ეგ რაა
უბრალოდ კანონი უნდა არსებობდეს,რ აც ყველაფერს თავის სახელს არქმევს
იდეოლოგია უნდა იყოს, რომელსაც სხვა ვერ შეეცილება
უნდა გაითავისოს ხალხმა, რომ სამშობლო მარტო სუფრასთან აწეული ჭიქა არაა
უნდა გაითავისოს ხალხმა, რომ "უნდა გაითავისოს ხალხმა, რომ სამშობლო მარტო სუფრასთან აწეული ჭიქა არაა" რომ ამბობ, ეს მართლა ასეა
უნდა იყო იდეოლოგია, რესურსი, და საქმისთვის მოწადინებული ხალხი ალბათ, ვინც ამაზე მართლა იფიქრებს, და ისინი ვინც უკვე ნაფიქრალი განხორციელებას შეუწყობს ხელს
რა უნდა ველაპარაკო მეზობლის სიმამრს, 3 წლის ბავშვს რომ დედის გინებას ასწავლის, ანდაც ახლობლის პაპას, იგივეს რომ აკეთებს
მათთვის ეს გასართობია, ასე მგონია, რომ ფსიქოლოგიური მომენტია " რომ აი გვარის გამგრძელებელი მყავს, მტერს დედას გიტირებთ" და გონია კიდევ ზოგ სხვასაც, რომ თუ 6-7 წლის ბავშვმა თქვა დედა მოვ&^%&^ნო ვინმეზე, ან გოგო დაინახა და რა სექსია, ეს ნორმალურია
ესეც იდეოლოგიის ნაწილია, ოღონდ უარყოფითი მხარე
ეს უნდა შეიცვალოს სხვა მრავალთან ერთად
და კიდევ, მარტო აქ კი არ უნდა ვწერდეთ და ერთმანეთს მოვუწოდებდეთ, მაგალითი უნდა ვანახოთ სხვას
სიგარეტის მოწევა ან კაიფი აკვნიდან არ მოსდევს ადამიანს
არც დედაენის ცოდნა და კაცურად თუ შეგნებულად მოქცევა
ეს ყველაფერი მერე ისწავლება
მაგრამ სწავლას რომ შედეგი ქონდეს, მაგალითით უნდა გაამყარო
კარგი მაგალითით
არა ისე, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი გოიმობაა, და ჩვენ ევროპელები ვართO
სემიჩკის ჩენჩოს სადაც მიდან დავყრი ან ბიჩოკს აუზში ჩავაგდებ, თავისუფალი ქვეყანააო
მოხუცს ადგილს რატომ დავუთმობ, ან ბავშვიანს, მე ფული გადავიხადეო
მოხუცს რომ ადგილს დაუთმობ ან გოგონას, და იქვე მდგარი დაიწყებ გინებას ყველას გასაგონად
ვახ
რა გავაბი, უკაცრავად, მაგრამ ეს ის ადგილია, ფორუმი, სადაც არ ვჩანვართ ან ვჩანვართ ისეთI როგორიც გვინდა, გულსაც აქ ვიფხანთ და რამე
უბრალოდ აქ ყველა ცდილობს უკეთ გამოჩნდეს, მათ შორის ისიც ვინც ისე იქცევა ან უარესად როგორც ზემოთ დავწერე
მე რა არ გადამიყრია ქუჩაში ჩენჩო ან ქაღალდი არ დამიგდია? მაგრამ იმასაც ვნანობ
ძაანაც არ ავცდეთ თემას
იდეოლოგიაა საჭირო და ამ იდეოლოგიას ჩვენ ვქმნით
ყოველ ჩვენგანს აქვს გავლენა გარკვეულ, ჩვენთვის ახლო წრეში, იქნება ეს უბანი, ოჯახი, შვილები თუ სოფელში ნათესავები ან უბრალოდ ნაცნობები
მთავარია მოვინდომოთ
საკუთარი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება
მოქნეული ხელი იქ უდნა გააჩერო სადაც უვკე სხვისი ცხვირიაო მგონი ასე ამბობენ
და არა ის, რომ მე ასე მსურსო ან ფეხებზე მკიდიაო
ერმა უნდა გაიგოს რომ ის ერია და ცხოველისგან განსხვავდება აზროვნებით
რომ ადამიანებია და არა უბრალოდ ბრბო
და თავისუფლება უფლებასთან ერთად პასუხისსმგებლობასაც მოითხოვს
უფ რა მაგარია, ისე, რომ მოვინდომო და რამე პოლიტიკაში ვერ გავქაჩავ?
მაგარი ორატორი ვიქნებოდი, ოღონდ ტექსტის წინასწარ ჩამოყალიბება დამჭირდებოდა ხოლმე

თორე მერე აზრი მეფანტება ან ზუსტად ვერ გადმოვცემ რა მინდა