რადგან სხვადასხვა ადამიანისთვის ბედნიერება სხვადასხვა რამაა, ფულიც შესაბამისად მეტ-ნაკლებად განსაზღვრავს მის ბედნიერებას.
მაგ. უღარიბესი ინდოელი ქალისთვის და უმდიდრესი ინგლისელი არისტოკრატი ქალისთვის პირმშოს გაჩენით გამოწვეული ბედნიერების განცდა, მატერიალური შესაძლებლობის ასეთი განსხვავების მიუხედავად, შეიძლება ერთნაირი იყოს.
მაგრამ თუ რომელიმე ახალგაზრდისთვის ფეხბურთის მატჩზე უფულობის გამო ვერდასწრება უბედურებაა,
ზოგისთვის ეს მხოლოდ ღიმილის მომგვრელი შეიძლება იყოს.
რადგან ბედნიერება არაა ერთგვაროვანი და არა აქვს საზომი, მას ვერანაირ ერთეულში და შესაბამისად ვერც ფულში ვერ გამოვხატავთ.
ანუ, ეს გამოკვლევა, ზედაპირულად თუ მივუდგებით არის სწორი, და თუ სიღრმეში ჩავალთ-- არასწორი.
ანუ 2+2=?