ყველას თავისი მიზეზი აქვს და ამიტომაც მხოლოდ ჩემს თავზე გეტყვით:
10 წლის წინ და მანამდეც რატომ მინდოდა, ამაზე აღარ გავჩერდები. ჩავლილია უკვე.
დღეს ნამდვილად არ მინდა. განა იმიტომ, რომ კარგი სამსახური მაქვს, ან კარგი ხელფასი (ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მიუღწეველია ჩემთვის)...
პრობლემა ჩემშია - ჩემს ხასიათში, სიზარმაცეში, საჭიროზე ნაკლებ მიზანდასახულობაში, ინერტულობაში და ასე შემდეგ.
ჩემს გარშემო ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც საკმაოდ გაჭირვებული ოჯახებიდან არიან, ნასესხები ფულით გამოუშვეს მშობლებმა აქ სასწავლებლად, რამენიმეს ნათესავიც კი არ ყავდა თბილისში ან თუნდაც რუსთავში, რომ თავი შეეფარებინათ სწავლის პერიოდში (რა პრობლემებთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული და რამდენი ბარიერის გადალახვაც მოუწევდათ, ძნელი მისახვედრი არაა ბევრი თქვენგანისთვის იმიტომ, რომ დღესაც ბევრია მსგავს სიტუაციაში). ეს ადამიანები სწავლობდნენ და სწავლობდნენ არა მარტო იმას, რასაც სხვადასხვა უნივერსიტეტებში ასწავლიან, არამედ რჩებოდნენ გვიანობამდე, მშობლები ვალს ვალზე იმატებდნენ იმისათვის, რომ მათ შვილებს სხვადასხვა კურსები თუ დამატებითი ტრენინგები გაევლოთ...
ბევრმა მათგანმა სტუდენტობის პერიოდშივე არ ითაკილა მუშაობა დაბალ ხელფასზე - ზოგი მანქანებს რეცხავდა, ზოგი კალონკაზე ბენზინის ჩამსხმელად, ზოგიც დამლაგებლად და ასე შემდეგ...
ხოდა, იმ წლებში, როცა მასიური უმუშევრობა და შიმშილი იყო საქართველოში, ამ ხალხმა სამსახურებიც იშოვა. ვერ ვიტყვი, რომ მაღალ ხელფასს ღებულობდნენ, მაგრამ კარგი კადრები ორ და სამ სამსახურში მუშაობდნენ ერთდროულად, არც სიახლეების ეშინოდათ და არც ეზარებოდათ და შეიძლება არაადამიანური შრომის ფასად, მაგრამ, ჩვენი პირობებისთვის საკმაოდ მაღალი შემოსავალიც გამოსდიოდათ.
დღეს ბევრ მათგანს საკუთარი ბინაც აქვს და მაღალანაზღაურებადი სამსახურიც (მანქანაზე და ოჯახისთვის საჭირო სხვა საგნებზე არაფერს ვამბობ)...
მათ შორის რამდენიმემ საკმაოდ კარგი კარიერაც გაიკეთა და დღესაც იგივე შემართებით მუშაობს.
ეს ყველაფერი გააკეთეს ვაზელინისა და გავლენიანი ნაცნობების გარეშე (არავინ მსგავსი არ ჰყავდათ)...

ამ დროს, მე და ჩემნაირები ამათ დავცინოდით, იდეინი როჟებს და და ათას რაღაცას (ტეხავს აქ დაწერა, მით უმეტეს არანაირად არ იმსახურებდნენ და არ იმსახურებენ!) ვეძახდით, ბევრი ჩვენგანი დღესაც ტრაბახობს - ინსტიტუტში არც შევსულვარ, ისე დავამთავრე-ო... კალონკაზე და მოიკაზე მუშაობაზე ხომ საერთოდ არაა ბაზარი...
მე რომ მივხვდი, რომ არავინ მზამზარეულ ცხოვრებას არ მომიტანდა, უკვე საკმაოდ გვიან იყო (ჩემთვის)... 24 წლის ვიყავი...
მანამდე, სადაც ეს ხალხი რაღაცას სწავლობდა, მე იქ კომპიუტერებზე სათამაშოდ დავდიოდი და თამაშის მეტი არაფერი მიკეთებია...
დღეს რაღაცას მივაღწიე, მაგრამ ჩემი "ბაგაჟით" მაღალანაზღაურებად სამსახურზე ფიქრი შეუძლებელია. დრო ცოდნის ამაღლებისთვის არა მაქვს (ჩემი გადმოსახედიდან, თორემ ზემოთ ნახსენები ხალხი გამოანხავდა დროსაც და თანხებსაც განათლების მისაღებად)

...
ყველაზე მთავარი: ჩემი ყოველი დილა იწყება ომით საკუთარ თავთან და მთელი დღე გრძელდება ომი საკუთარ თავთან, სიზარმაცესთან....
ასეთი გავიზარდე და ძალიან მიჭირს რაიმეს შეცვლა, თუმცა სხვა გზა არა მაქვს და ბევრ რამეს მოვერიე საკუთარ ხასიათებში და ჩვევებში (და აქ უგულავა ჩამიკვეხებდა -"მაგრამ, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია"

)....
ამდენი იმიტომ დავწერე, რომ ჩემი დღევანდელი მატერიალური მდგომარეობა ჩემივე ბრალია და სადაც არ უნდა წავიდე, ეს ყველაფერი კომპლექტში გამომყვება...
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს და თავისი მიზეზები წასვლაზე ან არ წასვლაზე, მაგრამ ჩემნაირებიც ბევრია და ისეთებიც, ვინც საკუთარ თავთანაც ვერ აღიარებს რაა მისი ბრალი და სხვისი და მზად არიან საკუთარი სხვას გადააბრალონ.
ეს ყველაფერი კი მთლიანობაში ყველას ატორმუზებს და ცხოვრებას უმახინჯებს...