სამწუხაროდ, ეგ პირობა ყველგან არსებობს

უბრალოდ, არსებობს რაღაც სახის კონტრაქტები, სადაც მითითებულია გარკვეული დროის განმავლობაში საფასურის ხელშეუხებლობის შესახებ. პირად მაგალითზე გეტყვი - მაქვს ერთწლიანი კონტრაქტი ინტერნეტ პროვაიდერთან - ვიხდი $30-ს ერთი წლის განმავლობაში და თუკი გავაგრძელებ, შემდეგ იქნება $49.99. უკვე ორჯერ გავაგრძელე $30-ად, იმიტომ რომ კლიენტის დაკარგვა არ სურთ. კონკურენციაა დიდი და ყველანაირად ცდილობენ გადმოიბირონ სხვა კომპანიების კლიენტები.
საქართველოში კი, ფაქტიურად, ერთნაირ პროდუქციას მომხმარებლამდე ორი-სამი ფირმა არ აწვდის - ასე ვთქვათ, ყველა სფერო დანაწილებულია.
+ ამას დაუმატე ქართული ხასიათი - თბილისში ერთ-ერთ ვითომ "ელიტ მაღაზიაში" შევედი. გამყიდველს იმისთანა სახე ჰქონდა, თითქოს მისი ვალი მედო. რომ ვკითხე, ვინმე თუ დამეხმარება-თქო, მაინც არაფერს არ იყიდიო-მიპასუხა.

წყნარად მენეჯერს დავუძახე, ავუხსენი სიტუაცია და იმანაც იგივე მითხრა - რაიმეს ყიდვა გინდოდა და არ მოგყიდეო?