ისე, სიტყვა შტრაიკბრეხერის მნიშვნელობაც უნდა იცოდეთ, თუ ვინმეს მიმართ მის უსამართლოდ გამოყენებას გადაწყვეტთ...
შტრაიკბრეხერი არის ადამიანი, რომელიც არ უერთდება გაფიცვას/არღვევს გაფიცვას მაშინ, როდესაც ის არის იმ ორგანიზაციის/კავშირის/საძმოს/ხალხთა ჯგუფის წევრი, რომელიც იფიცება და როდესაც მას გააჩნია გარკვეული მორალური ან/და სხვაგვარი ვალდებულებები ამ ორგანიზაციის/კავშირის/საძმოს/ხალხთა ჯგუფის წინაშე...
"თანაფორუმელები ვართ" - აქ არგუმენტად არ გამოდგება, რადგანაც გაფიცულთა გარდა არიან სხვა ფორუმელებიც...
მე მაგალითად არავის წინაშე არ შემიფიცია და არც რაიმე ორგანიზაციის წევრი ვარ, რომ ჩემთვის მიუღებელი და (მომიტევეთ ჩემი აზრია), სრულიად უაზრო გაფიცვაში მონაწილეობის არმიღების გამო ვინმემ შეურაცხყოფა მომაყენოს

აი თუ ვიტყვი ვიფიცებითქო და არ გავიფიცე...
მაშინ სხვა საქმეა...
პ.ს.
განვმარტავ რატომ მგონია ეს გაფიცვა უაზრობა:
1. იმიტომ რომ რამდენი ადამიანიც არ უნდა "გაიფიცოს", ეს განყოფილება მაინც ისეთივე იგრეკობად დარჩება, რა იგრეკობაც აქამდე იყო... აქამდე თუ ყველა თემაში "მიშას დედა მოვდღან - გრეჩიხას დედა მოვდღან" იწერებოდა და მაგას ვერ ცდებოდა ხალხი... ახლა მხოლოდ "გრეჩიხას დედა მოვდღან" დაიწერება და ეგ არის... ნორმალური დისკუსია, კამათი და სხვა და სხვა მხარის მეირ ერთმანეთის პატივისცემა, ამ განყოფილებაში მაინც კარგა ხანია უკვე აღარ არის...
2. ფორუმი ერთი უბრალო ვირტუალური ადგილია, სადაც ხალხი აზრთა გაცვლა-გამოცვლისათვის შემოდის, ერთმანეთისადმი ყოველგვარი ვალდებულების გარეშე... და ვინც არ მოგწონს, მისთვის პასუხის გაცემას და მასთან დისკუსიაში შესვლას, ისედაც არავინ არავის არ ავალდებულებს... შესაბამისად ამ მხრივაც ეს გაფიცვა უაზრობად მიმაჩნია...
ნუ ეკამათებით ამ აკრდუს, თუ იცით რომ დემაგოგი და პროვოკატორია... დაგაძალათ ვინმემ ოდესმე?

რად უნდა ამას საქვეყნოდ გამოცხადება და ფანფარების ფონზე დეკლარირება...
პ.ს.
ისე კი, წარმატებას გისურვებთ, თქვენც და იმათაც ვინც არ "იფიცება"
ბოლოსთვის ერთ რამესაც გეტყვით და იმედია არ მიწყენთ...
რამდენიმე ათეული ვირტუალური ნიკი რომ მოაკლდება ფორუმს, ამით ნამდვილად ვერ დავინახავ პირადად მე, თუ რა იგრეკობაა ერთპარტიული მმართველობა... ეს ამის გარეშეც მშვენივრად ვიცოდი, ისევე როგორც სხვა ბევრი რამე და ამისათვის არავის გაფიცვა არ მჭირდებოდა ნამდვილად...
და ბოლოს
მიშას დედაც მოვდღან... ეს ისე, უბრალოდ... რომ ჩემი პოსტი წაიკითხოთ, თორემ ვისაც ყოველ პოსტში მიშას დედის ტრაკია რ აქვს ნახსენები, თქვენ ხომ საერთოდ ადამიანებად არ თვლით და მიშისტები გგონიათ

წარმატებები