#22552332 · 17 Nov 2010, 12:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Donnie
QUOTE | სანდრო გირგვლიანი ვინღაა, ანწუხელიძეს რომ ადარებთ? |
საქართველოს კონსტიტუციაში ასეთი რამ წერია
მუხლი 14
ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
და საერთო ამ ორს ის აქვთ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, და ორივე მათგანი მოკლეს, წამებით. ოღონდ ერთის მკვლელები 2 წელიწადში გამოუშვეს ციხიდან (მკვლელობის შემკვეთები არც დაუჭერიათ) და თქვენ ეს ამბავი არ გაგიპროტესტებიათ, ხოლო მეორისას - გლდანის ციხეში აწამებენ და აქ ვიღაც-ვიღაცეებს ეს უხარიათ, აი ეს განსხვავებაა. მერე?
პ.ს. ესეც კონსტიტუციიდანა, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, მის მიმართ არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის მეთოდების გამოყენება.
--------------------
მოგითყანთ დემოკრატია
|