შვეიცარია იმიტომ არაა ეკონომიკურად დაფარჩაკებული, რომ არც ერთი საერთაშორისო კონფლიქტი არ შეხებია. კანტონური ფედერალური სისტემა აქვთ და თითოეულ კანტონში სხვადასხვა დონის გადასახადებია, რაც ბიზნეს საშუალებას აძლევს ნაკლებ გადასახადებიანი კანტონი აირჩიოს დასამკვიდრებლად. ამიტომაც კანტონები გადასახადების შემცირებაში უწევენ ერთმანეთს კონკურენციას. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ შვეიცარია საინვესტიციო კაპიტალის საბადოა, რაც დიდწილად სწორედ პოლიტიკური სიმშვიდითაა განპირობებული.

და მერე მეორეც, ჯერ ომში გამოიცადოს შვეიცარიის მითიური სარეზერვო სისტემა და მოდი მერე ვილაპარაკოთ ამაზე.
რამე ლოგიკური არგუმენტი მომიყვანეთ რატომ უნდა თქვას ქვეყნის ეკონომიკამ უარი სიტყვაზე ვამბობ ჩემს მიერ შექმნილ მატერიალურ თუ არამატერიალურ დოვლათზე, რომელიც ბევრად აღემატება იმ სარგებელს, რაც მე ჯარში სამსახურით შემიძლია მოვუტანო სახელმწიფოს.
საკონტრაქტო ჯარი არის ეკონომიკური თვალსაზრისით სრულყოფილი სისტემა. იმიტომ, რომ ჯარში მიდის ის, ვინც თავის ალტერნატიულ დანახარჯებს აფასებს იმ მატერიალური თუ არამატერიალური სარგებლის ფასად, რასაც ჯარში სამსახურიდან მიიღებს. ეს იწვევს ეკონომიკის ეფექტიანობას. მეტი რაციონალიზმი და პრაგმატიზმი გვმართებს და ნაკლები სადღეგრძელოს ტიპის ემოციური განცხადებები.
რაზე გვაქვს საერთოდ აქ საუბარი: სახელმწიფოს კეთილდღეობაზე და ეკონომიკურ ზრდაზე თუ ვიღაც კონკრეტული სუბიექტების პატრიოტულ, ნაციონალურ განწყობაზე..
როგორც ჩანს მენქიუ არ უნდა მომეყვანა მაგალითად. ბევრს გაუგია

კაი, გვარტნი იყოს.. : )) რა მნიშვნელობა აქვს..
ცალკე საკითხია მთავრობის პოზიცია და ორმაგი სტანდარტები. "სინგაპურიზაცია" და ჯარში გაწვევის ინსტიტუტი არსებითად არათავსებადი რამეებია. სინგაპურის ეკონომიკური მოდელი რადიკალურად ლიბერალურ ეკონომიკას და ქვეყნის წყობას გულისხმობს. სავალდებული სამხედრო სამსახური კი პირდაპირ ამოვარდნილი საბაზრო მექანიზმიდან.
)
აბა, ველი ახალ ნაციონალურ-პატრიოტულ სიცილ-ტირილებს და ვენების ჭრას
This post has been edited by Perpetuum_Mobile_Project on 29 Mar 2011, 00:44