კაი რა თუ ძმა ხარ

. იქ ვიყავი დიდი ხანი და ვიცი რა ბალაგანიც იყო, თუ საქმეს აკთებდა ბოლომდე კარგად არ აკეთებდა. თუ სამე საავიაციო თემა გინდოდა რომ გაფუჭებულიყო მაგასთან უნდა მიგეტანა. შეიძLება მთავრობა გწეწავდეს მაგრამ შენ მაინც შენი საქმე აკეთო. აგერ აიღე ნებისმიერი ბიზნესმენი, არ არსებობს მას მთავრობა არ წეწავდეს, ვისოლი რო ვისოლია, მიშას ძმისა არაა? მქონდა მაგათ ერთ ერთ თანამშრომელთან საუბარი ადრე და გვწეწავს მტავრობაო, ეგ რო დაიწუწუნებსსხვა რაღას უზავს.
ადამიანმა ყველაფერი გააკეთა რომ მანდ არაფერი გაკეთებულიყო, მაგას თუ რამე უნდოდა ხალხს კი არ გაყრიდა, კი არ დაუწყებდა განავალი ხარო და აქ რას დამიჯექი დაახვიეტ აქედანო, შეეცდებოდა მაგათ გამოყენებას საქმეში, არ სჯერა რატომღაც არავის რომ ქარტველებსაც შეგვიძLია რამე, იქ 2004 წელს თუნდაც ისეთი დაჯგუფება ვიყავით რომ შეგვეძლო ნებისმიერი სახის აპარატის დაპროექტება მცირე ავიაციის განხრით. რო ჩამოიტანა ამერიკული ნაგავი ტამჯეტი. გგონიათ ვარგოდა რამედ? ავტომობილისტების დახაზული იყო და მოყვარული მფრინავის კიდე დაპროექტებული, ერთად ერთი პლიუსი მას კომპოზიტური მასალები ქონდა. მეე წამოცდა მაგ საცოდავს, კი ვიცი რო არ ვარგა ეს თვითმფრინავიო (ამ პროექტში მან ცნობისათვის 3 მილიონი გადაიხადა) მაგრამ სამაგიეროდ კომპოზიტების ათვისება შევძელითო. კომპოზიტების ათვისებას რა უნდა ამის დედაც, გააგზავნიდა კაცი 10 კაციან ტექნოლოგების და კონსტრუქტორების ჯგუფს სასწავლებლად სადმე, და ასწავლიდა საფუძვლიანად, და არა მასე რაც მანდ მოხდა ფინაჩურად რო აკეთებდნენ ბოლოსტვის ყველაფერს, თანაც 3 მილიონის მაგივრად 1 იც არ დაუჯდებოდა ეგ შესწავლის პროცესი. მერე რასაც უნდოდა იმას გააკეთებინებდა.
ჩვენ ბევრი რამე შეგვეძლო და ენთუზიაზმზეც ვმუშაობდით (როგორც ზემოთ აღEვნიშნე რა ხელფასი გვქონდა და რა დროში აბა რა ჯანდაბაა), მაგას გამოყენება უნდოდა. სულ რაღაც გამოყნება. ახლა ჯერ კიდევ არის ეგ ჯგუფი, სხვადასხვა სამახურებში გადანაწილებულები, ზოგი ხიდებს და გზებს ხაზვს, ზოგი ვაგონებს, ზოგი საკონცერტო დარბაზებს, ზოგიც არაფერს არ ხაზავს და ერთ ადგილს იფხანს. თუ დაინტერესება იქნება, ამ ჯგუფს სულ რაღაც 1 კვირაში შეკრიბავ ადამიანი. და მერე რა პროექტსაც გინდა გაგიკეთებენ. გაკეთება აქ მარტო ნახაზის კეთება არაა, მის დამზადებაზე და გამოცდაზეც არის საუბარი. პანტიკოს ხელში ეგ წარმოუდგენელი რამეა