შევარდნაძე-სააკაშვილის არასამართლებრივი ხელისუფლება საქართველოს ნარკოტიკებით წამლავს
ჰეროინი• ამერიკის “ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურის” მონაცემებით:
საქართველოში დღეისთვის 240 000 დან 350 000-მდე (საშუალო 295 000) ნარკოტიკების მომხმარებელია, როცა მათი რაოდენობა 2003 წელს 150 000 იყო, შესაბამისად აზერბაიჯანში 180 000-200 000, სომხეთში 30 000-მდე. ანუ სააკაშვილის ნაც-ხელისუფლებამ ნარკომანთა რაოდენობა გააორმაგა. • ჰეროინი საქართველოსთვის ჭირად იქცა. სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ ნარკომანთა 78% სწორედ ჰეროინის მომხმრებლებია.
• ნარკომანების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება მასთან დაკავშირებული უმძიმესი დაავადებებიც - შიდსი (დაავადებულთა 70% ნარკომანია) და C ჰეპატიტი (აქვს ნარკომანთა 50%-ს). ბოლო 5 წლის განმავლობაში შიდსით დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა 4,6-ჯერ, ხოლო C ჰეპატიტის შემთხვევები 4,4-ჯერ.
• საქართველოში ნარკოტიკებთან ბრძოლის საგანგებო უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსა აქვს მინიჭებული. კერძოდ მის ორ უწყებას:
I. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და
II. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტებს.
• მიუხედავად იმისა, რომ “გაერო”-ს 1961 წლის “ერთიანი დადგენილება ნარკოტიკული საშუალებათა შესახებ” (საქართველო შეუერთდა 2000 წელის) მოითხოვს, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი თავისუფლების აღკვეთით არ უნდა ისჯებოდეს, საქართველოში ძირითადად ისჯებიან სწორედ ნარკოტიკების მომხმარებლები.
• 2008 წლის განმავლობაში აღრიცხვულ 4989 ნარკოტიკული დანაშაულიდან, მხოლოდ 4-ია ნარკოტიკების შემომტანი, ისიც დამოუკიდებელი შემომტანი, ხოლო 9 გამსაღებელი. უფრო დიდ “გაოცებას” იწვევს ჰეროინის ამოღების დონე, - 2008 წელს ამოღებული და განადგურებულია 8,3 კგ. ჰეროინი (2007 წელს 6,8 კგ.) - მთლიანი ბრუნვის 0,09%.
ნაც-ხელისუფალთა “ნარკო” შემოსავლები ავღანური ჰეროინიდან.
• “ნარკო” შემოსავალის შეფასება რთულია, მაგრამ შესაძლებელია. “გაერო”-ს მონაცემებით საქართველოში 1 გრამი სუფთა ჰეროინის “ქუჩის” საშუალო ფასი 350 აშშ დოლარია, ანუ გაყიდული 2,4 ტონის ღირებულება 840 მილიონი დოლარია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპაში ჰეროინით ვაჭრობა 240%-იან მოგებას იძლევა, მაშინ ნაც-საძმოელთა “ნარკო” წლიური მოგება 0,5 მილიარდი აშშ დოლარი მაინცაა.
• ნიშანდობლივია, რომ ჰეროინის “ქუჩის” ფასით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, რაც პირდაპირ მიანიშნებს ამ საქმის "მონოპოლიურობაზე".
• ჰეროინის საქართველოს გავლით გადატანაზე (7 ტონა) შემოსავალის ანგარიში შეუძლებელია. თუმცა ეჭვს არ იწვევს, რომ ასეთი რაოდენობის საზღვარზე გადატანა მსხვილი ჩინოსნების მონაწილეოების გარეშე ვერ მოხდება, ასევე საქართველოზე ნარკოტიკების გატარების ფასი, ქვეყანაში დატოვებული ჰეროინია. ასე, რომ ქართული “ნარკოკარტელის” შემოსავალი შეძლება არ მარტო ჰეროინის გაყიდვით მიღებული მოგება იყოს,
პასუხი მოვთხოვოთ სიკვდილით მოვაჭრე ნაც-ხელისუფლებას.