ეგრეა!
რასაც მოვესწარი --- გავიხსენებ:
რომელი იქნება ტყუილი?
----------------------------------------------------------------------------
1. ტრამვაი - 3 კაპიკიანი.
2. ტროლეიბუსი - 4კაპიკიანი.
3. ავტობუსი,მეტრო - 5 კაპიკიანი.
4.პური 900 გრამიანი - 30 კაპიკი.
5. დენი - 4 კაპიკი კილოვატი.
6.გაზი უმრიცხველო - სულზე თვეში 60 კაპიკი.
7. ცხელი წყალი და გათბობა - სულზე თვეში 60 კაპიკი.
8.რამის უფასო ბინა - 4 ოთახიანი, ქირით, გაზით,გათბობით, ცხელი წყლით, კომუნალური მომსახურებების პაკეტით და დენით....... სულ საშუალოდ თვეში ერთად 20-25 მანეთი გადასახადით მაქსიმუმ.
9.უმუშევრობის არარსებობა.
10. ხელფასი 120 დან 700 მანეთამდე.
11. პროფკავშირული საგზურები ბავშვებისათვის - 1თვე ბიჭვინთაში... ბავშვზე 18 მანეთი.
12.უფასო განათლება,უფასო ასპირანტურა და დამსახურებული პრივილეგიები.
13. კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები --- გაძეძგილი ტექნიკა-საწვავით.
14.ბენზინი 10-15 კაპიკი ლიტრი.....მარკების მიხედვით.
15. დიზელის საწვავი - 1ლიტრი 7 კაპიკი.
16. თვითმფრინავი,ვერტმფრენი --- წნორი 7 მანეთი, მესტია 6 მანეთი თბილისიდან.
17. ტაოტიანი 24 - 9000 მანეთად.
18.სახელმწიფო კრედიტი უპროცენტოდ და მაქსიმუმ 3% წელიწადში.
19.უვიზო და უსაზღვრო 15 ქვეყანაში სრულიად თავისუფალი მიმოსვლა სამსახურის პირადობის მოწმობითაც.
სოციალისტურ ქვეყნებში მოგზაურობა --- 15 ქვეყანა.......
20.ინტელიგენციის, მუშათა და გლეხთა სახელმწიფო ჯილდოებით დამშვენებული გულ-მკერდნი.
21. მრავალშვილიანობის მინიჭება 3 შვილიდან და უზარმაზარი შეღავათები მათთვის ურიგოდ და რიგის დაჩქარებით
გაცემა ბინისა,მანქანისა.სანატორიუმების საგზურებისა და მრავალი სიკეთენი.
22. უფასო სამედიცინო მომსახურება და კვება საავადმყოფოებში --- ნებისმიერი სირთულის უფასო ოპერაციებით და
ავადმყოფობისას ბიულეტენებით ფულადი ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ.
23.მაქსიმალური საშემოსავლო გადასახადი 13% და თავისუფალი პროფესიებისათვის (ჰონონარული) წლიური 10 000 ზევით მაქსიმუმ 20%..
23.ჩაწერის სისტემა --- სხვა ქვეყნებიდან, შიდა მიგრაცია-ემიგრაციის შეზღუდვით.
24.სავალდებულო სამხედრო გაწვევა.
25.კოოპერაციული და კოოპერატივების ფართო ქსელი სახელმწიფო შესყიდვებით.
28.უმუშევრობისათვის პასუხისგებაში მიცემა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა-გამოსწორებითი იძულება.
29.პატიმართა შრომითი იძულება საზოგადოების სასარგებლოდ.
30.პროფკავშირების ძალმოსილება და უკანონო დათხოვნის დაუშვებლობა.
31. უფასო სასამართლო.
32. უფასო ტელევიზია.
33. გაზეთები მაქსიმუმ 3 კაპიკი, რვეული 2 კაპიკი,ფანქარი 3 კაპიკი.......
34.სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და საწარმოო ფაბრიკა-ქარხნების მრავალდარგოვანობა და სახელმწიფო დაფინანსება.
35. წამგებიანი სფეროების დოტაციური დაფინანსება.
36. რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტების,ტექნიკუმების და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების მოსწავლეების უფასო საერთო საცხოვრებლებით უზრუნველყოფა და ყველა სტუდენტის სტიპენდიით უზრუნველყოფა.
სწავლის დამთავრებისთანავე სავალდებულო შრომითი განაწილება პროფესიების მიხედვით.
წარჩინებულთათვის უფასო ასპირანტურა და სამეცნიერო ხარისხებისაკენ უფასო გზა და პრივილეგიები.
37.საპენსიო ასახი მამაკაცებისა 55-60 წელი, ქალებისა 50-55 წელი --- პროფესიის,სტაჟის და ხელფასის მიხედვით პენსია.
მარჩენალდაკარგულთა პენსია და ა. შ.
38.სამხედრო და უშიშროების,სამართალდამცველთა კატეგორიის პრივილეგიები და მაღალი საპენსიო -საკომპენსაციო განაკვეთები.
კიდევ ბევრი სიკეთეების გახსენება შეიძლება ინვალიდებისა და უპატრონო ბავშვთა სახლების დაფინანსებისა, განახევრებული გადასახადები და საერთოდ განთავისუფლებულნი გადასახადებისაგან.........]
წითელ იერარქიაში კი მხოლოდ პარტიული ვაზელინი ფასობდა წინსვლისათვის ნიჭიერების მერე............
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
,,სტალინი 1953-ში მიაწამლეს იმქვეყნად და და დღემდის ებრძვიან გარდაცვლილს....რომელსაც მსოფლიომ მიანიჭა გენერალსიმიუსის წოდება ფაშიზმზე გამარჯვებისათვის. სულ - მსოფლიო ისტორიის მანძილზე მხოლოდ 4 პიროვნებას აქვს მინიჭებული ეს წოდებაო..
უარყოფითი მოვლენები კი ბიუროკრატიის და ,,წითელი ინტელიგენციის" ვაი-დამსახურებანია ერთპარტიული ყოყლოჩინობისა და თანამდებობების ბოროტად გამოყენებისა --- სიხარბის და ქურდული ,,ზე-არიული" მენტალობითო :
,,საერთოა?.... საზოგადოა? --- ესე იგი უპატრონოა და მივითვისებ!"
ბალტიისპირელებმა კი როგორ გამოიყენეს ეს ,,სიკეთენი" სამშობლოსათვის --- გამოჩნდაო!
ესაა რეალობაო".
ერთმა ღრმად მოხუცმა წითელმა მიამბო 80-იანის წლების დადგომისას ეს ,, რაღაცეები" წარსულიდან და ბოლოს დაამატა:
ეხლანდელი ,,რევანშისტ - შურისმაძიებლები ეგენი! მოგინდათ უბატონო,უმემამულო, უკაპიტალისტო და უმეფო თავისუფალი ცხოვრებაო? კომუნიზმიო?
ეგენი ცრუ კომუნისტები იყვნენ და არიანო....... ცხვრის ტყავში გამოწყობილი დამანგრეველი შაკლებიო!.... სადაა სტალინი?" --- ამოიოხრა ბოლოს მწარედ.
ედიკას კლანს გულისხმობდა აქა..........
იქ სუსლოვ-ანდროპოვის გეგმებს და სახაროვის მსგავსების ,,გაკუკლავოდებებს"........
რეიგანი ჰოლივუდურ სპექტაკლებს პანღურით დაუმთავრებსო მაგათო.......
მაგა აქლემებს მოერიდეთ კოზაკივითო! --- მგლის ლეკვობა სჯობიაო!>
მაგარი იდეალიტი კაცი იყო ცხონებული და მიმტკიცებდა: ,,აბა მოჭერი ხე ცულით და უნაფოტოდო?"
,,ბედნიერი ერიო!".........
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ვერ ვიჯერებდი და ვიცინოდი მოხუცის მიერ დიქტატორის დაბრუნების ნატვრაზე.
თურმე სადა ხარ?
სხვა თემაა ვინ და რამ --- რატომ შეიქმნა, ვინ, როგორ, რატომ დაანგრიეს და დაინგრა სსრკ........
