[quote name='Excess' date='Jun 9 2010, 05:51 PM' post='8743']
[center]
ვნებათაღელვა ქართულ კიბერსამყაროში [/center]
ერთი კვირის წინ ქართულ კიბერსივრცეში ახალი ფორუმი - www.forumge.ge - გაიხსნა. ვიზუალური თვალსაზრისითა და თემების წყობით, ასევე დასახელებით, ახალი ფორუმი ძველი ფორუმის - www.forum.ge - იდენტურია. შეიძლება ითქვას, მის კლონს წარმოადგენს. სამართლებრივი თვალსაზრისით, ასეთი მსგავსების ფაქტმა შესაძლებელია მხარეებს შორის დავა გამოიწვიოს. მაგრამ ფორუმ.გე-ს ადმინისტრატორი და მფლობელი, თემურ ხაინდრავა ამბობს, რომ „თუ ადამიანი მონდომებს, შეუძლია უჩივლოს. მეორე მხრივ, თუკი ასე მოვიქცევით, მათ რეკლამას გავუკეთებთ. ამიტომ ჯობია საერთოდ არ მივაქციოთ ყურადღება“.
სხვადასხვა მიზეზით ფორუმ.გე-თი ინსპირირებულ ადამიანებს ქართულ ინტერნეტ-ქსელში არაერთი ახალი ფორუმი გაუხსნიათ, თუმცა, თვალშისაცემად იდენტური არასოდეს. პლაგიატობას ახალი ფორუმის შემქმნელები მომხმარებლისთვის ნაცნობი და ამდენად კომფორტული გარემოს შექმნით ხსნიან. ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროგრამისტი დავით საძაგლიშვილი ირწმუნება, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ახალი ფორუმი გაუმჯობესებული და დახვეწილი იქნება. ვებ-გვერდის შექმნის მთავარ მიზეზად იგი ინტელექტუალური ფორუმის ჩამოყალიბების სურვილს ასახელებს და უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ახალი ფორუმის გახსნას პოლიტიკური სარჩული აქვს.
[color="#FF0000"]სრულად შეგიძლიათ აქ იხილოთ[/color]
http://netgazeti.ge/GE/12/News/1721/[right][color="#696969"]ავტორი : ნინო ძანძავა[/color][/right]
[/quote]
ახალ ქართულ ფორუმს გზას ვულოცავ და ქართული საქმის კეთებისაკენ მოვუწოდებ!