სოზარ სუბარის ინიციატივით დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შეხვედრა - "ქართული იდეის გარშემო" გაიმართება . შეხვედრას "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სოზარ სუბარმა განუცხადა, "ქართული იდეის გარშემო" გულისხმობს
ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ხედვას მომავალში და ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის აუცილებელი პრიორიტეტების განსაზღვრას.სუბარმა შეცდომა უწოდა იმ ტენდენციას, რომ მუდმივად საუბარია ვინ რომელი პარტიის წევრი ხდება და ვინ რომელ გაერთიანებას ტოვებს. "ამის გამო განზე გვრჩება სტრატეგიული განვითარებისთვის აუცილებელი საკითხები;
საქართველომ ფეხი უნდა აუწყოს მსოფლიო პროგრესს, რაშიც ყველაზე პრიორიტეტულია განათლება და თვითმყოფადობის შენარჩუნება. ამას უნდა მოხმარდეს სახელმწიფო სახსრები და არა ტანკებისა და იარაღის შესყიდვას", - აღნიშნა სუბარმა.
მისივე თქმით,
ქართველი ერი უნდა გრძნობდეს, რომ საქართველო რომელიმე ქვეყნის შტატი კი არ არის, არამედ არის სუვერენული ქვეყანა, უდიდესი ისტორიითა და კულტურით. სუბარის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. როგორც მან აღნიშნა, უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, თავისი ხედვა წარმოადგინოს და ამ პროცესში ჩაერთოს.
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...oq-itsvevs.htmlარ ვარ აღფრთოვანებული სოზარის გადაწყვეტილებებით,მაგრამ კონტექსტი ჯობია სრულად ვნახოთ.
This post has been edited by lasha_alo on 9 Jun 2010, 12:04