მაგისტრალური გაზსადენის საკონტროლო პაკეტის სახელმწიფოს მფლობელობაში დატოვების საკანონმდებლო დონეზე გარანტირება უმრავლესობამ "ზედმეტად" ჩათვალა
19:53 - 06.07.2010
მაგისტრალური გაზსადენის საკონტროლო პაკეტის სახელმწიფო მფლობელობაში დარჩენის საკითხის საკანონმდებლო დონეზე გარანტირება უმრავლესობამ "ზედმეტ რეგულაციად" ჩათვალა.
"სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი პავლე კუბლაშვილი ამტკიცებს, რომ "ხელისუფლება პასუხისმგებლობას ბოლომდე იტვირთებს და კანონში რეგულაციების ჩაწერა საჭირო არ არის".
კანონპროექტის თანახმად, გაზის მაგისტრალური მილსადენი იმ ობიექტთა ნუსხიდან ამოდის, რომლის პრივატიზებაც დაუშვებელია.
აღნიშნულ კანონპროექტში ოპოზიცია იმის საფრთხეს ხედავს, რომ გაზსადენის პრივატიზების შემთხვევაში მას ხელში რუსეთი ჩაიგდებს. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატები კატეგორიულად მოითხოვენ, კანონში ჩაიწეროს, რომ ამ ობიექტის საკონტროლო პაკეტის გასხვისება არ მოხდება.
პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით 88 ხმით 5-ის წინააღდეგ მიიღო. მეორე მოსმენამდე კი კანონმდებლები მთავრობის დასკვნას დაელოდებიან.-------------- მაინც გაიტანეს თავისი...... რა საჭიროა ჩაწერა, სიტყვაზე უნდა ვენდოთ ნაცებს...
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?