ერთად წარმოადგინა ნაწარმოები “ქართული
პოლიფონია და ინდური ჰანგები”, რომელიც შეჯიბრ-დათვალიერების ერთ-ერთ ყველაზე
საყურადღებო და თვითმყოფად ნაწარმოებად აღიარეს. მეგობრებთან ერთად
გამოშვებული აქვს ე.წ. "კომპაქტდისკი" - სახელწოდებით “შინ”, რომელმაც 1994
წელს ევროპულ აღრიცხვაში (სამი წარდგენის ნიშნის მიხედვით)
მაღალი შეფასებები მიიღო, ხოლო ჯამური შეფასებით ერთ-ერთი პირველი
იყო.
1995 წელს ავთანდილ უნგიაძე მიიწვიეს გერმანიის ქალაქ ლაუდაში
ჩამოყალიბებული სასიმღერო გუნდის ლოტბარად და გერმანელ მუსიკოსებს
ქართული ხალხური სიმღერები შეასწავლა.
ავტორის ოსტატობისა და მუსიკალური ხელოვნების შესახებ
არსებობს მრავალი გამოხმაურება ევროპის გაზეთებსა და ჟურნალებში.
მაგალითისთვის მოვიყვანთ ფრაგმენტს წერილიდიან “Heidelberger Bach-
Festwochen, 1995”, რომელშიც ჰაიდელბერგში ბახის კვირეულის პროგრამით
ქართველ მუსიკოსთა ჯგუფის გამოსვლას ავთანდილისა და მისი ოთხი
მეგობრის შემადგენლობით მაღალი შეფასება მიეცა:
“ქართული ელემენტი
ჯგუფში განსაკუთრებით წარმოდგენილია მომღერალ ავთანდილ უნგიაძის
მეშვეობით. . . მაგრამ მაინც განსაკუთრებულია მისი ხმა, განსაცვიფრბელი,
თავისი ქვეყნის ხალხური მუსიკის სიღრმეში ფესვგადგმული, ასევე მისი
სახე და ხერხები, რომლითაც იგი ამკობს ნამღერს. იქ, სადაც ჩვენი ყურისთვის
ორიენტალური კავკასიურს ხვდება, ეს მომღერალი აუცილებლად ავითარებს
თავისი ქვეყნის თვითმყოფად ხმას. დროგამოშვებით მასთან ერთად მღერიან
მისი მეგობრები და მით ქმნიან საიდუმლოებით აღსავსე ვოკალურ
მრავალხმიანობას, რომელსაც ძნელად თუ მოსწყვეტს კაცი ყურს”. მსგავსი
შეფასებებია სხვა გამოხმაურებებშიც ავთანდილისა და მისი მეგობრების სხვა
გამოსვლებთან დაკავშირებით ევროპის დიდ სცენებზე, საერთაშორისო
დათვალიერებებზე.
ქმედითი მუსიკალური მოღვაწეობის პარალელურად, ავთანდილი იკვლევს
მუსიკალურ გამებსა და კილოებს, განსაკუთრებით^– აღმოსავლურ - ინდურ,
პალესტინურ, არაბულ, ჩინურ და სხვა მეტ-ნაკლებად ცნობილ, ასევე მეტად
იშვიათ კილოებს. კვლევისას მას ეხმარება მისი მეორე პროფესია - იგი
არის მათემატიკოსი (1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი), ფიზიკა-მათემატიკის
მეცნიერებათა კანდიდატი. კილოთა კვლევისას იგი იყენებს ქმედით
რაოდენობრივ (მათემატიკურ) მეთოდებს, რაც, სხვა კანონზომიერებათა
დადგენასთან ერთად, იძლევა ტემპერირების შედეგად ძველ კილოთა
ცვლილებების და მათგან გამოწვეული ხასიათის ანალიზის საშუალებას.
1996 წელს ავთანდილ უნგიაძემ თავი დაანება აქტიურ საერო მუსიკალურ
მოღვაწეობას. ამის შემდგომ მისი ცხოვრება უკავშირდება სარწმუნოებასა და
სასულიერო მუსიკის კვლევას.
ვფიქრობთ, რომ ავთანდილ უნგიაძის წინამდებარე წიგნი დააინტერესებს
საეკლესიო გალობის კანონიკით გატაცებულ პირებსა და ბიზანტიური
მუსიკის მოყვარულებს.
ზაზა მიმინოშვილი მუსიკოსი.
http://dzmoba.ge/downloads/SaeklesioGalobisaTvis.pdf