,,ფარულად"მოშალეს.....უკეთესს დაგვპირდნენ! ---- ,,აგვაგდეს" და აჰა --- გადატრიალებები,ომი....... ,,პრიხვატიზაცია!"
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ერთხელ ერთ დიდ და წითელ პარტიულთან მომოხდა ,,ომი".
მემუქრება: გაგიყვან კრებაზე და გაგრიცხავენო, მერე მოგხსნიან სამსახურიდანო......
ვიცინი და ვეუბნები ვერა მეთქი! გადაირია..... გამწვანდა,გალურჯდა სიბრაზისაგან!
ვიცინი.
ვინა გყავს ,,ზევითო"? --- მეკითხება ჩუმად მერე.
არავინ მეთქი.
ეხლა უკვე დასაბმელი გახდა.
ვიცინი ისევ.
სიცილი გადამდებია და თვითონაც გაეცინა ბოლოს..... მეკითხება:
რა გაცინებსო?
ვუპასუხე:
კომკავშირიდან ვერ გამრიცხავ.... ვერც პარტიიდან და ვერც სამსახურში მომისევ უფროსობას მეთქი.
ეგ როგორღაო?
არ ვარ და არც ვყოფილვარ....და არც ვაპირებ მაგეებს მეთქი და საიდან გამრიცხავ ან მოახსნევინებ ჩემს თავს მეთქი?
ვერც ,,სბორებზე" გამიშვებ მეთქი ჯარში --- არ ვყოფილვარ მეთქი.....,, ,,ბრაკი" ვარ მეთქი........
ჰიჰიიი......ცირკი იყო სატირელი.......
არადა ცეკას გაფართოებული რესპუბლიკური სხდომაა --- კულტურის მინისტრს ხსნიან-ცვლიან, ვზივარ დარბაზში შავი ტყავის ,,კურტკით" ჯინსებში.......
გადაგვეკიდნენ თან ტელეგადამღები ოპერატორები --- პირდაპირი ტრანსლაციაა......
ედიკაა სხდომის თავმჯდომარე და მისი საათნახევრიანი მოხსენებით ტვინგამოლაყებული შესვენებისას ბუფეტში საექსპორტო ბორჯომს ვყლურწავ.....
თან ორი მხატვარი ვართ სახალხო ოსტატთა რესპუბლიკური სექციიდან წარგზავნილნი......
მხატვარი როგორ უნდა გარიცხო მხატვრობიდან?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
უმრავლესობა მაშინდელი საქართველოს მოსახლეობისა წესიერი და პატიოსანი შრომით ცხოვრობდა და ადამიანურობის სიკეთით
ცხოვრობდა იმ საბჭოთა სინამდვლეში მაინც.
ფართო და მრავალმხრივი განათლება და წიგნიერება.
კულტურის და ხელოვნების ქართული ,,საბჭოთა " რენესანსი.......... ცნობილი მეცნიერების და მოღვაწეების სიმრავლე
მეცნიერებათა აკადემიაში.
ბრეჟნევს ბოლო წლებში უკვე ყველა დასცინოდა ღიად და აშკარად.
პრობლემებს ჰქმნიდა არა ხალხი --- არამედ გახრწნილი წითელი კარიერისტების და მედროვეების ,,ბუკეტი" და მათი
გადიდგულებული ოჯახის წევრების აღვირახსნილობა და დაუსჯელობა ერთპარტიული სისტემის სიმახინჯეში.
ვაი-სათავიდან მოიმართა ყველაფერი --- ვითომ კომუნისტების ,,ელიტის" წინასწარგათვლილ-მართული სცენარებით.........
და ხელოვნური სტაგნაციის შექმნით რამის ყველაფერის დეფიციტი და უხარისხოობა დაამკვიდრეს არარეალური გეგმების
,,ყალბი შესრულებებით".
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საწყალი მცურავი........ გარედანაა ჭრელი.
აი ადამიანი კი შიგნიდან?........ მტრისას უვიცი, უნახავი და ხარბი შურიანი!
,,იყო და არა იყო რა!......"