druncha
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21042
წევრი No.: 36653
რეგისტრ.: 16-June 07
|
#20017705 · 6 Jun 2010, 21:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რაჟდენ
QUOTE | 2008-მდე ხომ თავს ვიკლავდით მაგ სადამსჯელო ოპერაციებით. აქ, ფორუმიდან რა უნდა გითხრა? დაზვერვაში არ ვმუშაობ. არ მაქვს შესაბამისი ინფო,მაგრამ სხვებს აქვთ,ვისაც ევალებათ ეგ. |
თავს არ ვიკლავდით, მაგრამ არც ჩუმად ვისხედით... უნდა გახსოვდეს რამდენიმე საკმაოდ წარმატებული ოპერაცია, რომლებიც ცნობილია.
QUOTE | მიშიკომ შეგვიქმნა ეგ ილუზია და მაგიტომ,ვითომ მეორე ისრაელი ვიქნებოდით და ბლა ბლა ბლა.
აქ აღარ დავწერ,რა პრეტენზიები ამქვს ამერიკასთან(იხ. ჩემი თემა "ამერიკა საქართველოს მტერია".მანდ ყველაფერი თუ არა,ბევრი რამ მიწერია.ზოგი ცხელ გულზე,ზოგიც - ცივზე) ასეა თუ ისე,ახლა ყურებით ვყავართ დაჭერილები მაგ ნაბოზრებს და ვერც ვერაფერს ვიზამთ,გვიანია.ამ გადმოსახედიდან მაინც... |
არაფერს არ უჯერებთ ამ სააკას და რაღა მაგი დაუჯერეთ? მესმის, სადღაც ყრუ სოფელში მცხოვრები გლეხი დაბოლდეს, მაგრამ განათლებულმა ადამიანმა როგორ უნდა დაიჯერო, რომ აშშ სამხედრო დახმარებას გაგიწევს რუსეთთან საბრძოლველად? უფრო სწორედ, დახმარებას გიწევდა და გიწევს, მაგრამ სადაც საომარია, იქ ქართველმა უნდა იომოს. თუნდაც ნახსენები ისრაელი რომ ავიღოთ, იმათ ტანკებში ამერიკელები არ სხედან, იმათ თვითმფრინავებს ებრაელები მართავენ. უბრალოდ, ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის. იქ არაა ნეთანიაჰუს ომი და სკამის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, არ გამოვა ციპი ლივნი და არ იტყვის, რომ "მშვიდობის ფლოტილია" სინამდვილეში ებრაელების მიერ დაქირავებული ხალხი იყო. ვერ ხედავ ამ განსხვავებას? მე ძალიან კარგად ვხედავ და სწორედ ამიტომაც მიმაჩნია, რომ ქართული ოპოზიცია სახელმწიოებრიობის დესტრუქციული ძალაა. სააკას და მისი გუნდის სიგლახე ვერანაირად ვერ ამართლებს ოპოზიციის ქმედებებს. რომელიმე ოპომ თავის მომხრეებს მოუწოდა, წავიდეთ, დავიცვათ ჩვენი მიწაო? ნაცებმა ჭკვიანური სახე მაინც მიიღეს, ზოგმა საეკრანოდ ფორმაც ჩაიცვა და ხალხი, უბრალო ამომრჩეველი ამას ხედავს და ამჩნევს, რისი მაგალითიც ეს არჩევნები იყო. კონსტრუქციული კრიტიკა ყოველთვის ჯობია დესტრუქციულ, თუნდაც სიმართლეს.
QUOTE | მაშ რა აზრი ჰქონდა იმ ორდღიან ომს? ვინ შეიყვანა შეცდომაში ჩვენი მთავრობა? ვინ დააიმედა? |
რატომ გვგონია, რომ სააკას ვინმეს იმედი ჰქონდა, როდესაც ცეცხლის გახსნის ბრძანება მისცა? იქნებ და მართლაც ისეთი სიტუაცია იყო, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა?
QUOTE | დამანახე ეგ ხალხი. ისინი ხომ არა,ეკონომიკურად უნდამ მოვძლიერდეთ,შვეიცარია გავხდეთ და 50 წლის მერე, აფხაზეთი აქეთ შეგვეხვეწებაო რომ ამბობენ? |
არა. თუნდაც ის ბიჭები და გოგონები, "აისი"-ში რომ დადიან და ემზადებიან. თუნდაც მე, რომელსაც შავი დღისთვის უკვე გადადებული მაქვს თანხაც, სამხედრო ეკიპირებაც და დაბრუნების გზებიც წინასწარ დაგეგმილია.
QUOTE | ხალხისგან რა გინდა? ქართველებმა ბრძოლა არ იციანო,ეგ აღარ თქვა |
არ იციან ერთია და არ სურთ, მეორე. 21 წელს გამოჩნდა კარგად, როგორ შეგვიძლია ბრძოლა და შარშანწინაც, როდესაც ხალხს ამის სურვილი არ ჰქონდა. საუბარია ხალხზე, როგორც ერთიან მასაზე.
QUOTE | თუ ახლანდელ დროს გულისმხობ,აქაც არ ხარ მართალი - 90-იანებში საკმაოდ კარგი წინააღმდეგობა გავუწიეთ რუსებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.მაშინ არც არმია გვყავდა,არც საერთაშორისო თანამეგობრობის გარანტირებული ღრმა შეშფოთება გვქონდა და ფსიქოლოგიურადაც მოდღნულები ვიყავით ყველანაირი თვალსაზრისით,მაგრამ მაინც კარგად გავუძელით. |
აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც ზუსტად იმ დონეზე ჩაერია რუსეთი, რამდენიც საჭირო იყო - გაწელა კონფლიქტები იმ დონეზე, რომ შემდეგ, სოხუმის დაცემისას, ფაქტიურად წინააღმდეგობაც ვერ გავუწიეთ. შარშანწინდელისგან ძალიან განსხვავებული ომი იყო აფხაზეთში და შედარებები ცოტა რთულია. თუმცა მაშინდელი დამარცხებაც იგივე დონის სირცხვილია, რაც შარშანწინ.
QUOTE | მთავრობის უნიათობასს ხალხს მაინც ნუ გადააბრალებ. კი,მომრავლდნენ ჩაჩაჩულჯინსებიანი და მსხვლქამრიანი ლიბერასტ-პოხუისტი ბიჭები,საშინელი თაობა მოდის,მაგრამ ძველი თაობისა და ახლანდელი თაობის ნაწილი არაა მთლად წყალწაღებული.ჭიქა ნახევრად არის სავსე. |
მთავრობა პირდაპირპროპორციულია ხალხის დონის. ასე რომ, ფერი-ფერსა, მადლი-ღმერთსაო. თუმცა, წინადადების მეორე ნაწილში აბსოლუტურად გეთანხმები. ყველა თაობას ჰყავდა თავისი ჩაჩუჩულები და ყველა თაობას ჰყავდა თავისი მეომრები.
QUOTE | გურჯებს სტოკჰოლმის სინდრომი გვჭირს.ამერიკისადმი ჩვენს დამოკიდებულებას სხვა არც არაფერი ჰქვია.
თვითკმაყოფილი რეგვენები,ბლ |
სტოკჰოლმის სინდრომი კი არა, უსაქმურობა გვჭირს.
--------------------
ჩვენ, ყველანი, გამოკვლევებულები ვართ! ელენიკო დათო კირკიტაძემ დაცვის ბიჭს ბოდიში მოუხადა. არის თუ არა ეს კულტურული რევოლუცია - saak... ეს საბოტაჟი რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ?!
|