1. საუბარი არ არის ქართულ პასპორტზე, არამედ ნეიტრალურ მოწმობაზე და ნეიტრალურ პასპორტზე, ანუ დოკუმენტზე, რომელიც ადასტურებს პირს, მაგრამ არა მის - მოქალაქეობრივ კუთვნილებას. დოკუმენტი გაიცემა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით.
2. რუსული პასპორტებით აფხაზებს და ოსებს სერიოზული პრობლემა ექმნებათ დას. ევროპის ქვეყნების საელჩოებში. როგორც წესი, თვით უკიდურესი სამედიცინო ჩვენების არსებობისასაც კი ვიზას ვერ იღებენ.
ა) უარის მიზეზი კი ხშირად საპასპორტო ჩანაწერებია, როგორიცაა:
Место рождения: Республика Абхазия
Адрес: г. Сухум, Республика Абхазия
დაფიქსირებულია ასეთი ჩანაწერიც კი: Адрес: г. Цхинвал, Россия
ბ) უარის მიზეზი არის აგრეთვე სავიზო ანკეტის შევსება. როდესაც საცხოვრებლად მიუთითებენ სოხუმს ან ცხინვალს, საკონსულო დოკუმენტს იღებს როგორც საქართველოს მიმართულებაზე ქვემდებარეს და ეუბნება, რომ მიმართონ თბილისში მდებარე საკონსულოს.
გ) უარის მიზეზი არის საკონსულოებისათვის მიწოდებული ინფო ჩვენი საგარეო სამინისტროს მიერ, რომ მსგავსი პასპორტები უკანონოა და ვიზა არ გაიცეს.
3. ეს დოკუმენტი არ ართმევს აფხაზს და ოსს უფლებას მიიღოს სრულფასოვანი ქართული პასპორტი.