რუსეთი დაიშალა 1917 წლის თებერვალში, დაწყნარდით

. კობას იმპერია კი დღესაც ცოცხალია, იგივე ვერტუხაიების და ურკების სახელმწიფოა...
სანამ გორში მაგის ტოტემს არ აიღებთ, არ დაიშლება... დამიჯერეთ.
არანაირი მისტიკა. ყველაფერი აზროვნებით იწყება.
20 წელია თავს აკლავს საქართველო "იმპრიასთან ბრძოლას" და თავის გულიდან ვერ ამოუღია იმპერია.
გერმანია-საფრანგეთშ ვკიცხავთ იმის გამო, რომ თავის ინტერესებში რუსეთის "მენეჯმენტსა" და "მოდერნიზაციაზე" ფიქრობენ, და ამ დროს ჩვენ თვითონ ვერ ველევით - ხან ვამხელთ, ხან ვამხობთ, ხან ვშლით, ხან "ორ რუსეთად" ვყოფთ, ხან დემოკრატიის ტალღას ვუგორებთ... შეეშვი რა, თავს მიხედე!

ახლა სხვა კუთხითაც შევხედოთ საკითხს. ამ ყველაფერს ორი მხარე აქვს:
ერთი მხრივ, რუსეთი სულ რაღაც 75 წლის მანძილზე 3-ჯერ "დაიშალა" (1917, 1941, 1991). რაც არ მოსვლია არც "პატარა" შვედეთს, არც "დიად" აშშ-ს, და არც "დიდ" ბრაზილიას. ცხადზე ცხადია, რომ დღევანდელი სახითაც რუსეთი მუდმივად ვერ იარსებებს (რეჟიმის სიდამპლე, დემოგრაფია, ეკონომომიკა - საკუთარი და გლობალური, სამეზობლო - აქ უამრავი ფაქტორია).
მეორე მხრივ, რუსეთის, ისევე როგორც ირანის, გერმანიის, ჩინეთისნაირი ქვეყნები "არ იშლება" - ანუ, არ "უჩინარდება". რაოდენ რადიკალურადაც არ უნდა შეიცვალოს რეჟიმი, საზღვრები, რელიგია, სახელწოდება - ტერიტორიას და დემოგრაფიას აქვს თავისი ლოგიკა.
უკრაინისხელა რუსეთიც საქართველოსხელა სახელმწიფოსთვის სერიოზული ფაქტორი იქნება.
კაი, დავუშვათ, დაიშალა. მივიღეთ ბირთვული მოსკოვია + მილიტარისტულ-შოვინისტური კაზაკთა რესპუბლიკა + ფუნდამეტალისტური "იმარატი" - პუტინის რუსეთზე ნაკლები პრობლემა იქნება ეს ყველა ერთად საქართველსოთვის?
ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს საქართველო რას წარმოადგენს ამ ყველაფრის ფონზე - შესწევს თუ არა უნარი დიაცვას თავი ნებისმიერი აგრესიისაგან, და ამავე დროს - რესურსი ნორმალური ურთიერთობების ასაგებად შედარებით ადეკვატურ ძალებთან.