რუსეთი აშშ-საგან "არაკეთილსინდისიერ მეთოდებზე" უარის თქმას ითხოვს
რუსეთი აშშ-საგან "არაკეთილსინდისიერ მეთოდებზე" უარის თქმას ითხოვს .
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინიტრო მსოფლიოში დემოკრატიის მხარდამჭერის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებას გამოეხმაურა.
რუსი დიპლომატები ამერიკელ კოლეგებს ადანაშაულებენ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ორ ქვეყანას შორის დაწყებულ გადატვირთვას ვერ ამჩნევს.
აშშ-ს საგარეო უწყებამ 2009 წელს რუსეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოხსენება მიმდინარე წლის მაისში გამოაქვეყნა.
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ცნობაში რუსეთი ვაშინგტონს ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში და "დარიგებებისა და მორალის სწავლების" ენით საუბრის მცდელობაში ადანაშაულებს.
ამასთან რუსი დიპლომატები ამერიკელ კოლეგებს ურჩევენ, უფრო არსებითად გაერკვნენ ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებში.
ამასთან, მოხსენების ავტორთა აზრით, რუსეთის მთავარობა პრობლემებს უქმნის არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელ პრესის მუშაობას. რუსეთის საგარეო უწყება კი, მიიჩნევს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებას საფუძვლად უდევს მანკიერი პრინციპი _ "ვინც ჩვენთან არ არის, ის დემოკრატი არ არის~.
"ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებებს ირჩევენ ამა თუ იმ ქვეყნის ხალხები და არა - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც მოხსენებაზე მუშაობენ, აშშ-სა და რუსეთს შორის დაწყებული გადატვირთვის პოლიტიკა არ შეხებიათ", - ნათქვმია ოფიციალური მოსკოვის განცხადებაში.
ამასთან, რუსეთში დემოკრატიასთან დაკავშირებით გამოყენებულია ტრადიციული თეზისები "დემოკრატიის ეროზიის" შესახებ".
აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას აქტიურად აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
"რუსეთში დამკვიდრებულია დაუსჯელობის კულტურა. უფლებათადამცველებს, ოპოზიციონერებს და ჟურნალისტებს კლავენ და, როგორც წესი, დამნაშავეებს ვერ პოულობენ და პასუხიმგებაში არ აძლევენ",_ ნათქვამია Freedom House-ის მოხსენებაში. მასში, ასევე, აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ მედვედევის მმართველობას პუტინის მმართველობიდან მიღებული აქვს სახელმწიფო მართვის ყველა ელემენტი.
Freedom House-ისა და Nations in Transit-ის ექსპერტები ასკვნიან, რომ დემოკრატიის გაუარესების თვალსაზრისით ევროპისა და აზიის 29 ქვეყნიდან, ბოლო 10 წლის განმავლობაში ვითარება ყველაზე მეტად რუსეთში გაუარესდა.
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...s-ithkhovs.htmlეს რუსები ძალაინ გამწარდენ ამერიკელების ბოლოდროინდელი ქმედებებიტ
ჯერ ფრიდომ ჰაუსი, მერე აგენტების ამბავი, მერე კლინტონი
ვატყობ ნამეტნავი დეიბოღმება ვალოდია
* * *
ჰილარი კლინტონმა რუსი ჯაშუშების დაკავებაზე პირველი კომენტარი გააკეთა
ჰილარი კლინტონმა რუსი ჯაშუშების დაკავების თემაზე პირველი კომენტარი გააკეთა .
პოლონურ ტელევიზიასთან ინტერვიუში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პრეზიდენტ ობამას წელიწადნახევრიანი მმართველობის შესახებ ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთი უკეთესობისკენ იცვლება, კლინტონმა უპასუხა, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე კარგი სიმპტომი გამოჩნდა.
"ჩვენ ვაფორმებთ ბირთვულ ხელშეკრულებას, რუსეთი ავღანეთში გვეხმარება, თანამშრობლობს აშშ-სთან ირანისთვის სანქციების დაწესების საკითხში. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ პროგრესს. რაც შეეხება აშშ-ში რუსი ჯაშუშების დაკავებას, რასაკვირველია, ჩვენი ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ. რუსეთთან ურთიერთობას პრობლემების ფართო სპექტრში ვცდილობთ, მაგრამ ჯაშუშების შემთხვევამ აჩვენა, რომ როცა პრობლემა არსებოს, ის გადაწყვეტას მოითხოვს. ეს ადამიანები დააკავეს და მათ საკითხს აშშ-ს იუსტიციის სისტემა გაარკვევს", - განაცხადა კლინტონმა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ "ჯაშუშური სკანდალი" რუსეთთან თანამშროლობის დროს საერთო ინტერესებს არ დააზარლებს.
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...i-gaaketha.htmlა კიდო
This post has been edited by ხარონი on 7 Jul 2010, 11:23